ეხლა საქმეზე, დღის 2 საათზე გავედით ექსპრონტად, ქვევრი, ტომა, უნან და მე, გამოვიყენეთ რა თქვენი მარშრუტი, გავემგზავრეთ ჭილის ტბის სანახავად, უმცა ცოტა არ იყოს გზამ შეგვიყოლია და ჭილის ტბიდან ზუსტად 10 კილომეტრში აღმოვაჩინეთ მეორე, შედარებით მომცრო ტბა, რომელსაც ბაყაყების(კერძოდ ვასაკები რომლებმაც ყურები გამოგვიყრუეს ყიყინით)სიმრავლის გამო ვასაკას ტბა დავარქვით, თუმცა ადმინი დაჟინებით გვიმტკიცებდა ტელეფონში რომ ეს ძეგვის ტბააო... როგორც მწყემსებმა გვითხრეს ეს გზა წყნეთამდე მიდის,თუმცა რადგან დილით ტკბილი ძილი ვამჯობინეთ დროულ გამგზავრებას, მოგვიწია უკან მობრუნება, წყნეთისკენ სხვა დროს გავაგრძელებთ გზას.
უნდა ისიც აღვნიშნოთ რომ გზა რთულია, ამიტომ თუ თქვენს ავტოფარეხში სხვადასხვა ტიპის მანქანები დგას გირჩევთ უკვე მრავალნაცად ნივას მიენდოთ და არ გარისკოთ წასვლა ქალაქის ჯიპით რადგან ამ შემთხვევაში დღის ბოლოს მხოლოდ საჭე და გლუშიტელი შეგრჩებათ ხელში
ეხლა კი ფოტოები რომლებიც დღეს ჩვენს მიერ იქნა გადაღებული


გზის დასაწყისში

გზას ვამბობ თორემ რა გზაა... ნამდვილი ექსტრემია


ჭილის ტბა


ვასაკა და მისი ტბა (ყიყინს ვერ მოგასმენინებთ,დამიჯერეთ არ ღირს



