Page 1 of 1

სხალტბა - კვირაცხოვლის ეკლესია 22 აპრილი, 2007

Posted: 23 აპრ 2007, 14:52
by Kakha
გუშინ ვიყავი კვირაცხოვლის ეკლესიის სანახავად სხალბაში. კი მინდოდა თქვენთან ერთად წამოსვლა მაგრამ ჩემი ტრავმირებული მუხლი არ მაძლევს საშუალებას ფეხით დიდხანს ვიარო, ამიტომ გადავდივარ მოტო (თუ ავტო უფრო სწორია) ლაშქრობებზე და მივდივარ იქ სადაც მანქანა მივა.

მიყავით სამი კარველი მე, ლუკა 95, მჩრელი თვალი და კარვის მეგობარი ელისო.

გირჩევთ ოდესმა წახვიდეთ გნებავთ ფეხით და მაშინ შეგიძლიათ მშვენიერი მარშრუტი გააკეთოდ - შიო მღვიმე - სხალთა ანდა მაქანით და ახვიდეთ მანქანით კვირაცხოველზე. ორხიდიანი მანქანით მარტივია (ერთხიდიანითაც ახვალთ მაგრამ ორხიდიანი ჯობია) და თანაც თუ დროში შეზღუდულები ხართ თბილისიდან-თბილისამდ 1.5 - 2 საAთი თუ დაგჩირდებათ.

ორიოდე სიტყვით სადაა სხალტბა - სოფელ წეროვანს ზემოთაა (წეროვანი ხომ იცით ნატახტარის ნატეკარამდე რომ სოფელია, როცა თბილისისკენ მოდიხართ დასავლეთიდან). წეროვანზე პარქტიკულად გადაბმულია სოფელი გოროვანი. იქიდან უნდა უახვიოთ ზემვით და მიადგებით სხალტბას. იქვეა აგარაკებიც. სოფლიდან ასე კილომეტრში სასაფლაოა რომელზეც დგას მეჩვიდმეტე საუკუნის ტაძარი. სწორედ ისაა კვირახოველი. ადგილი დიდებულია, ხედი გადასარევი, მთელი მუხრანის ველი მოჩანს ხელისგულივით.

ტაძრის ფოტოებს საღამოს დავდებ, როცა სახლში მივალ.

თუ ტაძრიდან კიდევ უფრო სამხრეთით წახვალთ (ჯერ მცირე მინდორი უნდა გადაკვეთოდ და მერე ტყის პირზე დასავლეთით მიმავალ გზას უნდა გაუყვეთ, შემდეგ გზა სამხრეთით შეუხვევს ტყეში) მიადგებით ქედს, ფაქტიურად უფსკრულს, რომელიც გადაჰყურებს შიომღვიმის მონასტერს. აქაც არანაკლები სილამაზისა ხედია მტკვრის ხეობაზე.

ჰო წყალი წაიღეთ, მხოლოდ სოფელშია და სოფლის შემდეგ აღარ მინახავს. არადა გაშლილ ადგილებშიც მოგიწევთ სიარული თანაც აღმათ-აღმართ და ნამდვილად მოგწყურდებათ.

ფოტოები საღამოს.

სხალტბა - კვირაცხოვლის ეკლესია 22 აპრილი, 2007

Posted: 23 აპრ 2007, 20:16
by Nika
Kakha
შიომღვიმე-სხალტბა მარშუტზე ვიყავით კარვის დაბ დღეზე 2 წლის წინ. მაღთლაც ძაან მაგარია.

სხალტბა - კვირაცხოვლის ეკლესია 22 აპრილი, 2007

Posted: 23 აპრ 2007, 20:18
by paata_
ვა რა მაგარია 22 აპრილს კარავმა დიდი გასვლა მოაწყო

სხალტბა - კვირაცხოვლის ეკლესია 22 აპრილი, 2007

Posted: 23 აპრ 2007, 23:23
by Archil
შენ, ლუკა 95-ს, მჭრელი თვალსა და კარვის მეგობარ ელისოს მოგესალმებით !!!

მიხარია რომ ეს დღე თქვენც ასე მშვენივრად გაატარეთ და კარაველების დალაშქვრით კიდევ ერთი ადგილი აღნიშნეთ. იმედია ახლო მომავალში მუხლის პრობლემა გაივლის და კვლავაც ერთად ვიხეტიალეთ საქართველოს მთა-ბარში.

ველით სურათებს :)

სხალტბა - კვირაცხოვლის ეკლესია 22 აპრილი, 2007

Posted: 24 აპრ 2007, 08:46
by Kakha
შეპირებული სურათები

ესაა კვირაცხოვლის ეკლესია. ხედი სამხრეთის ფასადზე. დანარჩენი ფასადები აგურის წყობისაა. ეკლესია ახლახან გაურესტავრირებიათ და თაღნარში სულ ახალთახალი, ხერხით დაჭრილი და შესაბამისად პრიალა ქვებითაა გაკეთებული

Image

ცალკე თაღნარი
Image

შემკული თაღნარის სვეტები
Image

Image

გავედით ტყის პირზე, მინდვირს მეორე მხარეს საიდანაც ტზა მიდის შიომღვიმისკენ გადასახედზე. აქედან კვირაცხოველი ასე ჩანს
Image

მჭრელი თვალი კვირაცხოვლის ფონზე
Image

სხალტბა - კვირაცხოვლის ეკლესია 22 აპრილი, 2007

Posted: 24 აპრ 2007, 08:53
by Kakha
ეს კი ხედი შიომღვიმისკენ, რომელსაც ჩრდილოეთიდან მივადექით. მართალც საოცარი რამ იყო. ფოტოები ნამდვილად არ გადმოსცემს ამ სივრცის შეგრძნებას.

და კიდევ თუ მანქანით წახვალთ ფრთხილად იყავით, სულ ბოლო მონაკვეთი კარგა მაგარი აღმართია (თუმცა მოკლე), ჰოდა ისეთია კაცი რაქგონით მიდიხარ, წინ რაა არ ჩანს, არადა წინ უფსკრულია და შეიძლება გადაფრინდეთ და გადაიჩეხოთ. ინტუიციით ვიგრძენი რომ საფრთხე იყო და გავჩერდი. მოკლედ აღმართს რომ მიადგებით იქვე სულ პატარა მდელოა და იქ გაჩერდით და ბოლო 30-40 მეტრი ფეხით გაიარეთ.

ხედები
Image

Image

სხალტბა - კვირაცხოვლის ეკლესია 22 აპრილი, 2007

Posted: 24 აპრ 2007, 08:54
by Kakha
გეოკეშინგის განყოფილებაში დავწერე, მაგრამ აქაც გავიმეორებ - ვირტუალური კეში, ანუ რა ჩანს კვირაქცხოვლის ეკლესიიდან ჩრდილოეთისკენ რომ გაიხედავთ.

წადით ნახეთ, არ წააგებთ!

სხალტბა - კვირაცხოვლის ეკლესია 22 აპრილი, 2007

Posted: 24 აპრ 2007, 10:07
by Giorgi Bagrationi
კარგი ფოტოებია.
ისე სამხრეთ ფასადზე მხოლოდ კონსერვაცია რომ ჩაეტარებინათ ალბათ აჯობებდა; ნამეტანი დეკორაციას დაუმსგავსებიათ.

სხალტბა - კვირაცხოვლის ეკლესია 22 აპრილი, 2007

Posted: 24 აპრ 2007, 12:46
by ilia
Kakha
დიდი მადლობა რომ გვაზიარე შენს შთაბეჭდილებებს.

სხალტბა - კვირაცხოვლის ეკლესია 22 აპრილი, 2007

Posted: 24 აპრ 2007, 13:03
by lama
Kakha
კახა გაიხარე ძალიან მესიამოვნა ეს მცირე გასვლა რომ დავათვალიერე და რატომ იცი ერთი იმიტომ რომ გამახსენდა ჩემი ძველი მოგზაურობა ამავე მარშრუტით და მეორე რაც მთავარია სხალტბის კვირაცხოველი აღუდგენიათ და ეს ძალიან გამიხარდა

დიიიიიიიდი მადლობა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

სხალტბა - კვირაცხოვლის ეკლესია 22 აპრილი, 2007

Posted: 25 აპრ 2007, 00:27
by GOGONA
Kakha
გაიხარე, სურათებისთვის მადლობა :P

სხალტბა - კვირაცხოვლის ეკლესია 22 აპრილი, 2007

Posted: 25 აპრ 2007, 01:03
by Mao
Kakha
naxodka xar, naxodka! :D :D :D :D :D madlobt!

სხალტბა - კვირაცხოვლის ეკლესია 22 აპრილი, 2007

Posted: 25 აპრ 2007, 01:04
by Gvalva
შედარებისთვის დავდებ ფოტოს როგორი იყო ეს ეკლესია ზუსტად ორი წლის წინ, 2005 წლის 16 აპრილს :)

Image

დანარჩენი ფოტოები იხილეთ ძველ თემაში

სხალტბა - კვირაცხოვლის ეკლესია 22 აპრილი, 2007

Posted: 25 აპრ 2007, 10:26
by Archil
დანარჩენი ფოტოები იხილეთ ძველ თემაში
იქ სურათები აღარ იხსნება :(

სხალტბა - კვირაცხოვლის ეკლესია 22 აპრილი, 2007

Posted: 25 აპრ 2007, 10:32
by lama
Gvalva
აი მაგას ვფიქრობდი რომ ნეტა ვინმემ დადოსთქო ადრინდელი ფოტო სხალტბის კვირაცხოველისა და აი ვნახე კიდეც დიდი მადლობა :)