შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by navigator » 17 აპრ 2005, 22:19

ვოვ, შარლოტა ტავის აპლუაშია :D
დანარჩენი ნაცნობი სახე ვერ შევნიშნე

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by Nika » 17 აპრ 2005, 23:08

navigator
ცხადია ვერ შენიშნავდი. ჩემი სახე არსად ჩანს რადგან სულ ჩემი სურათებია. ამრტო ჟვართან ვჩანვარ მარა მანდ რო მიცნო გამიკვირდება კიდევაც :):):)
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by Druides » 18 აპრ 2005, 10:44

კაი პაპარაცი ყოფილა ეს ნიკა და ასევე ძალიან მაგარი მოლაშქრე თავისი GPS-ით. რა თქმა უნდა ის ჩვენი სტუმარი forum.ge დან რომ იყო გოგონა ისიც მაგარია ეგ ხალხი უნდა ატარო და ატარო ლაშქრობებში.
ისე თუ სტუმარი დარეგისტრირდება კარგი იქნება

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by Gvalva » 18 აპრ 2005, 10:55

Nika
:oops: :oops: :oops: :oops:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by lama » 18 აპრ 2005, 10:56

ძალიან მაგრები ვართ ჩვენ ყველანი და განსაკუთრებით ჩვენი პაპარაცი ფოტოგრაფები GVALVA და NIKA :lol: :lol: :lol:
მოგზაურობაში ყველაფერი ძალიან კარგი იყო მაგრამ ერთი ნაკლი მაინც ჰქონდა რა ნაკლი? რა და ჩემო მეგობრებო სადღეგრძელოებს ღვინით კი არა წყლით ვსვავდით :oops: :oops: შიომღვიმის თავზე რომ მოვექეცით მე და კოზა-ნოსტრამ ჩვენს მეგობრებს დაუმალეთ თუ რა სანახაობა ელოდათ წინ ხოლო ჩვენ ვაკვირდებოდით ხალხის რეაქციას თუ რა რეაქცია ექნებოდათ იმ უმშვენიერესი ხედის დანახვისას რომელიც მათ წინ გადაიშლებოდა ყველას ასეთი გამომეტყველება ეხატა სახეზე :shock: :shock: :shock: :shock: :shock: :shock: ეს მართლაც შოკის მომგვრელი სანახაობა გახლდათ.
ჩვენ ბედი გვქონია რადგანაც წვიმამ მოგვისწრო არა მაშინ როდესაც ქარაფებზე ავდიოდით არამედ მაშინ როცა სამშვიდობოს გავედით თორე ქარაფებზე გადასვლისას რომ გაწვიმებულიყო მე ახლა კომპიუტერთან ნამდვილად ვერ ვიჯდებოდი.
თბილისისკენ წამოსულებმა მოვინახულეთ ორი ულამაზესი ეკლესია სხალტბის კვირაცხოველი და წეროვნის სამების ტაძრები (X-XI ს.ს.) ისე სხვათაშორის სხალტბის ეკლესიიდან თამარ მეფემ წყალი გაიყვანა შიომღვიმის მონასტრამდე ჩვენ კიდევ პირიქით შიომღვიმიდან გზა გავიყვანეთ სხალტბამდე და ამ საქმით გავაგრძელეთ ჩვენისაერთო დიდი წინაპრის აღმშენებლობითი მოღვაწეობის გზა :D :D :lol: :lol:
აქვე ბოლოს მინდა დავუმატო იქ ჩვენ დავკრიფეთ უამრავი ყვავილი მათ შორის ერთი უცნაური სახის რომლის სახელიც გვაცნო ჩვენთან მყოფმა გამოცდილმა ბიოლოგმა და ზოოლოგიის სპეციალისტნა ბატონმა NEO-მ თურმე ყვავილის ამ სახეობას რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ბილწივირთაგვა რქმევია :lol: :lol: :lol:
ახლა მეგობრებო დროა უკვე ვიფიქროთ ახალ-ახალ მოგზაურობებზე და არა მარტო ერთ დღიანებზე არამედ ორ და სამ და ოთხ და ხუთ და ექვს და შვიდ და რვა და ცხრა და გამაჩერეეეეეეეთთთთთთთთ
P.S. ისე წუხელ რომ ვიწექი ლოგინში და არა საძილეში მომაფიქრდა ერთი ჩემის აზრით არც თუ დიდად სულელური აზრი მაგალითად ჩემო მეგობრებო მოდი და ჩვენი ფორუმის ლოგო და ინტერნეტ მისამართი გადავატანინოთ მაისურებზე და გავავრცელოთ ხალხში მე მგონი ეს ძაან ძვირი არ დაჯდება და რაც მთავარია ხელს შეუწყობს ჩვენი ფორუმის პოპულარიზაციას თუ თანხას ვერ ვიშოვით ამ საქმისთვის დარწმუნებული ვარ სპონსორის შოვნა არ გაგვიჭირდება ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰ!!!!!!!!! :D :D :D

User avatar
tio74
ბილიკზე მოარული
Posts: 88
Joined: 29 აპრ 2004, 14:35
Location: გულში ...
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by tio74 » 18 აპრ 2005, 11:07

გასაჩეჩებოოოოოოოოოო! :)
რა კარგები ხართ! :)
იპოვეთ მაშ ის გვირაბი!? :) ... აუფ, ჩვენ რომ შარშან ვიპოვეთ და გავედიიით! _ რა საოცარი სიხარული იყო_ახლაც ჟრუანტელი მივლის! :D
... კიდევ რა! კიდევ მეტი ხედი! გთხოოოოოოოოვთ! :)
დამინდეთ ნეტის ქსელში 1 წლით გამოუსწორებლად გაბმული ადამიანი, რომელიც ამჟამად მხოლოდ თქვენი სურათებითა და მონათხრობით საზრდოობს! :) :) :)
... სუ-რა-თე-ბი! :) სუ-რა-თე-ბი! :) სუ-რა-თე-ბი! :)
:)
გაუღიმე ცას თბილო! :)

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by navigator » 18 აპრ 2005, 11:08

Nika
შენ GPS-ს ლურჯკბილა არა აქვს? ჩემ სმარტფონთან დავაწყვილოთ, პარაპლანის სასტავს აქვს გაკეთებული საკაიფოდ, iPaq თან დაწყვილებული, რუკებით და მთელი ამბებით.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by Gvalva » 18 აპრ 2005, 11:10

ის თავიდან იყო ვააა!! და ვუუუ!! თორემ მერე იქეთ აღარც ვიხედებოდით...

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by Gvalva » 18 აპრ 2005, 11:21

Tio, ხედებს ვიცი რომ მალე დადებენ, დაელოდე :)
ჩვენ დავკრიფეთ უამრავი ყვავილი მათ შორის ერთი უცნაური სახის რომლის სახელიც გვაცნო ჩვენთან მყოფმა გამოცდილმა ბიოლოგმა და ზოოლოგიის სპეციალისტნა ბატონმა NEO-მ თურმე ყვავილის ამ სახეობას რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ბილწივირთაგვა რქმევია
კარგად არ ჩანს, მაგრამ ამ თაიგულშია რომელიღაცა.

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by Druides » 18 აპრ 2005, 11:23

ეხ რა სამწუხაროა მე მეტი მეგონი უახლოესი 2 თვის განმავლობაში ვეღარ მოვახერხებ წამოსვლას წინ სახელმწიფო გამოცდები მელის :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry:

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by გვალდა » 18 აპრ 2005, 11:55

საშინლად გაციებული ვიყავ და ვარ :? :cry:

აწი მოვდივარ 8)




და ისა, yokoooooooooo!!!!!!!!!!!!!!!!!
სვანეთოლოგი

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by Nika » 18 აპრ 2005, 12:36

koza-nostra
სტუმარი უკვე კაი ხანია დარეგისრირებულია :):):)
პაპარაცობას რაც შეეხება ჯერ ბევრი ფოტო არც დამიდია :)
Gvalva
გვირაბი მაგარია :):):)
lama
ეჰ სამწუხაროდ სამსახურის გამო 2 დღიანზე მეტიანში ვერ წავალ. ეგეც თუ მოვახერხე კაია. შვებულებაც ოქტომბრამდე არ მეკუთვნის :(
tio74
ჯერ არაა და რა ვქნა. ერთი პანორამა ძლივს გამოვაცხე. უი ახლა გამახსენდა მეორეც რო მზადაა:
Image
navigator
ჩემი GPS-ს ავტონომიური მოწყობილობაა. მართალია რუკები არა აქვს მარა Waypoint-ების და Route-ბის შეყვანა კომპიუტერიდან არაა პრობლემა. ამას თუ დავუმატებთ რომ 50000-იანი რუკა მაქ საქართველოსი ჩათვალე რო პრობლემა არ მაქვს :) ამ ექსკურსიაზე ნამეტანი ბილიკებით მივდიოდით რომელიც რუკაზე არ იყო თუმცა როგორც კი ნორმალურ გზაზე გავედით GPS-მა თავი ეგრევე გამოიჩინა. ორივე ეკლესიას უმოკლესი გზით მიგვაგნებინა და ბოლოს ავტობუსამდეც მიგვიყვანა. ასევე გაზომა რომ სულ 11.3 კილომეტრი გვივლია საშუალოდ 4.0 კმ/სთ სიჩქარით. შეჯვარებას რაც შეეხება COM პორტი უნდა მაგას რაც საბედნიეროდ ჩემს Fujitsu Siemens Pocket Loox 600-ს აქვს მარა კაბელი ნამეტანი გრძელია და მოუქნელი. მანქანაში კი ვხმარობ მარა აი ბუნებაზე ტეხავს. აი შენს სმარტფონს რამდენად აქვს ეგ არარ ვიცი.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by Gvalva » 18 აპრ 2005, 12:48

koza-nostra wrote:ეხ რა სამწუხაროა მე მეტი მეგონი უახლოესი 2 თვის განმავლობაში ვეღარ მოვახერხებ წამოსვლას წინ სახელმწიფო გამოცდები მელის :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry:
ნეტავ ის ხალხი მანახა, მაგას რომ დაიჯერებენ :lol:

User avatar
neo
ასფალტზე მოარული
Posts: 11
Joined: 10 აპრ 2005, 13:53
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by neo » 18 აპრ 2005, 14:26

ვაიმე ეს არაჩვეულებრივი იყო ხალხნო! გავგიჟდი,დავეცი,სად შემიძლია, ეს ის სიტყვები არ არის რა თქმა უნდა ჩემო უსაყვარლესო მეგობრებო სინამდვილეში რაც უნდა მეთქვა, ყველაფერი არაჩვეულებრივად კარგი იყო და განსაკუთრებით ის მომენტი როდესაც კლდის ქიმზე ავედი ჯიხვივით გადავიწყვე რქები მხრებზე და. :mrgreen: .......მეორეჯერ მომიწია ასვლა ზევით,იმიტომ რომ ჩამოვვარდი და ძლივს ავიფხიკე იქიდან. ნუ დალაშქრავთ მაღალ მწვერვალებს თუ არ სვამთ "სპრაიტს". მოკლედ ჩვენ იქ ვიცინეთ და ვიხუმრეთ ნუღა იტყვი :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: კინაღამ ცუდად გავხდით შიმშილით. :cry: :cry: :cry: :cry: ხო ყვავილების ახალი ჯიშები გავიცანით მაგალითად :ბილწი ვირთაგვა,ზანზალკლიზმები,ახვარი ღიღილოები. :twisted: :twisted: :twisted: :twisted: :twisted: :twisted: :twisted: :twisted: :twisted: და ბოლოს :ყველაფერი კარგი იყო ჩემო კარგებო ,ძვირფასებო, ფითოხლართებო და ლარდაყინებო.(სპილოპუმებს გული არ დაგწყდეთ)აბა პაკაააააააააა! ბავშვები მელოდებიან,უნდა წამოვიყვანო ბაღიდან. ენაცვალათ დედიკო! :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by lama » 18 აპრ 2005, 14:52

მეგობრებო ჩვენ აწი აუცილებლად ისეთი ავტობუსებით უნდა ვიაროთ რომელშიც ტელევიზორი იქნება და რომელიც გზაში მინიმუმ ორჯერ მაინც გაფუჭდება :lol: :lol: ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰჰაჰაჰაჰაჰაჰხახახახახახხახახახახახახ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]