maikomaiko
მთელი ბავშვობა ჩაღმა თუშებთან ყოველ ზაფხულს კოტრებს ვჭამდი, უზეთოდ გამომცხვარს,ძალიან თხელს და ერბოწასმულს
ის, რაც ჩვენ ვჭამეთ, ხაჭაპური იყო, ძალიან გემრიელი.
თუშები ზეტს ნაკლებად იყენებენ, რადგან ერბო აქვთ. ჯობია კიდეც - ნატურალურია და გემრიელიც. კარაგი და ტაფლიც მაგარი იცის მთაში.
და ასე რომ კამათობთ, რა ჭამეთ დიკლოში - კოტორი თუ ხაჭაპური, მაგის დადგენა სულ იოლად შეიძლება გულსართით.

მთავარი ეგ გულსართია და არა ის, ზეთსი იწვება თუ კარაქ-ერბოში.
guruli
კიმარა საბუეში სად ნახე თუშები, მანდ ხო ხევსურები არიან
ამაზე იმხელა არზა მოგწერე და სად წავიდა - ნუთუ არ გამოვაგზავნე?
შენ ყვარლის საბუეზე ამბობ, ალბათ, მაგრამ იქ ხევსურები?

მე მგონი, ეგ უფრო ლეკებით, უფრო სწორად - ავარებით დასახლებული მხარეა. საბუე თუშეთშიც არის - საჩიღოლოს და გოგრულთის თავზე, შუამთისკენ რომ გამოიხედავთ. გუთანაიძეების სოფელია, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლოს ლეკთა თარეშის გამო აყრილა (შენაქო-ქუმელაურთის თავზე გადასულები გაძვრებ-გამოძვრებოდნენ და პირდაპირ ადგებოდნენ თავზე მაგას. ეგეც მთის ფერდობზე მარტოსულად იყო შეფენილი - სანამ მაშველი მოვიდოდა... საჩიღოლოც და გოგრულთაც საკმაოდ შორსაა სამაგისოდ. ამიტომ გადასახლდნენ ჭანჭახოვანში, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ერთმა ქვემო ალვნელმა მოხუცმა კაცმა თავის შვილებს სთხოვა სახლების აშენება და სოფლის აღორძინება. ის ორი ძმა ადის ახლა მანდ ზაფხულობით - გურე და ბადო გუთანაიძეები, თუმცა ბადო ბოლო წლებში ხევსურეთში გადაცხოვრდა - სიძე ჰყავს როშკელი წიკლაური და რაკიღა ხევსურეთში მისვლა უფრო იოლია, ცხვარ-ძროხა იქ დაჰყავს ზაფხულობით.
გახსოვს, "ბახტრიონში" ზეზვა რომ ეუბნება ლუხუმს, :ლეკებ რო ვჟლიტეთ საბუეს ბოლოს". არ ვიცი, რომელ საბუეზეა ლაპარაკი, მაგრამ, ალბათ, მაგაზე, რადგან ზეზვა თუში იყო, თუმცა ყვარლის საბუეც თუშეთისკენაა.