GPS-მა გარკვეული დამატებითი მონაცემების მიღების საშუალება მომცა.
რომ არ დაიკარგოს და სხვებმაც შეძლონ სარგებლობა, ამ თემაში დავდებ - ჩემი პირველი კარვული გასვლა აქ მოხდა და მიყვარს ეს თემა.
ტბისი - ჭალა
დრო: 3 საათი, მანძილი 3,1 კმ
გზების გადაკვეთის ადგილი ჭალაა.
ჭალისგან მარცხნივ (დასავლეთით) გზა დედაციხისკენ მიდის. ზემოთ (ჩრდილოეთისკენ) შეუპოვრისკენ მიმავალი გზაა, ქვემოთ (სამხრეთით) ტბისისკენ მიმავალი გზაა, ხოლო მარჯვნივ (აღმოსავლეთით) გზა ფარცხისისკენ მიდის.
ჭალა - დედაციხე
დრო: 1:35 საათი, მანძილი 2,4კმ
ჭალა-შეუპოვარი-ჭალა
დრო: 1:31, მანძილი შეუპოვრამდე ჭალიდან 200 მ
აღმოსავლეთით გზა ფარცხისისკენ მიდის.ფაქტიურად მდინარის კალაპოტს მიუყვებით
და შემდეგ ერთ მინდორზე აივაკებთ და საურმე გზაზე სიარულის შემდეგ ფარცხისის ციხეს მიაღწევთ
ჭალიდან ფარცხისამდე 2 საათზე მეტს მოვუნდით.მანძილი 12,8 კმ სოფელ ფარცხიში გამავალ ტრასამდე.
მთლიანი სურათი კი ასე გამოიყურება:
