Page 1 of 1

თოვლიანი ბულაჩაური

Posted: 26 აპრ 2007, 14:43
by meore monadire
გუშინ
თქვენთან ყოფნას მომწყვიტეს, და რატომ , რამდენიმე მეგობარმა თავის გატოლება გამიბედა სმაში,
ნუ ამას როგორ მოითმენდა კარველი და დუელის ადგილი დავთქვით:
ბულაჩაურის ხიდების ამბავი...

წასვლა სასიამოვნოდ არ დაიწყო, ბალალაიკას წაღება ვერ შევძელი
(პირდაპირ სამსახურიდან გავვარდით)

მაგრამ, როგორც დიდი ნიკოლ კიდმანი იტყოდა:
"დაბრაზდით ხევსურთ შვილებო,
გულ ჩაიდევით რკინისა "
და წავედით ...
სასიამოვნო სანახავი იყო აფეთქებულ ტყემლებს თოვლი ფარავდა
ფოტო აპარატი არ მაქვს თორემ ახლა განახებდით რა ლამაზია თოვლი თეთრ ყვავილებზე...
ხოდა ...
დავჯექით ...
როგორც ყოველთვის თამადობა სხვამ დაიწყო ... :)

ის იყო უნდა ჩაჰქრობოდათ ჩემთან პაექრობის სურვილი რომ...

იქაურობა კახურმა მრავალჟამიერმა დაფარა...
აშკარა იყო: ჩვენს გვერდით კუპეში მღეროდნენ
არ ვიცოდით ვინები იყვნენ საიდან მაგრამ სიმღერაში პატრიოტიზმი ქუხდა...
ავიჩემე :

"შევალ დავლოცავ და გამოვალ "
არ მანებდნენ: ვერ გაიგებენო შენს სურვილს

შესვლისას ასეთი სურათი დამხვდა:
ერთ მაგიდას შემოწყობოდა ოცამდე დევივით ქართველი რომელთა უმეტესობას ჭაღარა ერია...

ძალიან დალოცვა გაცნობაში გადაიზარდა, იმერლები და გურულები ერთ ერთის დაბადების დრეს აღნიშნავდნენ
მე კი ვიდექი და მიხაროდა რომ გავჯიუტდი და ამისთანა ხალხი გავიცანი
მიხაროდა რომ ის წუთი წარსული არ იყო
რომ მათ სათქმელი მათქმევინეს და ...
თვითონაც მითხრეს ...

ქაღტულმა სიმღერამ, ქართულმა ღვინომ ქართევლი ხალხი ერთმანეთს გაგვაცნო

ასე იყო

თოვლიანი ბულაჩაური

Posted: 16 თებ 2008, 12:38
by legenda
ხვალ იქნება თოვლი ბულაჩაურში?....

მინდა რომ წავიდე...უნდა წავიდე...წავალ? :wink:

თოვლიანი ბულაჩაური

Posted: 17 თებ 2008, 02:18
by Naia
meore monadire
მაგრამ, როგორც დიდი ნიკოლ კიდმანი იტყოდა:
"დაბრაზდით ხევსურთ შვილებო,
გულ ჩაიდევით რკინისა "
:D :D :D

თოვლიანი ბულაჩაური

Posted: 17 თებ 2008, 11:56
by Archil
მეორე ხარ თუ რომელიღაცა მონადირე თუ კომპიუტერშიკი (არადა კარგად ვიციტ ვინცა ხარ :) ), ეხლა დაჯექი და წვრილად აღწერე როგორც წესი და რიგია, როგორც ადმინს დაუტოვებია ანდერძად:

1. რეგიონი:
2. მარშუტის დასახელება:
3. ხანგრძლივობა:
4. სირთულე:
5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
7. ფეხით გავლილი მანძილი:
8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები: (გოგოშკები არ იგულისხმება)
9. საბანაკე ადგილები:
10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც შეიძლება ინახოს ამ გასვლის ფარგლებში, დროის გახანგრძლივების შემთხვევაში
14. რუქა:

იმედია მოქეიფეების გარდა სხვა ღირშესანიშნავი ადგილებიც მოინახულე, რომელთა შესახებ მოსაყოლადაც შექმენი ეს თემა და კარაველების ყურაღება მიიქციე

(თუ ნასვამ და კარგ გუნებაზე მყოფს შემოგეხსნა თემა ბულაჩაურზე? ;) )

თოვლიანი ბულაჩაური

Posted: 18 თებ 2008, 11:28
by meore monadire
Archil wrote:იმედია მოქეიფეების გარდა სხვა ღირშესანიშნავი ადგილებიც მოინახულე, რომელთა შესახებ მოსაყოლადაც შექმენი ეს თემა და კარაველების ყურაღება მიიქციე

(თუ ნასვამ და კარგ გუნებაზე მყოფს შემოგეხსნა თემა ბულაჩაურზე? ;) )
მომეწონა თოვლიანი არემ მარე და ვთქვი

არასწორია ვიცი

მეტად ასეთ რამეს აღარ ჩავიდენ


მივიწყებულიც იყო ეს თემა, რომ არა ...

თოვლიანი ბულაჩაური

Posted: 18 თებ 2008, 11:29
by legenda
ვერ წავედი... :(

თოვლიანი ბულაჩაური

Posted: 19 თებ 2008, 23:21
by Archil
meore monadire wrote:
Archil wrote:იმედია მოქეიფეების გარდა სხვა ღირშესანიშნავი ადგილებიც მოინახულე, რომელთა შესახებ მოსაყოლადაც შექმენი ეს თემა და კარაველების ყურაღება მიიქციე

(თუ ნასვამ და კარგ გუნებაზე მყოფს შემოგეხსნა თემა ბულაჩაურზე? ;) )
მომეწონა თოვლიანი არემ მარე და ვთქვი

არასწორია ვიცი

მეტად ასეთ რამეს აღარ ჩავიდენ


მივიწყებულიც იყო ეს თემა, რომ არა ...

მეტჯერაც უნდა ქნა, ლამზად გამოგივიდა. რატომაც არ უნდა ქნა, მარა თავის ალაგას.. იქ სადაც თუნდაც შენი პირველი შემოკარვების ამბავია მონათხრობი...