თქვენთან ყოფნას მომწყვიტეს, და რატომ , რამდენიმე მეგობარმა თავის გატოლება გამიბედა სმაში,
ნუ ამას როგორ მოითმენდა კარველი და დუელის ადგილი დავთქვით:
ბულაჩაურის ხიდების ამბავი...
წასვლა სასიამოვნოდ არ დაიწყო, ბალალაიკას წაღება ვერ შევძელი
(პირდაპირ სამსახურიდან გავვარდით)
მაგრამ, როგორც დიდი ნიკოლ კიდმანი იტყოდა:
"დაბრაზდით ხევსურთ შვილებო,
გულ ჩაიდევით რკინისა "
და წავედით ...
სასიამოვნო სანახავი იყო აფეთქებულ ტყემლებს თოვლი ფარავდა
ფოტო აპარატი არ მაქვს თორემ ახლა განახებდით რა ლამაზია თოვლი თეთრ ყვავილებზე...
ხოდა ...
დავჯექით ...
როგორც ყოველთვის თამადობა სხვამ დაიწყო ...

ის იყო უნდა ჩაჰქრობოდათ ჩემთან პაექრობის სურვილი რომ...
იქაურობა კახურმა მრავალჟამიერმა დაფარა...
აშკარა იყო: ჩვენს გვერდით კუპეში მღეროდნენ
არ ვიცოდით ვინები იყვნენ საიდან მაგრამ სიმღერაში პატრიოტიზმი ქუხდა...
ავიჩემე :
"შევალ დავლოცავ და გამოვალ "
არ მანებდნენ: ვერ გაიგებენო შენს სურვილს
შესვლისას ასეთი სურათი დამხვდა:
ერთ მაგიდას შემოწყობოდა ოცამდე დევივით ქართველი რომელთა უმეტესობას ჭაღარა ერია...
ძალიან დალოცვა გაცნობაში გადაიზარდა, იმერლები და გურულები ერთ ერთის დაბადების დრეს აღნიშნავდნენ
მე კი ვიდექი და მიხაროდა რომ გავჯიუტდი და ამისთანა ხალხი გავიცანი
მიხაროდა რომ ის წუთი წარსული არ იყო
რომ მათ სათქმელი მათქმევინეს და ...
თვითონაც მითხრეს ...
ქაღტულმა სიმღერამ, ქართულმა ღვინომ ქართევლი ხალხი ერთმანეთს გაგვაცნო
ასე იყო