ასურელი მამების კვალდაკვალ....
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
ასურელი მამების კვალდაკვალ....
ვაზის სიმფონია....

მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...
ასურელი მამების კვალდაკვალ....
ფრთიანი ლომის ჩუქურთმა...

მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...
ასურელი მამების კვალდაკვალ....
ულამაზესიაBivrili wrote:ვაზის სიმფონია....

ასურელი მამების კვალდაკვალ....
legenda
შენ კი იცი რასაც ვაკეთებ მე მანდ. . .
ვაი ვაი რაა გამახსენდაააააააა. . .
შენ კი იცი რასაც ვაკეთებ მე მანდ. . .

ვაი ვაი რაა გამახსენდაააააააა. . .

. . . კიდევ ერთი დღე . . .
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....
სამთავისი -
ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი - გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც დგას სოფელ სამთავისში (კასპის რაიონი). ტაძრის აღმშენებელი იყო ილარიონ ძე ვაჩე ყანჩაელისა, სამთავნელი ეპისკოპოსი, რომელიც მოხსენიებულია აღმოსავლეთის ფასადის წარწერაში.

ერთ-ერთ წარწერაში, რომელიც თავის დროზე გამოაქვეყნა თ. ჟორდანიამ (წარწერიანი ქვა ახლა დაკარგულია), მითითებული იყო ძეგლის აშენების თარიღი - 1030. დროთა განმავლობაში ძეგლი ძლიერ დაზიანდა. გადარჩა მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადი. ჩრდილოეთის და სამხრეთის ფასადებს კარიბჭეები აკლია, დასავლეთის ფასადი აღადგინეს XV საუკუნეში, მას შემდეგ გუმბათის ყელი ჩამოიქცა და შენობის დასავლეთი მხარე გადაანგრია. ახლანდელი გუმბათის ყელიც იმდროინდელია. შენობას, კერძოდ დასავლეთის ფასადსაც, ატყვია XIX საუკუნის შეკეთების კვალი. გვიანდელი მხატვრობის ფრანგმენტები გადარჩენილია მხოლოდ საკურთხეველში. ძეგლი გამოირჩევა პროპორციათა ჰარმონიულობით, ვირტუოზულად შესრულებული მორთულობით. მას ახასიათებს ზოგი თავისებურება, რომელიც საფუძვლად დაედო ქართულ ხუროთმოძღვრების შემდგომ განვითარებას. აღმოსავლეთის ფასადის დამუშავება, რომელსაც კვლავინდებურად ხუთთაღოვანი სისტემა უდევს საფუძვლად, ქმნის რთულ დეკორატიულ კომპოზიციას. საკურთხევლის მთავარი სარკმლის თავზე გაჩნდა უზარმაზარი მოჩუქურთმებული ჯვარი, სარკმლის ქვეშ კუთხით დაყენებული, ჩუქურთმით შევსებული ორი კვადრატი. სამთავისის აღმოსავლეთის ფასადის დეკორატიულ დამუშავების გავლენას დიდხანს განიცდიდა ქართული ხუროთმოძღვრება. მან განსაკუთრებით იჩინა თავი XII საუკუნის II ნახევარში. ძეგლს გარს ერტყმის გალავანი, რომლის შიგნით ეპისკოპოსის სასახლის ნანგრევებია. სამრეკლო, როგორც ჩანს, XVII საუკუნეშია აგებული.

ბიბლიოგრაფია:
სამთავისის ტაძარი (კასპის რ-ნი)
1.ალშიბაია გ. სამთავისი. თბ., საქართველოს ძეგლთა დაცვის საზოგადოება.
ცნობები სამთავისის გუმბათოვანი ტაძრის შესახებ.
2.ბარნაველი ს. სამთავისის "მეორედ აღმშენებლის" ვინაობა //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე.ტ.XII.-N9.-1951.-გვ.571-578.
ვახტანგ V შაჰნავაზის ასულის მიერ სამთავისის ტაძრის აღდგენის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული მოსაზრების უარყოფისა და ბაგრატ VI-ის დის, გაიანეს მიერ XV საუკუნეში რესტავრაციის ჩატარების შესახებ.
3. სამთავისი //ზაქარაია პ. IX-XVIII საუკუნეების ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა XI-XII სს. თბ.,1975.-გვ.7-46.
სამთავისის ტაძრის ისტორია, არქიტექტურულ-მხატვრული ანალიზი, კედლებზე შემონახული წარწერები, ინტერიერი, დეკორატიული სისტემა.
4.სოხაშვილი გ. სამთავისი (მასალები ტაძრის იატორიისათვის).თბ.,1973.
XI-XIII საუკუნეების ტაძრის ისტორია, ძეგლის შესახებ არსებული სპეციალური ლიტერატურის კლასიფიკაცია. ნაშრომს ერთვის საილუსტრაციო მასალა.
5.სოხაშვილი გ. სამთავისის ტაძარი // საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის...სერია.-1968.-N3.-გვ.178-199.
ტაძრის ხუთი ასომთავრული წარწერა ძეგლის აგებისა და აღდგენის თარიღების შესახებ, ფასადებზე შემორჩენილი გვიანი ხანის ეპიგრაფიკული ძეგლების მიმოხილვა.
6.ქანდურაშვილი ა. "გუმბათიანი, დიდმშვენიერად შენებული" //საქართველოს ბუნება.-1965.-N5.-გვ.9.
სამთავისის ტაძრის აღწერილობა.
7.ღვთაებრივი ცეცხლით განდევნილი მტერი. სამთავისი //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.200-206.
ამაღლების სახელობის ტაძრის მდებარეობა, ხალხური გადმოცემა მის შესახებ, მშენებლობის ეტაპები, ფასადების დეკორატიული სისტემა,ხუროთმოძღვრული არწერილობა. სამთავისი, როგორც კულტურულ-საგანგანანათლებლო კერა. ტექსტი ქართულ და ინგ. ენებზე. დართულია ტაძრისა და დეტალების ფოტოები.
8.ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში გამაგრებული ეკლესია-მონასტრები: სამთავისის გალავანი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.504-505.
1030 წელს აგებული ტაძრის რამდენჯერმე გადაკეთებული გალავნის აღწერილობა. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.258; ტაბ.193).
9.XI-XII საუკუნეების ხურთმოძღვრება: სამთავისი //ზაქარაია პ. ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII სს.-თბ.,1990.-გვ.9-26.
ძეგლის მდებარეობა, წერილობითი წყაროების შეჯერება და ანალიზი , მშენებლობის ეტაპები, ტაძრის აღწერილობა, არქიტექტურულ- მხატვრული ანალიზი, პარალელები ამ პერიოდის სხვა ქართულ ტაძრებთან. მოხსენიებულნი არიან: მ.ბროსე, ს.ბარნაველი, არქიტექტორი რიპარდი; გივი ამილახვარი. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.1-5; ტაბ.I-V/2).
10.განვითარებული ფეოდალიზმი: სამთავისის ტაძარი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1995.-გვ.93-94.
XI საუკუნის გამარტივებული გეგმის ტაძრის მხატვრული ფორმების ანალიზი.
11.განვითარებული ფეოდალიზმის არქიტექტურა (X-XIV სს.): სამთავისი //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია.-თბ.,1955.-გვ.63.
ტაძრის კომპოზიციური წყობის შესახებ. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XXVI. ნახ.1,2,3).
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

ეს უკვე სამთავისი აღმოსავლეთ კედელი - ყველაზე ლამაზი
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....
ფრესკების გადაღება ძალზე ძნელი იყო -
ცუდი განათებაა შიგნით ტაძარში -

ცუდი განათებაა შიგნით ტაძარში -

- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

ეს სამთავისის გუმბათზე გამოსახული მაცხოვარია - თუ დააკვირდებით ეტყობა ნატყვიარები - თურმე რევოლუციის მერე ფრესკას კომუნისტები ესროდნენ ტყვიებს
ასურელი მამების კვალდაკვალ....
ნუ გეზარებათ ფოტოების ატვირთვა
ვისაც დრო არ აქვს
ყველა ატვირთოს და გადავიწერთ...
ვისაც დრო არ აქვს

იმეტყველე გამართული ქართულით!!!
ასურელი მამების კვალდაკვალ....
რახანია მეც მაგას ვიძახი.
ხოლო ვისაც კავკაზუსმა ინტერნეტი ჩაგიჭრათ, თუნდაც ჩვენ მოგვეცით და ჩვენ ავტვირთავთ.
ხოლო ვისაც კავკაზუსმა ინტერნეტი ჩაგიჭრათ, თუნდაც ჩვენ მოგვეცით და ჩვენ ავტვირთავთ.