Ledi
guruli
რა დიდი სიამოვნებით მოვისმენდი შენგან ყველა კენჭის ისტორიას!!! თუშებს თუ კონკრეტულად არ კითხე ისე ძნელია რაგაც მოგიყვნენ, თუ მე მგონია ნეტა ასე?
არა, არ არიან თუშები სიტყვაძვირები.

აი, მეორედ როცა მოხვდებით ქუმელაურთას, დიმა შეთიძე იკითხეთ - ძალიან კარგი ბიჭია, კარგი მოსაუბრე, თუშეთის ავან-ჩავანიც წვრილად იცის და გესიამოვნებათ მასთან საუბარი. მაგრამ აი, ნუგზარ იდოიძეს თუ ნახავთ ომალოში, ჩათვალეთ, რომ ეგ ერთი სიამოვნებაა. ცოცხალი მემატიანეა თავისი მხარისა.
ოფში თუ არ ჩამეთვლება, შეთეზე კიდევ ერთს დავამატებ. ქუმელაურთელებს მეორეც ჰყოლიათ მასეთი გმირი - ლეკების რისხვა, მაგრამ არ მახსოვს იმის გვარ-სახელი.

ერთხელ სოფელში ქორწილი ყოფილა. ეტყობა, ეს ლეკებმაც იცოდნენ ანუ ესენი დაკავებულნი რომ იქნებოდნენ და იმ ღამით დასცემიან ხისოს (ეგ სოფელი თქვენ რომ ქუმელაურთიდან ორეთისკენ ტყიან ფერდობს აუყევით, მაგ მთის მეორე გვერდზეა. თუშეთში რომ ჩადიხარ, პირველი სოფელი ჭალაა და იმის თავზე - ხისო). იქიდან მოსულა მაცნე და შეთესთვის უთქვამს ეს ამბავი. ამან თურმე მხოლოდ იმ მეორეს უთხრა, სხვებს კი არ გააგებინა, ქორწილი რომ არ ჩაეშალათ. წავიდა ეს ორი და ლეკები მართლაც გაქცეულან ამათ დანახვაზე. აი, ზუსტად იმ ტყიან ფერდოებზე მისდევდნენ თურმე ესენი და ბლომად ლეკიც მოკლეს. მგონი, 18 შეთემ და 19 - იმან. ამან უთხრაო, ერთით მაჯობე, შე ძუ მგელოო, მაგრამ ძუ რატომ უწოდა, ე მაგდენ კი ვერ ვიც.

შეთესი იმდენად ეშინოდათ ლეკებს, ბავშვებს აშინებდნენ მისი სახელითო. მაგრამ ცოტას ემდურიან კიდევ თუშები - შეთეს ლეკებმა ბრძოლაში თვალწინ მოუკლეს ერთადერთი ვაჟი და იმის მერე ისე გაბოროტდა, არც ბავშვს ინდობდა, არც - ქალს და არც არავისო. მთაში კი, მოგეხსენებათ, მტრობაშიც ზომიერება იცოდნენ.
ეს დანო უნდა იყოს მარცხნივ ფერდობზე კვავლოდან ჩანს...
კი, დანოა - შორს რომ ჩანს. მაგათ ძალიან ლამაზი ხატი აქვთ. ეგაა ეთეროს და ლელას სოფელი.
ეს სურათი ქუმელაურთაში წყაროს წინაა გადაღებული..გვარების "შეწყვეტის" ასეთ ისტორიებს ნეტა დასასრული როდის უნდა ქონდეს?!! და ამ შეთიძეებს იმ"შეთესთან" არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვთ?
გვარების შეწყვეტის ან პირიქით - არშეწყვეტის მცდელობაზე ძალიან ბევრი ლამაზი ამბავია ცნობილი.
მაგ შეთიძეებს იმასთან კავშირი არ აქვთ. იმის გამო არა გვარი მიღებული - მე როგორც ვიცი, თორემ ისე ნათესავები იქნებოდნენ - მანდ სოფელში ყველა გვარი ერთმანეთის მონათესავეა და სოფლის შიგნით ქორწინება არ მოდის. ეს მხოლოდ რამდენიმე, განსაკუთრებით დიდ სოფელში ხდება, სადაც ბევრი გვარია და ყველა არაა ერთმანეთის მონათესავე. თუმცა ბევრ სოფელში მხოლოდ თითო გვარია. მაგალითად,
gomecariს სოფელში - კოკლათაში მხოლოდ ბაშინურიძეები ცხოვრობენ და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი თაობის წინ ჰყავდათ საერთო წინაპარი - იქ ყველა ერთმანეთის ბიძაშვილი და სისხლ-ხორცია. მე ზალიან მომწონს ასეთი მიდგომა - იმ პატარა ბავშვმა ბალღობიდანვე იცის, რომ ის უბრალოდ მოგვარე კი არაა მისი, ბევრად მეტია და ბავშვობიდანვე ებეჭდება თავში, რომ მასზე უნდა იზრუნოს. ამით ადამიანებს შორის მეტი სითბო ყალიბდება.
ეს მახოა მგონი ასე ერქვა, ორეთზე რომ იყო ჩვენთან..მეორე დგეს შემთხვევით შეგვხვდა
მახო თუ ზაზა?

ეგ ბიჭი ჭეშოელი ხომ არაა?
gomecari - ეგ კატო აბალოიძის ძმისშვილი არაა?
gomecari
GURULI
როგორ ხარ "გურულო"
რეზოს გაუმარჯოს. შენ როგორ ხარ, თორემ მე ზიარი ვირივით ვარ ამ სამსახურის გადამკიდე.
მაგ ჩვენ მძღოლს მამუკა ჰქვია და გვარად გულუხაიძეა
ჩემი მეზობელია ალვანში.
გულუხაიძე?

აკი მე ეთეროსგან ისე ვიცი, მაგ გვარიდან ის ერთი ქალია დარჩენილიო? თუ ეგეც გვარის გამგრძელებლად დაწერეს გულუხაიძედ?
სიმართლე გითხრა, ახლა ზუსტად ვერც ვიგონებ, შენ საით ცხოვრობ, მაგრამ, ალბათ, ბაშინურიძიაანთ უბანში არა, ტემოს და მამუკას მეზობლად?

მომიკითხ ეგ მეტაი კაი ხალხი.

კარაველებო, დართლოში ჩვენი ფორუმელი ”თუში” არ იკითხეთ - ირაკლი ქიქაიძე? ეგებ მანდ იყო ახლა, მაგრამ რომ ყოფილიყო, თითონ მაინც შეგამჩნევდათ.