Page 1 of 10

ჭილის ტბა... არა, დავით გარეჯი. 15.04.2007

Posted: 15 აპრ 2007, 22:52
by guruli
როგორც კარავმა იცის, სიყვარულის დღეს იგეგმებოდა გასვლა ჭილის ტბაზე, მაგრამ სადაურსა სად წაიყვანო, ისე დაგვემართა - ჭილის ტბის ნაცვლად თავი დავით-ჯარეჯში ამოვყავით.
...დათქმულ დროს გერმანული სიზუსტით გამოვცხადდი სამთო ქიმიის კიბეებთან. ჯერ კიდევ 61 მარშუტკიდან შევამჩნიე კიბეების თავში მდგარი სამი ბიჭი, რომლებიც, ყველა გარეგნული ნიშნით, მოლაშქრეებს ჰგვანდნენ. მართალია, ვერც ერთი ვერ ვიცანი, მაგრამ კიდეც გამიხარდა, ჩემთვის უცნობი კარაველები არიან და იმათაც გავიცნობ-მეთქი. ამ აზრით მივედი, მაგრამ არაო, ძამიაო, არ ვართ ჩვენ ის ხალხიო, თავაზიანად მომიგეს. კარავიდან ხარო?- მკითხეს და იქვე მდგარ თეთრ ნივაზე მიმითითეს, ეგ ხალხი მანდ მოიკითხეო. თურმე ისინი მეზობელი ფორუმიდან - FORUM.GE-დან ყოფილან და რკონში მიდიოდნენ.
მოკლედ, მივედი იმ თეთრ ნივასთან, რომელშიც აშკარად უცნობი მანდილოსანი იჯდა, რომელიც საბოლოოდ "GOGONA" აღმოჩნდა... ცოტა ხანში პაატაც მოვიდა. უფრო სწორად, იმათთან მივიდა, მაგრამ ჩვენსკენ გადმოაგზავნეს. მერე "LOBO"-ც გამოჩნდა, რომელიც სურათით ვიცანი. ჩემსავით ისიც ჯერ იმათთან მივიდა, მაგრამ მერე ჩვენსკენ გადმოინაცვლა. ის ჯერ კიდევ ჭოჭმანობდა, რომელ ჯგუფს გაჰყოლოდა, მაგრამ საბოლლოდ კარავის სიყვარული მძლეთამძლე აღმოჩნდა (ბიჭოს, რავარი სადღეგრძელო გამომივიდა). მალე ნატალიაც გამოჩნდა და, ცხადია, იმანაც იქით გამწვანა, მაგრამ ვეტაკეთ და გადმოვიბირეთ.
ამასობაში მე და გოგონას (ნაწილობრივ პაატასაც) ერთი თათბირი ჩატარებული გვქონდა და ვიცოდით, რომ ნიკა არ მოდიოდა. აქ დიიიიიიიდი პრობლემა წარმოიშვა - გზა არ ვიცოდით არც ერთმა და გოგონამ წამოაყენა დავით-გარეჯში წამოსვლის იდეა. ერთი მანქანის ხალხი ვართ და ისეც იქ წავიდეთ, რაც ვიცითო. ცხადია, დავეთანხმეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქაური გზაც მხოლოდ ნატალიამ იცოდა და ისიც მიახლოებით. მაგრამ ვინც არ რისკავს, ვერც შამპანურს სვამსო და ჩვენც გავრისკეთ (შამპანური არ გვქონდა, მაგრამ ლუდის და ორაყის ხათღით). ლობოს თხოვნით, ცოტა კიდევ დავიცადეთ - TEONALAS ველოდებოდით. ისიც მალე გამოჩნდა და ტრადიციულად, იმ ფორუმელებისკენ წავიდა, მაგრამ ლობო შუა გზაში ზუსტად ისე ჩაუხტა, როგორც იმ მთიულურ სიმღერაშია - "შევცდები, შეგტაცებ საყელოს, / მთებს გადაგატარებ ლურჯაის ცხენითა". მოკლედ, ასე შუა გზაში მოვხსენით კიდევ ერთი თანამოლაშქრე და დავადექით გზასა...
P.S. სორი, მგონი, პირველი ინტერესი დაგიკმაყოფილეთ და ახლა ვინმემ განაგრძოს თხრობა, თორემ დამრჩა გაზეთი შეუვსებელი, მივხედო წერილს! :P

ჭილის ტბა... არა, დავით გარეჯი. 15.04.2007

Posted: 15 აპრ 2007, 23:25
by Archil
guruli wrote:.... მაგრამ ვინც არ რისკავს, ვერც შამპანურს სვამსო და ჩვენც გავრისკეთ (შამპანური არ გვქონდა, მაგრამ ლუდის და ორაყის ხათღით). .......
ძალიან მწყდებოდა გული რომ თქვენთან ერთად ვერ წამოვედი დილით. როგორც დაგეგმილი იყო, ჭილის ტბისკენ მიმავლები მეგულებოდით. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვწერდი რომ ვერ მოვდივარო, ვგეგმავდი რომ ძეგვში ჩამოვსულიყავი და ტბასთან მისულებს ცეცხლი დამეხვედრებინა დაღლილებისათვის ( ამ განზრახვის უტყუარობა შეგიძლიათ გადაამოწმოთ ადმინთან) :)

საქმეს 5 საათისათვის მოვრჩი და მობილურით შევეცადე გამეგო თქვენი ამბავი, რა თქმა უნდა სტანდარტული პასუხი მივიღე - გასულიაო მომსახურების ზონიდან. ვყოყმანობდი, დამედო თავი და წავსულიყავი ძეგვში თუ არა. კიდევ კარგი შამპანური ისე არ მხიბლავს და დილით ერთი ჭიქა კახურიც მქონდა მირთმეული და არ გავრისკე, თორემ ცალკე თემის გახსნა მომიწევდა "ჭილის ტბის" სახელწოდებით :) ასე იყო ჩემი საქმე. მართლა მწყდება ძალიან გული რომ თქვენთან ვერ ვიყავი. იმედია ეს ადვილი გამოსწორებადია და სადმე ერთად წავალთ.

იმედია ფოტოებზე არ გვახვეწინებთ. აზერბაიჯანებეს თუ შეხვდით? მაგიც მოყევით, სხვა დროს ბოჭოს გამოგაყოლებთ თავისი იარაღით, უარს არ იტყვის მგონია და გადავწიოთ საზღვარი ერთი 20 კმ იქით, ჩვენგან რა მიდის :D:D:D

ჭილის ტბა... არა, დავით გარეჯი. 15.04.2007

Posted: 15 აპრ 2007, 23:50
by ლობო
ჰოდა სურათები იმდენად ბევრია და არ ვიცი ემოციების გამო მეჩვენება თუ არა მაგრამ მგონი ყველა იმდენად საჭიროა რომ ამორჩევას და ცალცალკე დადებას მირჩევნია ფოლდერებად ავტვირტთო და ლინკები დავდო გადმოსაწერად ყველა ფოტოსთვის და ლაშქრობის მონაწილეებიც გადაიწერენ მერე უკვე ცალკეულ ფოტოებსაც დავდებთ ყველა:) მაგრამ იმდენია ვიტანჯები აქაჩვაზე და ჯერ ვერ ავქაჩე:) აუუ მოყევით ვინმემ გაგრძელებააა.. თუმცა იმის მოყოლა ცოტა არ იყოს ხმამაღლა ნათქვამია რაც ვნახეთ:) და მეც დავამატებ რაღაცეებს:)

ეს დასაწყისი ლაშქრობის
http://www.link.ge/file/109189/100.rar.html

კიდევ ორი კამერა იღებდა ამ ყველაფერს და ასე რომ უფრო ვრცლადაც ვნახავთ:)

ჭილის ტბა... არა, დავით გარეჯი. 15.04.2007

Posted: 16 აპრ 2007, 01:14
by ლობო
guruli wrote: ლობო შუა გზაში ზუსტად ისე ჩაუხტა, როგორც იმ მთიულურ სიმღერაშია - "შევცდები, შეგტაცებ საყელოს, / მთებს გადაგატარებ ლურჯაის ცხენითა".
:lol: :lol: :lol: ალბათ ჩემი წინაპრის მოქმედება გავიმეორე :lol: 8)


მოკლედ მე ისე მივედი სამთოსთან არ ვიცოდი საით წამოვიდოდი მაგრამ კარაველები დანახე თუ არა მეზობელი ფორუმი ეგრევე დამავიწყდა :lol: ჰოდა წვიმდა თბილისშიც ცოტა და მერე უფრო გაწვიმდა მაგრამ ისეთი განწყობა გვქონდა წარბიც არ შეგვიხრია:D წავედით ნატალიას შემოთავაზებული თბილისი, რუსთავი, "ლამაზი გზა", გარეჯი, საგარეჯო, თბილისის მარშუტით თან საგზალიც შევიძინეთ - ლამაზად მომზირალი სამწვადეები და მისთანანი :lol: ჰოდა რუსთავსაც არა უშავდა მაგრამ მერე აღმოვჩნდით რაღაც უდაბნოს პეიზაჟებში რომელიც წელიწადის სხვა ნებისმერ დროს შეიძლება არასასიამოვნო მოსანახულებელიც იყოს მაგრამ ეჰლა საოცრად ლამაზი იყო, საოცრააად!:D მოულოდნლად აღმოვჩნდით, უბრალოდ, გაზვიადების გარეშე - დალის სამყაროში:) მანქანაში თვალები აღარ მეტეოდა იმდენად უცნაურ გარემოს ვათვალიერებდი გარშემო.. სვანური კოშკები უდაბნოში დანგრეული ან დასანგრევად განწირული გაურკვეველი დანიშნულების შენობებები ალაგ ალაგ გზის მახლობლად უცნაური ჩიტები და მასზე მონადირე ქორები და არწივები!!! უკუღმა მოსიარულე მანქანები :shock: :lol: და ცხვრები და უფრო ცხვრები:D რაღაცნაირად ძნელი წარმოსადგენია რა მრავალფეროვნებაა საქართველოში.. მმმ ვინც ამ მარშუტზე ზამთარში ან ზაფხულსი ყოფილხართ არ მგონია იგივე გენახით რაც ჩვენ ვნახეთ.. საოვცარი ფერები და მრავალფერები იყო ეხლა:) ხოდაა წვიმდა უდაბნოში და მგონი ობიექტივზეც ჩანს სურათების პირველ ნაწილსი ეგ და დანარჩენს მერე მოვყვებით:) შემდეგ ნაწილთან სურათების.. ჰო ძალიან გავიმართლა რომ ალტერნატიული გზით წაგვიყვანა ნატალიამ იმიტომ რომ გარეჯის კომპლექსიდან დაშორებული ნათლისმცემლის მონასტრის ნახვაც მოვახერხეთ ამ მარშუტზე.. იქ აღარ წვიმდა.. სურათების ნაწილი არის პირველ ფოლდერში.. ძალიან საინტერესო და უნიკალური ადგილი იყო და ლამაზი.. ცოტა არ იყოს შუა აზიაში ყოფნის შეგრძნება გამიჩნდა..

მეორე ნაწილის დასასრული... :)

ნათლისმცემლის მონასტერი
Image

პ.ს. ერთადერთი რამაც ცუდა დ იმოქმედა კედლებზე გულმოდგინედ ამოკაწრული წარწერებია.. სურათებზეც შანს ეგ და :x

ჭილის ტბა... არა, დავით გარეჯი. 15.04.2007

Posted: 16 აპრ 2007, 01:49
by ლობო
ეს ლაშქრობის პირველი ნაწილის დასასრული ნათლისმცემლის მონასტერთან.. შემდეგი ნაწილი უკვე გარეჯის შესახებ იქნება:)
http://www.link.ge/file/109251/101.rar.html

ჭილის ტბა... არა, დავით გარეჯი. 15.04.2007

Posted: 16 აპრ 2007, 01:55
by ლობო
ბერების საცხოვრებელი მონასტერში
Image

ჭილის ტბა... არა, დავით გარეჯი. 15.04.2007

Posted: 16 აპრ 2007, 02:51
by ლობო
შესასვლელი
Image

ჭილის ტბა... არა, დავით გარეჯი. 15.04.2007

Posted: 16 აპრ 2007, 03:03
by ლობო
ესეც ჩვენ:)
Image

ჭილის ტბა... არა, დავით გარეჯი. 15.04.2007

Posted: 16 აპრ 2007, 03:11
by ლობო
შიდა ეზო
Image

ჭილის ტბა... არა, დავით გარეჯი. 15.04.2007

Posted: 16 აპრ 2007, 03:20
by ლობო
Image

ჭილის ტბა... არა, დავით გარეჯი. 15.04.2007

Posted: 16 აპრ 2007, 03:24
by ლობო
Image

ჭილის ტბა... არა, დავით გარეჯი. 15.04.2007

Posted: 16 აპრ 2007, 03:29
by ლობო
ამ თემაზე ცალკე კოლაჟს დავდებ...

:(

Image

ჭილის ტბა... არა, დავით გარეჯი. 15.04.2007

Posted: 16 აპრ 2007, 03:34
by ლობო
სადღაც ჩვენი პიპიაც მოსჩანს:)
Image

ჭილის ტბა... არა, დავით გარეჯი. 15.04.2007

Posted: 16 აპრ 2007, 03:38
by ლობო
პაატა და ნატალია უდაბნოს ყვავილებით დაინტერესდნენ :D
Image
Image

ჭილის ტბა... არა, დავით გარეჯი. 15.04.2007

Posted: 16 აპრ 2007, 03:59
by ლობო
ესეც შემდეგი ნაწილის ლინკი:)
http://www.link.ge/file/109298/102.rar.html
Image