შევიკრიბეთ სამთო ქიმიასთან... მე არ დამიგვიანია, რომ მივედი, აჩიკო, პაატა და ნატალია უკვე იქ იყვნენ.სამწუხაროდ, ბექა (პირველად კარავთან ერთად) და ზვიო არ მოვიდნენ... მე–14 რომ მახსოვდა, სიაში 14 ვიყავითო, კითხვის ნიშანი ყოფილა

, როცა ყველა იმედი გადაგვეწურა დაგვიანებულების გამოჩენის წასვლა გადავწყვიტეთ და ერთი გოგონა შემართებული ნაბიჯით მოგვიახლოვდა: მე თეკლას მეგობარი ვარო... დავინდეთ თორემ თეკლას ანცობებისთვის მისი მეგობარი ვერ გავიმეტეთ...
ვიყიდეთ სამწვადე, ხახვი და სხვ. და წავედით...
პირველი ღირსშესანიშნაობა ამერიკული სოფელი იყო, მერე თვით მუხათგვერდის სასაფლაო, რომელიც გუგლის ზედხედებიდან გამომდინა გლდანი და თემქის ტოლიაო
მერე შევუდექით გზას, აჩიკო ტიროდა, რადგან სასაფლაოს გვერდით მივდიოდით, როცა უკვე გზები ხან მარცხნივ მიდიოდა, ხან მარჯვნივ დავიწყეთ აფეთქებული შვინდების და რქამოტეხილი ძროხების დამახსოვრება რომ უკან მომავლებისთვის გვეთქვა, მახსოვს რომ პიველი ორი არჩევანი იყო მარცხნივ–მარცხნივ, მერე როდისღაც, არა სწორედ მიმავალ მარცხენა გზაზე, არამედ მარჯვნივ ციცაბო აღმართზე... ზოგგან ისეთი ტალახები იყო, იქ როგორ გამოივლიდა ძალიან გვაღელვებდა და ისიც კი გავიფიქრე დამერეკა და მეთქვა, აქ ისეთი ტალახებია, მანქანა ვერ გამოივლის და ტყუილად არ იწვალოთო...
როცა ავედით ტბა ხომ ძალიან მოგვეწონა და ხედები ჩრდილოეთით საერთოდ!! უკან მომავლებს დავურეკეთ და გუდვილში ვართ, გამოვდივართო... მაშინ კი ვუთხარი, აქ ისეთი ხედებია, სადამდეც მოხვალთ მანქანით მოდით, მერე ფეხით ამოდითო... უამრავი რეკვის შემდეგ, (რამაც ჩემი ტელეფონის აკუმულატორი დასვა) ნანატრი მანქანის ხმა გავიგონეთ!! GOGONA Dონე მძღოლად ვაღიარეთ!! მაშინა კიდევ ნე მაშინა ა ზვერ სლუშიდ!!
მერე ერთად გავემგზავრეთ წყაროებისკენ სამწვადე ადგილის საძებნელად, სადაც წარმატებული საქმიანობის შემდეგ, რომელიც არაერტხელ აღწერილა კარავის ფურცლებზე, 16.30-ზე გავემართეთ ძეგვისკენ... აქ მინდა ავღნიშნო რომ, ჩემი ვარაუდი რომ ბილიკი ქედ-ქედ მიდიოდა არ გამართლდა, ჯერ ერთი ეს ბილიკი არ იყო, თავიდან ბოლომდე ეს იყო სამანქანე გზა, ადგილ-ადგილ გადახერგილი და სამანქანე გზაზე ხის ნერგებით, მეორეც არანაირად ქედ-ქედ არ მიდიოდა!! ის უფრო მაღალი ძაბვის ანძებს მიყვებოდა... თავიდანვე, ჭილის ტბიდან, ჩრდილო-დასავლეთით (ან დასავლეთით) ამაყად მდგომ მაღალი ძაბვის ანძაზე ავიღეთ ორიენტაცია...
კარგა ხნის სიარულის შემდეგ ნიკას GPS-მა გვითხრა მარჯვნივ გადაუხვიეთ, 400 მეტრში სამების ეკლესიააო... აქ დაგვხვდა კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა: 50 ადგილიანი, კეთილმოწყობილი, მშვენივრად გადახურული, ბეტონ დასხმული და შეღებილ-ხის-სკამებიან საქეიფო მაგიდა, რომელიც ამშენებლის პატივსაცემად უნდა ითქვას, საპატიო მანძილზე იყო მოშორებული თავად ეკლესიას, რომელიც პატარა, ახლადგარემონტებული, ერთნავიანი ბაზილიკა აღმოჩნდა, გვერდით გადასახედი მოედნით, საიდანაც ისევ ულამაზესი ხედი იშლებოდა მტკვის და ქსნის შესართავისკენ... საერთოდ დღევანდელი დღე უხვ-ხედიანი იყო და სრულიად უღრუბლო ცის გამო, ყველაფერი მშვენივრად ჩანდა... ფოტოებისთვის ცოტა ღრუბლებს კი ითხოვდნენ მარა...
ეკლესიიდან ძეგვისკენ წავედით, გზა ულამაზეს ტყეში მიდიოდა, რომელიც 1-2 კვირაში ახლად გამოტანილი ფოთლებით ერთ-ორად გალამაზდება... ერთ ადგილას ისეთი დაღმართი იყო, იქ 4X4 მანქანა კი ავა მარა არც ისე სიხარულით, ჩამოვედითძეგვის უბანში რომელსაც ციხე-დიდი ქვია, იქ ერთი მოსახლე შეგვხვდა, რომელმაც გვითხრა, კიდევ არის რამდენიმე ასასვლელიო, მარა რომელი იყო მათ შორის საუკეთესო მე კარგად ვერ გავიგე... თავად ციხედიდის ნანგრევები ვერ ვნახეთ, სიმართლე ვთქვა თუ ციხედიდში ჩამოვდიოდით არ ვიცოდი, თორემ მოვძებნიდით

... გავედით ძეგვში მაღალ აგურის ტრუბასთან, ალბათ ყოფილ საქვაბესთან, (ქსნის ციხის გადაღებისას ძალიან მიშლიდა ხელს) არ ვიცი რამდენი საქვაბეა ძეგვში... ძალიან მალე გამოიარა წინარეხის სამარშუტომ, რომელმაც დიდსულოვნად ყველა წამოგვიყვანა, თბილისში 8-ზე ვიყავით
ჩემი ფოტოები ვერც ისე, ამიტომ ჯობს სხვებმა დადოთ...
თუ რამე მნიშვნელოვანი გამომრჩა დაამატეთ რაა... უმნიშვნელოც
მადლობა ყველას, ძალიან ლამაზი დღე გამოვიდა!!