
ასე რომ ვანახლებთ თემას.
ყველაფერი ასე დაიწყო. ბოჭომ აიღო ინიციატივა და ზედაზენზე გასვლა გადაწყვიტა. წვიმების გამო იქ ასვლა ძალიან გართულებული იყო და გადავწყვიტეთ ანტონ მარტყოფელის სავანე - მარტყოფის მამათა მონასტერი მოგვენახულებინა. მოგეხსენებათ ანტონ მარტყოფელი ერთი 13 ასურელ მამათაგანი იყო და ცნობილია თავისი სიწმინდით. დღემდეა ღვთის სვეტი, რომელზედაც დაეყურდებოდა წმინდა ანტონი და კვირებს მხოლოდ ლოცვაში ატარებდა.
25 მარტის დილით, რომელიც სხვადასხვა პროგნოზის საპირისპიროდ და ჩემი პროგნოზის შესაბამისად უწვიმო გამოდგა. ჭუნას, რომელიც აპირებდა ჩვენთან ერთად წამოსვლა, საქმე გამოუჩნდა და ბოდიში მოგვიხადა, ვერ მოვდივარო, გვალვას ეძინა, ნატალიამ, რომელიც წინა დღეს სათამაშოების მოტანასაც გვპირდებოდა, მარტო მე ვარ გოგო და თავი შეიკავა (ნეტავი რისი შეეშინდა?


გავიარეთ ლიტვური პურის საცხობში, სადაც ავიღეთ ნაღდი რუხი (და არა შეღებილი) ლიტვური პური, რომელიც მართლაც ძალიან გემრიელი იყო, გავიარეთ ნავთლუღში და გავუყევით გზას. აღმოჩნდა, რომ ლამას და ბოჭოს ფესვები ჰქონდათ მარტყოფში და ხალისიანად გავუყევით გზას
