Page 1 of 8

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 22 აპრ 2007, 19:42
by GOGONA
დღეს კარაველებმა ჭილის ტბა ორ ჯგუფად დავლაშქრეთ :)
პირველი ჯგუფი 10 ადამიანის შემადგენლობით ამ მომენტისთვის სავარაუდოდ მცხეთის მიდამოებშია და თბილისში ბრუნდება;
მეორე ჯგუფი დილის 8სთ-ზე გასულებს თორმეტისნახევარზე გამოვუდექით და 13 სთ ზე დავეწიეთ.
დაგველოდნენ თორემ რას დავეწეოდით, :wink:
უუუ რა რაოდენობა ადრენალინი გავიჩალიჩე ვერ გეტყვით,
ორჯერ კინაღამ ჩავრჩი წელამდე ტალახში, მაგრამ მომლოდინე კარაველების სატელეფონო ყიჟინამ, მანქანის ფანჯრიდან დროულად გადაგდებულმა სავარცხელმა და ჯაგრისმა (ანუ წიქარას მადლმა) და კიდევ რაღაც სიმწრის ჯადოქრობამ, ყველა წინააღმდეგობა დაგვაძლევინა კარამელები ტკბილად ჩავჭიკჭიკდით ჭილის ტბის მიდამოებში :wink: :P :lol: :D :lol: :lol: :lol:

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 22 აპრ 2007, 20:25
by guruli
კარაველებო, ახალი და კარგი ამბავი - მცხეთისკენ დაძრული ჭილის ტბის მოლაშქრეთა მეორე ჯგუფი ეს წუთია, მთელები, უვნებლები და... ცოცხლები :roll: :roll: :roll: დავბრუნდით თბილისში. უახლოეს ხანებში გაიხსნება ახალი თემა შემდგარ ლაშქრობებში და ფოტომასალით დადასტურებულ რეპორტაჟს იქ იხილავთ.

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 22 აპრ 2007, 21:05
by ninka
მოუთმენლად ველი სურათებს :lol:

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 22 აპრ 2007, 21:09
by navigator
მივედით, ვნახეთ, გავიმარჯვეთ, დავბრუნდით!

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 22 აპრ 2007, 21:33
by igdrasilis-kata
რატომ დამიწვით ქმარი? :shock: სულ წითელია :lol:

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 22 აპრ 2007, 21:38
by Nika
igdrasilis-kata
ყველანი დავიწვით. მეც ახლა მივხვდსი სახე რო ამეწვა.

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 22 აპრ 2007, 23:03
by guruli
navigator
Nika
თქვენც ეგრე ხართ? :lol: :lol: სამსახურში პირველად რაც მითხრეს, რა წითლად გივარვარებს სახეო. :lol: მეც მეწვის ცოტათი.

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 22 აპრ 2007, 23:11
by Bocho
ჩამოვედი და ეს დღეც "შემოიხედე გენაცვალეში" დავამთავრე. ისეთი წითელი და ტალახიანი ვიყავი რომ, GMC ჯგუფთან ახლო ნაცნობობა რომ არ მაკავშირებდეს და შედარებით ნაკლებტალახიანი + რომ არ მყოლოდა, ამ საღამოს მშიერი დავიძინებდი. :twisted:
მაგარი იყო ჭილის ტბა და კარაველები. და კიდევ ჩემი შემწვარი მწვადი :lol:
კიდევ მინდაააააააააააა :P (მწვადს არ ვგულიხმობ) :wink:

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 22 აპრ 2007, 23:40
by Gvalva
შევიკრიბეთ სამთო ქიმიასთან... მე არ დამიგვიანია, რომ მივედი, აჩიკო, პაატა და ნატალია უკვე იქ იყვნენ.სამწუხაროდ, ბექა (პირველად კარავთან ერთად) და ზვიო არ მოვიდნენ... მე–14 რომ მახსოვდა, სიაში 14 ვიყავითო, კითხვის ნიშანი ყოფილა :), როცა ყველა იმედი გადაგვეწურა დაგვიანებულების გამოჩენის წასვლა გადავწყვიტეთ და ერთი გოგონა შემართებული ნაბიჯით მოგვიახლოვდა: მე თეკლას მეგობარი ვარო... დავინდეთ თორემ თეკლას ანცობებისთვის მისი მეგობარი ვერ გავიმეტეთ...

ვიყიდეთ სამწვადე, ხახვი და სხვ. და წავედით...

პირველი ღირსშესანიშნაობა ამერიკული სოფელი იყო, მერე თვით მუხათგვერდის სასაფლაო, რომელიც გუგლის ზედხედებიდან გამომდინა გლდანი და თემქის ტოლიაო

მერე შევუდექით გზას, აჩიკო ტიროდა, რადგან სასაფლაოს გვერდით მივდიოდით, როცა უკვე გზები ხან მარცხნივ მიდიოდა, ხან მარჯვნივ დავიწყეთ აფეთქებული შვინდების და რქამოტეხილი ძროხების დამახსოვრება რომ უკან მომავლებისთვის გვეთქვა, მახსოვს რომ პიველი ორი არჩევანი იყო მარცხნივ–მარცხნივ, მერე როდისღაც, არა სწორედ მიმავალ მარცხენა გზაზე, არამედ მარჯვნივ ციცაბო აღმართზე... ზოგგან ისეთი ტალახები იყო, იქ როგორ გამოივლიდა ძალიან გვაღელვებდა და ისიც კი გავიფიქრე დამერეკა და მეთქვა, აქ ისეთი ტალახებია, მანქანა ვერ გამოივლის და ტყუილად არ იწვალოთო...
როცა ავედით ტბა ხომ ძალიან მოგვეწონა და ხედები ჩრდილოეთით საერთოდ!! უკან მომავლებს დავურეკეთ და გუდვილში ვართ, გამოვდივართო... მაშინ კი ვუთხარი, აქ ისეთი ხედებია, სადამდეც მოხვალთ მანქანით მოდით, მერე ფეხით ამოდითო... უამრავი რეკვის შემდეგ, (რამაც ჩემი ტელეფონის აკუმულატორი დასვა) ნანატრი მანქანის ხმა გავიგონეთ!! GOGONA Dონე მძღოლად ვაღიარეთ!! მაშინა კიდევ ნე მაშინა ა ზვერ სლუშიდ!!
მერე ერთად გავემგზავრეთ წყაროებისკენ სამწვადე ადგილის საძებნელად, სადაც წარმატებული საქმიანობის შემდეგ, რომელიც არაერტხელ აღწერილა კარავის ფურცლებზე, 16.30-ზე გავემართეთ ძეგვისკენ... აქ მინდა ავღნიშნო რომ, ჩემი ვარაუდი რომ ბილიკი ქედ-ქედ მიდიოდა არ გამართლდა, ჯერ ერთი ეს ბილიკი არ იყო, თავიდან ბოლომდე ეს იყო სამანქანე გზა, ადგილ-ადგილ გადახერგილი და სამანქანე გზაზე ხის ნერგებით, მეორეც არანაირად ქედ-ქედ არ მიდიოდა!! ის უფრო მაღალი ძაბვის ანძებს მიყვებოდა... თავიდანვე, ჭილის ტბიდან, ჩრდილო-დასავლეთით (ან დასავლეთით) ამაყად მდგომ მაღალი ძაბვის ანძაზე ავიღეთ ორიენტაცია...

კარგა ხნის სიარულის შემდეგ ნიკას GPS-მა გვითხრა მარჯვნივ გადაუხვიეთ, 400 მეტრში სამების ეკლესიააო... აქ დაგვხვდა კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა: 50 ადგილიანი, კეთილმოწყობილი, მშვენივრად გადახურული, ბეტონ დასხმული და შეღებილ-ხის-სკამებიან საქეიფო მაგიდა, რომელიც ამშენებლის პატივსაცემად უნდა ითქვას, საპატიო მანძილზე იყო მოშორებული თავად ეკლესიას, რომელიც პატარა, ახლადგარემონტებული, ერთნავიანი ბაზილიკა აღმოჩნდა, გვერდით გადასახედი მოედნით, საიდანაც ისევ ულამაზესი ხედი იშლებოდა მტკვის და ქსნის შესართავისკენ... საერთოდ დღევანდელი დღე უხვ-ხედიანი იყო და სრულიად უღრუბლო ცის გამო, ყველაფერი მშვენივრად ჩანდა... ფოტოებისთვის ცოტა ღრუბლებს კი ითხოვდნენ მარა...

ეკლესიიდან ძეგვისკენ წავედით, გზა ულამაზეს ტყეში მიდიოდა, რომელიც 1-2 კვირაში ახლად გამოტანილი ფოთლებით ერთ-ორად გალამაზდება... ერთ ადგილას ისეთი დაღმართი იყო, იქ 4X4 მანქანა კი ავა მარა არც ისე სიხარულით, ჩამოვედითძეგვის უბანში რომელსაც ციხე-დიდი ქვია, იქ ერთი მოსახლე შეგვხვდა, რომელმაც გვითხრა, კიდევ არის რამდენიმე ასასვლელიო, მარა რომელი იყო მათ შორის საუკეთესო მე კარგად ვერ გავიგე... თავად ციხედიდის ნანგრევები ვერ ვნახეთ, სიმართლე ვთქვა თუ ციხედიდში ჩამოვდიოდით არ ვიცოდი, თორემ მოვძებნიდით :)... გავედით ძეგვში მაღალ აგურის ტრუბასთან, ალბათ ყოფილ საქვაბესთან, (ქსნის ციხის გადაღებისას ძალიან მიშლიდა ხელს) არ ვიცი რამდენი საქვაბეა ძეგვში... ძალიან მალე გამოიარა წინარეხის სამარშუტომ, რომელმაც დიდსულოვნად ყველა წამოგვიყვანა, თბილისში 8-ზე ვიყავით

ჩემი ფოტოები ვერც ისე, ამიტომ ჯობს სხვებმა დადოთ...

თუ რამე მნიშვნელოვანი გამომრჩა დაამატეთ რაა... უმნიშვნელოც :)

მადლობა ყველას, ძალიან ლამაზი დღე გამოვიდა!!

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 23 აპრ 2007, 00:03
by ninka
სურათები არ იქნება? :?

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 23 აპრ 2007, 00:20
by Archil
კარგა ხანია კარავს ფეხით ასე არ გვივლია, გავიხარეთ !!!. ძალიან გვიხაროდა რომ ჩველი ლაშქრობა სასაფლაოებით კი არ მთავრდებოდა, არამედ იწყებოდა. აღმართი როცა დაიწყო, ზოოგიერთების სახელსა და გვარს არ დავასახელებ, ფორუმის ადმინი რომაა, გვირჩევდა მიდით რომელიმე სასაფლაოზე, ვითომ სატირლად ხართ ამოსული, დარეჩით და მეტი აღმართის ასვლა აღარ დაგჭირდებათო, მაგრამ ყველა მაღლა მიძვრებოდა და ქვემოთ მოტოვებული თბილისისა და თეთრად მომზირალი კავკასიონის სურათებით იყო დაკავებული.

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 23 აპრ 2007, 10:36
by paata_
8:00 თითქმის ყველა ადგილზე ვიყავით

Image

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 23 აპრ 2007, 10:36
by meore monadire
ხო ხო ხო
დიდი მადლობა
არა
უდიდესი მადლობა ასეთი თბილი მიღებისთვის
ახლა თავს გავიმართლებ
სამსახურიდან სახლში მისულს ჩემი კომპის ვიდეო კარტა დამხვდა დამწვარი
გადავწყვიტე ინტერნეტ კაფით მესარგებლა
მაგრამ ამ დროს მომიწია სარდაფში წასვლამ პიესაზე
დაბრუნებულს კი ...
მოკლედ თავი ვერ მოვაბი ნახვას
ეგ არაფერი
მთავარი ისაა, რომ კიდევ ერთი ხევსური შეემატა კარვის რიგებს
ჩემი ოცნება ჩაიტია ამ ექვსმა სიტყვამ
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 23 აპრ 2007, 10:37
by paata_
:)

Image

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 23 აპრ 2007, 10:39
by meore monadire
ახლა კი ერთი ოცნებაც ამიხდინეთ:
აქ მინდა ჩემი სურათი დავდო
(ჩემი სოფლის)
და ვინც ჭეშმარიტი კარველია უნდა გამოიცნოს რომელი სოფელია
თუ ვერავინ მიხვდება
პატარა დახმარებებს გაგიწევთ
მითხარით ვინმემ დავდო თუ არა
და სად ჯობს დადება