Page 1 of 9

ხ ო რ ნ ა ბ უ ჯ ი 2007 6 მაისი.

Posted: 07 მაი 2007, 12:15
by natalia
მარათლაც ძალიან ლამაზი ციხეა, და შესანიშნავი ხედი იშლება ციხის ზემოდან, მთელი ალაზნის ველი და კავკასიონი. აღფრთოვანებული ვარ ამ სანახაობით.

ციხის ზემოდან რომ ვიყურებოდი ბირთვისებს მაგონებდა გარშემო სულ კლდეები იყო.

ჩვენი მოგზაურობა კი ესე დაიწყო. :)
როგორც იქნა შევიკრიბეთ 10 საათზე( ცოტა გაურკვევლობა იყო დროსთან შეთანხმებაში).

და დავადექით კახეთის გზას. ( მარშუტკა მაინცდა მაინც არ გივიწყობდა ხელს, აღმართებში უჭირდა ასვლა.)

გზად შევიარეთ და მოვინახულეთ ბოდბის მონასტერი, სამწუხაროდ სიღნაღის გზა გადაკეტილი იყო და არ შეიძლებოდა ამ გზიდან შესვლა, მხოლოდ ანაგიდან იყო ნება დართული ამიტომ ვერ ვნახეთ სიღნაღი.

ბოდბედან გამოსულები დავადექით დედოფლის წყაროსკენ მიმავალ გზას.
ეს გზა მე პირადად ძალიან მომეწონა, ლამაზი ხედები იყო, მაგრამ სურათები ვერ გადავიღეთ. კიდევ ვისურვებდი მაგ გზაზე გავლას და პანორამების გადაღებას. მართლაც ლამაზია.


ჩემი ინფორმაციით, თან კარავზეც ვნახე რომ ჩვენ უნდა ჩავსულიყავით დედოფლის წყაროში და იქ ცენტრში გვეკითხა როგორ მივსულიყავით ხორნაბუჯამდე. თან მეგობარი მყავს მაქედან და მითრა რომ ხორნაბუჯის ციხე არ მგონია იცოდნენო თამარის ციხედ იკითხეთო.( მაგარმ მერ არ დამიჯერეს და საერთოდ გამაჩუმეს.:)) ალბად გზამ ყველა გადაგვღალა და მაგის ბრალი იყო.:)

ამ კეთილმა კახელებმა დედოფლის წყაროში ჩასულები შემოგვაბრუნეს და დავადექით წნორისკენ და ტიბაანისკენ მიმავალ გზას. მანდ იყოფა გზა, ერთი მიდის წნორისკენ მეორე სოფელ ხორნაბუჯისკენ( მარჯვნივ).

გზა საშინელი იყო, ეგეთი გზა თუ კიდევ არის საქართველოში არ ვიცი.

როგორც იქნა ჩავახწიეთ სოფელ ხორნაბუჯში და იქ ერთი ხვთისნიერი ბიჭი შეგვხვდა და გამოგვყვა გზა გვასწავლა. ჩვენი გიდი გაკვირვებული დარჩა აქ რამ მოგიყვანათო, ამ გზით არავინ დადისო, დედოფლის წყაროდან არის გზაო და მანქანაც ბოლომდე მიდისო. როცა ციხეზე ავედით იქ მოქეიფარი თინეიჯერები დაგვხვდნენ კიდევ გაკვირვებულები ეს რომელი გზით მოსულხართო, დედოფლის წყაროდან უფრო მოკლე არისო, და თამარის ციხე უნდა გეკითხათო( მე გამოველაპარაკე და ამიტომ მაქვს ეს ინფორმაცია)


ააა რატომ არ დამიჯერეთ მეთქი:) ვერ გადავდიოდით მარშუტკიდან რომ მეც მომესმინა რას გვასწავლიდნენ, მარშუტკას კარაბი ჩამოუვარდა და ვერ ვხსნიდით სკამებზე გადავდიოდით ჩასვლა რომ გვინდოდა.:):)

მაგრამ ეხლა არ ვანანობ მაგ გზით რომ წავედით საოცარი გზა იყო ძალიან ლამაზი ხედები იშლებოდა. თვითონ ციხე, გავოცდი რამხელა სიმაღლეზეა აშენებული. კიდეც ვამბობდით რას გვერჩოდნენ ჩვენი მტრებიო აქ რომ მოდიოდნენ ამის დასაპყრობადო.

ციხეზე ასვლა არ გაგვჭირვებია ადვილად ავედით, ალბად ჩვენი გიდის წყალობით რადგან იცოდა რომელი მხრიდან უნდა ავსულიყავით.

საოცარი ადგილია, ზღაპარი. მართლაც 2 დღიანი კარვებით ძალიან მაგარი იქნებოდა. ერთ დღეში დამღლელია დამიჯერეთ:)

კლდეზე ისეა ციხე ოსტატურად აგებული რომ ვერც იფიქრებ შორიდან რომ აქ ციხეა.


თუ ვინმეს მოგინდებათ იმ გზიდან მისვლა რომლითაც ჩვენ მივედით მაშინ აფრო ხელსაყრელი იქნება წახვიდეთ წნორის მხრიდან. განსაკითრებით ვისც მანქანით გიყვართ სირთულეების გადალახვა, მაშინ ეს გზა ზედ გამოჭრილია მაგისთვის:)

ციხიდან ჩამოსულებმა კარგი ცეცხლი გავაჩაღეთ, რომელიც ვარვარას და დიმიტრის უკვე მომზადებული ჰქონდათ. იქ კარგად მოვილხინეთ.

ძალიან ვდარდობდი უკან როგორ ივლიდა ჩვენი მარშუტკა იმ დანგრეულ გზაზე მაგრამ მადლობა ღმერთს მშვიდობით ჩამოვედით.

ცოტა უსიამოვნება იყო მაგრამ მთელი დღის და ციხის შთაბეჭდილებები იმხელა იყო რომ ალბად შევუნდობთ ერთმანეთს.


ეს ჩემი ისტორიაა, შეგიძლიათ გააგრძელოთ მსურველებმა.

სურათებს ალბად მალე დავდებ, არჩილს ვთხოვ რომ დამეხმაროს:)

ხ ო რ ნ ა ბ უ ჯ ი 2007 6 მაისი.

Posted: 07 მაი 2007, 12:21
by paata_
ვაა რა საინტერესოა და მე მაპატიეთ რო ვერ წამოვედი

ლაგოდეხში და ჰერეთში ვიყავი

მოგვიანებით რეპორტაჟსაც შემოგთავაზებთ

თუ არ დამეზარა :)

ხ ო რ ნ ა ბ უ ჯ ი 2007 6 მაისი.

Posted: 07 მაი 2007, 12:33
by guruli
paata_
თუ არ დამეზარა
ჰააა - :twisted: :twisted: :twisted: შორს ჩვენგან ზარმაცები. დაგეზარა კი არა, მომიყევი, როგორ დაგხვდათ ჩემი ქურმუხი, ძალიან ხომ არ შეაწუხეს აზერებმა... :cry: :cry: :cry:
თუმცა მანამ ამ თემაში ველი ფოტო-თხრობარეპორტაჟს.

ხ ო რ ნ ა ბ უ ჯ ი 2007 6 მაისი.

Posted: 07 მაი 2007, 12:36
by natalia
ქურმუხობა ცალკე გახსენით თუ შეიძლება:)

ხ ო რ ნ ა ბ უ ჯ ი 2007 6 მაისი.

Posted: 07 მაი 2007, 13:12
by bontura
მართლაც ფანტასტური შეგრძნება იყოო..გზად ალაზნის გაშლილი ველი და მის ფონზე "რეზკად" აზიდული კავკასიონი.....მშვენიერი იყოო.....ინტუიტიურად ვიგრძენი რომ ნატალიას გეზი სწორად იყო შერჩეული უბრალოდ არასწორად მიგვასწავლეს თვით კახეთში....

მოკლედ მშვენიერია..მართლა ბირთვისში მეგონა თავი ..ერთი ისაა რომ ბირთვისული მაღალი ხეებით ვერ დაიკვეხნის ხორნაბუჯში...თორემ ისე ციხე ბევრად კარგადაა შემონახული....საკნები კარგად გამოკვეთილი და მეტად იოლი ასავლელი...დღეში თუ გინდა 6-7 ჯერ ახვალ კაცი და თან უპრობლემოდ...რასაც შეუპოვარზე ვერ იტყვი :D მოკლედ მიყვარს უკვე უქაურობა....დიდი სიამოვნებით წავალ 2 დღით.....წყალიც ბევრად გემრიელია ვიდრე იქვე, ბოდბის მონასტერში.....და თუნდაც ბირთვისში სადაც მგონი მალე დაშრება სრულიად...

მოკლედ საკმაოდ ბევრი სურათი გადავიღეთ...ნატალიას უნდოდა მწვადების სურათი გადაეღო და გადაიღო კიდევ..იქნებ სხვა ცნობილ მწვადების სურათს (კარავულს) კიდევაც შევადაროთ მალე..მწვადი ძალიან კარგი იყო....სამწუხაროდ მთელი სამწვადის შეწვა ვერ მოვასწარით...აჩიმ დაპატიჟა მაშინ ხალხი, ამოდით ჩვენთან და იქ შევწვათ დანარჩენიო..ბუხარი გვაქვს..ამიტომ გეპატიჯებით ვისაც გსურთ. :)

ხოოდა, ასე....იქნებ კიდევ წავიდეთ



ლელა, ნატალი, გიორგი იქნებ დადოთ სურათები და ვიდეოოოო..მაგარი იყო ძალიან....

ხ ო რ ნ ა ბ უ ჯ ი 2007 6 მაისი.

Posted: 07 მაი 2007, 13:14
by paata_
სად მივდივართ სამწვადაოდ?



ფოტოები დადეთ რა, მაგრა მაინტერესებს და გული დამწყდა რო ვერ წამოვედი

ხ ო რ ნ ა ბ უ ჯ ი 2007 6 მაისი.

Posted: 07 მაი 2007, 13:20
by bontura
ჩემთან და აჩისთან....ჩვენს ოჯახში.. :)

ხ ო რ ნ ა ბ უ ჯ ი 2007 6 მაისი.

Posted: 07 მაი 2007, 13:21
by bontura
აუ, გთხოვთ მალე დადეთ ფოტოები......... :P

ხ ო რ ნ ა ბ უ ჯ ი 2007 6 მაისი.

Posted: 07 მაი 2007, 13:47
by lela
აბა ვის უნდა გუშინდელი სურათების ნახვა?:)

ხ ო რ ნ ა ბ უ ჯ ი 2007 6 მაისი.

Posted: 07 მაი 2007, 13:49
by lela
აქ ახალი ვარ და მასწავლეთ როგორ დავდო, სურათები კი საკმაოდ ბევრი მაქვს;)

ხ ო რ ნ ა ბ უ ჯ ი 2007 6 მაისი.

Posted: 07 მაი 2007, 13:51
by lela
natalia
როგორ ხარ ნატალი?

ხ ო რ ნ ა ბ უ ჯ ი 2007 6 მაისი.

Posted: 07 მაი 2007, 13:54
by paata_

ხ ო რ ნ ა ბ უ ჯ ი 2007 6 მაისი.

Posted: 07 მაი 2007, 13:54
by lela
აქ კი არის მითითებული, მაგრამ მე მაინც ვერ ავტვირთე და რატო?

ხ ო რ ნ ა ბ უ ჯ ი 2007 6 მაისი.

Posted: 07 მაი 2007, 13:54
by lela
paata_
მადლობთ:)

ხ ო რ ნ ა ბ უ ჯ ი 2007 6 მაისი.

Posted: 07 მაი 2007, 13:55
by guruli
აქ ახალი ვარ და მასწავლეთ როგორ დავდო, სურათები კი საკმაოდ ბევრი მაქვს
ფოტოების დასადებად სხვადასხვა მეთოდია, მაგრამ მე foto.radikal.ru-ს გირჩევთ. მანდ ბრაუზით ფოტოს რომ გამოიძახებ და გააგზავნი, მოგცემს რამდენიმე ლინკს. ზემოდან მეორეს ჩააგდებ ამ ფანჯარაში, სადაც პოსტებს ვწერთ და გამოაგზავნი. ფოტოს ლინკს შეგიძლია დაურთო კომენტარი. თანაც, ამ ფანჯარაში რამდენიმე ლინკსაც ჩააგდებ. სურათებს თავად აპატარავებს ზომაზე. აქედან მარტივია.