...დათქმულ დროს გერმანული სიზუსტით გამოვცხადდი სამთო ქიმიის კიბეებთან. ჯერ კიდევ 61 მარშუტკიდან შევამჩნიე კიბეების თავში მდგარი სამი ბიჭი, რომლებიც, ყველა გარეგნული ნიშნით, მოლაშქრეებს ჰგვანდნენ. მართალია, ვერც ერთი ვერ ვიცანი, მაგრამ კიდეც გამიხარდა, ჩემთვის უცნობი კარაველები არიან და იმათაც გავიცნობ-მეთქი. ამ აზრით მივედი, მაგრამ არაო, ძამიაო, არ ვართ ჩვენ ის ხალხიო, თავაზიანად მომიგეს. კარავიდან ხარო?- მკითხეს და იქვე მდგარ თეთრ ნივაზე მიმითითეს, ეგ ხალხი მანდ მოიკითხეო. თურმე ისინი მეზობელი ფორუმიდან - FORUM.GE-დან ყოფილან და რკონში მიდიოდნენ.
მოკლედ, მივედი იმ თეთრ ნივასთან, რომელშიც აშკარად უცნობი მანდილოსანი იჯდა, რომელიც საბოლოოდ "GOGONA" აღმოჩნდა... ცოტა ხანში პაატაც მოვიდა. უფრო სწორად, იმათთან მივიდა, მაგრამ ჩვენსკენ გადმოაგზავნეს. მერე "LOBO"-ც გამოჩნდა, რომელიც სურათით ვიცანი. ჩემსავით ისიც ჯერ იმათთან მივიდა, მაგრამ მერე ჩვენსკენ გადმოინაცვლა. ის ჯერ კიდევ ჭოჭმანობდა, რომელ ჯგუფს გაჰყოლოდა, მაგრამ საბოლლოდ კარავის სიყვარული მძლეთამძლე აღმოჩნდა (ბიჭოს, რავარი სადღეგრძელო გამომივიდა). მალე ნატალიაც გამოჩნდა და, ცხადია, იმანაც იქით გამწვანა, მაგრამ ვეტაკეთ და გადმოვიბირეთ.
ამასობაში მე და გოგონას (ნაწილობრივ პაატასაც) ერთი თათბირი ჩატარებული გვქონდა და ვიცოდით, რომ ნიკა არ მოდიოდა. აქ დიიიიიიიდი პრობლემა წარმოიშვა - გზა არ ვიცოდით არც ერთმა და გოგონამ წამოაყენა დავით-გარეჯში წამოსვლის იდეა. ერთი მანქანის ხალხი ვართ და ისეც იქ წავიდეთ, რაც ვიცითო. ცხადია, დავეთანხმეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქაური გზაც მხოლოდ ნატალიამ იცოდა და ისიც მიახლოებით. მაგრამ ვინც არ რისკავს, ვერც შამპანურს სვამსო და ჩვენც გავრისკეთ (შამპანური არ გვქონდა, მაგრამ ლუდის და ორაყის ხათღით). ლობოს თხოვნით, ცოტა კიდევ დავიცადეთ - TEONALAS ველოდებოდით. ისიც მალე გამოჩნდა და ტრადიციულად, იმ ფორუმელებისკენ წავიდა, მაგრამ ლობო შუა გზაში ზუსტად ისე ჩაუხტა, როგორც იმ მთიულურ სიმღერაშია - "შევცდები, შეგტაცებ საყელოს, / მთებს გადაგატარებ ლურჯაის ცხენითა". მოკლედ, ასე შუა გზაში მოვხსენით კიდევ ერთი თანამოლაშქრე და დავადექით გზასა...
P.S. სორი, მგონი, პირველი ინტერესი დაგიკმაყოფილეთ და ახლა ვინმემ განაგრძოს თხრობა, თორემ დამრჩა გაზეთი შეუვსებელი, მივხედო წერილს!
