თუშეთი 3-11 აგვისტო

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 08 მარ 2010, 22:35

ჩქარი ნაბიჯით მოვდიოდით და ამიტომ მალე გამოვედით წოვათისწყლის ხეობიდან და თუშეთის ალაზნის ხეობაში შემოვუხვიეთ. აქედან უკეთესად მოჩანდა წაროს ნასახლარები:

Image

წაროში როდესაც მივედით, გადავწყვიტეთ აკლდამები მოგვენახულებინა, სადაც ჩვენი წინაპრების ძვლები განისვენებდნენ.

ესეც დათო და მის უკან ზემოთხსენებული ნაშალია, რომელსაც მთლიადან წაუშლია სამანქანო გზის ნაშთები:

Image

გოშა რაღაცამ დააინტერესა

Image

ხედი წაროდან გომეწრის ხეობაზე

Image

დათო და გიორგი

Image

აი მეც გამოვჩნდი :)

Image

Image

Image

ეს კი ერთობლივი ფოტო ავტოგადაღებით :)

Image

წაროს კოშკი რომელიც ერთერთი ყველაზე კარგად შემონახული კოშკია წაროს ნასახლარებში

Image

იგივე კოშკი, ოღონდ ქვედა მხრიდან:

Image

ამის შემდეგ დავემშვიდობეთ წაროს და განვაგრძეთ გზა ''შინისაკენ''. :D
როდესაც ნაშალი გადავიარეთ ცოტა შევისვენეთ და შემდეგ სანამ ნეხვის გუბეს მივადგებოდით, იმ დღეს უკანასკნელად შევავლეთ თვალი წოვათას:

Image

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 08 მარ 2010, 22:55

მეორე ცდაზე გუბე შედარებით უმტკივნეულოდ გადმოვლახეთ. გამოცდილება მაინც ბევრს ნიშნავს! :D:D

შემდეგი შესვენება უკვე ხიდის გადალახვისას, იმ შხამიან სოკოსთან გავაკეთეთ.

დათო და გიორგი რაღაცაზე მსჯელობენ, გოშა კი ცდილობს მაკროთი გადაიღოს ამხელა სოკო :)

Image

აქედან უკვე არც ისე ბევრი გვრჩებოდა ბანაკამდე. თუმცა გზასთან ერთად დროც მცირდებოდა. სავარაუდოდ ასე ნახევარი საათი დაგვაგვიანდებოდა.

ვერხოვანი როგორც ყოველთვის სასიამოვნო იყო საცქერლად:

Image

Image

უკვე ალისგორიც გამოჩნდა

Image

ეს კი სამკადრიანი პანორამა:
ალისგორი და მარცხნივ ჯვარბოსელი

Image

განმარტოებით მდგარი სახლი, რომელიც ნამდვილად არ ვიცი თუ რომელ სოფელს მიეკუთვნება:

Image

ისევ ალისგორი და ჯვარბოსელი, ოღონდ ამჯერად ცალ-ცალკე :)

Image

Image

ალისგორს რომ გავცდით, წინ ასეთი გზა მიდის. თუ დააკვირდებით სათვალთვალო კოშკსაც შეამჩნევთ:

Image

ის კოშკები უფრო ახლოდან:

Image

ასე და ამგვარად ნახევარი საათის დაგვიანებით დავბრუნდით ბანაკში სადაც როგორც შევატყვე ნელ-ნელა ნერვიულობას იწყებდნენ. :)

იმ დღის ემოციებით დაღლილი მალე მოვდუნდი და ცეცხლის პირას ჩამოვჯექი. ბანაკში დარჩენილებს ემოციები გავუზიარეთ და კიდევ ერთხელ ვუსაყვედურეთ რამოდენიმე მათგანს წამოსვლა რომ დაეზარათ :)

ასე და ამგვარად ეს დღეც მიილია. ლაშქრობის ბოლოსწინა დღეც. როგორც ყველაფერ კარგს ამ ლაშქრობასაც ჰქონდა დასასრული და ძნელი იყო ამ ყველაფერთან შეგუება, თუმცა სხვა გზაც რომ არ არსებობს? :)

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Truli » 20 მარ 2010, 20:41

ძალიან მაგარია!!! ისე კილომეტრაჟები ან გზის მონაკვეთებზე დახარჯული დრო რომ დაგეწერა კარგი იქნებოდა.
ყოჩაღ, შენთან ერთად მეც მოვიარე ეს ხეობები, ვირტუალურად
მი მალატ შვან

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 27 აპრ 2010, 18:56

მაშ ასე ეს უკვე ჩვენი ლაშქრობის ბოლო დღეა. მთაში ლაშქრობისას რამდენადაც კარგია პირველი დღე, იმდენად ცუდია ბოლო. :)
მაგრამ რას იზამ: ყველაფერ კარგს აქვს დასასრული. არაფერი არაა იმაზე მოსაწყენი რასაც დასასრული არა აქვს. სწორედ დასასრულს ხვდები და გრძნობ ყველაზე კარგად მის ავ-კარგიანობას.
ასე რომ გათენდა ბეღელას ხიდთან 11 აგვისტო. დილა ძალიან სასიამოვნო იყო: თბილი და მზიანი. როგორც ჩანს კარგი ამინდი იქნებოდა. ბოლო დღე იყო და ისე გამოვიდა, რომ დღეს გვქონდა ყველაზე ბევრი სასიარულო. ბეღელადან ომალომდე 16 კილომეტრის გავლა არ ჩანდა უბრალო ამბავი. ამიტომ ორგანიზებულად ავბარგდით და მცირე საუზმის შემდეგ შევყევით ბეღელას სერპანტინს.

ესეც ჩვენ წამოსვლის წინ:

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 27 აპრ 2010, 19:11

ვერხოვანიდან ბეღელამდე გზა მდინარის ხეობას მიჰყვება და სიმაღლეში ძალიან არ სცილდება მდინარის კალაპოტს. აი ბეღელადან ომალომდე კი სამანქანო გზა სიმაღლეში მკვეთრად იწევს და პირიქეთის ქედის ალპურ ფერდობებს მიუყვება. მდინარე კი დაბლა და დაბლა იკარგება გომეწრის ხეობის ტყეებში. ამიტომ გზის მთელი მონაკვეთიდან ძალიან კარგი ხედები იშლება გომეწრის ხეობასა და კავკასიონის წყალგამყოფ ქედზე. საკმაოდ კარგად მოჩანს წყალგამყოფი ქედის მწვერვალები.
ცალკე აღნიშვნის ღირსია თუშური სოფლები: თუშეთის ამ ნაწილშიც ულამაზესი სოფლებია ბღუჯა-ბღუჯად შესკუპული ფერდობებზე და პატარა ტაფობებზე. ამ გზიდან კარგად მოჩანს სოფლები ბეღელა, ილურთა, ბულურთა, გოგლურთა და დოჭუ ხოლო გზად სოფელ ბოჭორმასაც გაივლით.

ეს სოფელ ბეღელას ხედებია:

Image

Uploaded with ImageShack.us

თუ კარგად დააკვირდებით სურათის სიღრმეში სამ სოფელს: ვეძისხევს, კოკლათას და ალისგორსაც შეამჩნევთ. მათ უკან კი განუმეორებელი წოვა-თუშეთია თავისი ბუნებრივი და ბუმბერაზი გალავნით:

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 27 აპრ 2010, 19:21

ასე ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ უკვე ძალიან კარგად გამოჩნდა სოფლები ილურთა და ბულურთა. მე განსაკუთრებით ილურთა მომეწონა: ძალიან მყუდრო და სასიამოვნო ადგილმდებარეობა ჰქონდა. სოფელს ძალიან უხდებოდა პატარა ეკლესიაც, რომელიც სოფლის შუაგულში იყო აშენებული.

ილურთა და ბულურთა

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ილურთა ახლო კადრით: აქ კარგად მოჩანს სოფლის პატარა ეკლესია

Image

Uploaded with ImageShack.us


ეს უკვე ბეღელაა, ცოტაც და ბეღელა პირიქეთის ქედის ერთერთი ფერდობის უკან დაგვემალება

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს კი წოვა-თუშეთი და მისი გალავანი: შორიდავნე ეტყობა, რომ იქ რაღაც ენით აუწერელი სილამაზე გველოდება!

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Gvalva » 27 აპრ 2010, 22:57

ბესო, რა მაგარი კაცი ხარ რა!!!

ჯერ რომ ასეთ მარშუტებს ადგენ და დაგყავს ხალხი და ახლა ასე გულიანად რომ გვიყვები!!

ძალიან რესპექტები

დამიჯერე წასვლისასაც რომ თქვა ხოლმე, მარტო ისეთი ხალხი გამოგყვება, ვინც არ შეგაწუხებს - ესეთ მარშუტებზე შემთხვევითი ხალხი არ მიდიან ხოლმე

მაგრამ შენ როგორც გესიამოვნება ისე იარე, მე ეს ისე ვთქვი :) არა-ადმინისტრაცი-ულად :) აქაური ერთი-ორი ფიქრობდა შეიძლება მაგას და იმათ მაგიერ

მოკითხვა გზაში შეხვედრილებს :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by guruli » 27 აპრ 2010, 23:21

Gvalva
აქაური ერთი-ორი ფიქრობდა შეიძლება მაგას და იმათ მაგიერ

მოკითხვა გზაში შეხვედრილებს
ნეტავ ვინ ფიქრობდა მაგრე, ჰა? :roll: :roll:
Bernar - კიდევ ერთხელ რესპექტები და კიდევ ერთი სოფლის სახელი მორიდებით - ბუხურთა და არა ბულურთა.
რაღაც ქომიტოც მეეჭვება, ის მთა იყოს, რომელიც შენ და გვალვას გგონიათ... :roll:
განმარტოებით მდგარი სახლი, რომელიც ნამდვილად არ ვიცი თუ რომელ სოფელს მიეკუთვნება:
ვაჟა კარდლიძის სასტუმრო... მანდ გვიმასპინძლეს ჩვენ, მოდერი კახას ნივით რომ ვიყავით წასულები მე, კახა, ელისო, ეჰ-დათო და ნატალია. ძალიან კარგი ხალხია და სასტუმროც კარგად აქვთ გაწყობილი - ტრადიციულ სტილში, გემოვნებით, თან კომფორტიც არის. მოგვეწონა.
ეგ ადგილი ვერხოვანს ეკუთვნის, თუმცა კარდლიძეები ჯვარბოსელიდან არიან.
ვერხოვანში კოშკი რომ დგას, იქ სასტუმროა - ანზორ კრიტიულის. ეგ ”ათასიდან ერთი შანსი” რომ იყო გადაცემა, იქ მიიღო გრანტი - პაატა კურტანიძემ დააფინანსა და იმით გააკეთა.
ბეღელას დაბლა გაბმული ხიდი რომაა ალაზანზე გადებული, მაგ ხიდზე ელისო - მოდერი კახას მეუღლე ბოლომდე გავიდა და გამოვიდა. :) :)
ძალიან მწყდება გული, აქამდე წოვათაში რომ ვერ გადავედი. რატომღაც ვერხოვანიდან შორს მეგონა. არადა, იქვე ყოფილა.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 28 აპრ 2010, 21:24

როდესაც რამოდენიმე ხევი გავიარეთ უკვე პატარა ტაფობზე შეყუჟული სოფელი გოგლურთაც გამოჩნდა მდინარის მეორე მხარეზე. ჩვენი ფერდობის ქვემოთ კიდე ულამაზესი სოფელი დოჭუც დავინახეთ. აი ისიც:

Image

Uploaded with ImageShack.us

ამ სურათზე სოფელ გოგლურთას შეამჩნევთ თუ კარგად დააკვირდებით: :)
გოგლურთას უკან ორიწყალის ხეობაა. ამავე ხეობაშია სოფლები ვესტომთა და ვესტმო. სურათის უკანა პლანზე კავკასიონის წყალგამყოფი ქედის ღრუბლებში ჩაფლული მწვერვალები შავიკლდე (3284 მ) და სხამოანა (3239 მ) მოჩანს:

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 28 აპრ 2010, 21:37

კიდევ ერთი ორი მოსახვევი და უკვე სოფელი ბოჭორმაც დავინახეთ:

Image

Uploaded with ImageShack.us

ისე დასვენება არ გვაწყენდა და ამიტომ იქვე მზის გულზე ჩამოვჯექით და თან ულამაზესი ხედებით ვტკბებოდით. იქვე გიორგიმ უზარმაზარი გუდაფშუტა (სოკოა ასეთი :) ) იპოვა! მართლა უზარმაზარი იყო: ამხელა გუდაფშუტა თუ არსებობდა ვერც წარმომედგინა!

აი ისიც:

Image

Uploaded with ImageShack.us

ესეც მასშტაბების უკეთ დასანახად: :)

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ესეც ირაკლი:

Image

Uploaded with ImageShack.us

უმად მოინდომა მისი შეჭმა :D:D:D

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 28 აპრ 2010, 21:53

ეს გომეწრის ხეობის პანორამაა, ორიწყალის ხეობით და შავიკლდის და სხამოანას ღრუბლიანი მწვერვალებით:

Image

Uploaded with ImageShack.us

დედაჩემი და მამაჩემი, ცოტაც და ბოჭორმაში შევალთ:

Image

Uploaded with ImageShack.us

დათო და გიორგი ისვენებენ:

Image

Uploaded with ImageShack.us

დედაჩემი ბოჭორმას ფონით:

Image

Uploaded with ImageShack.us

სოფელი ბოჭორმა:

Image

Uploaded with ImageShack.us

მამაჩემი

Image

Uploaded with ImageShack.us

და მეც გამოვჩნდი როგორც იქნა :D

Image

Uploaded with ImageShack.us

აქ უკვე კესელოს კოშკები და ომალოს ტაფობიც გამოჩნდა. ომალომდე ასე 7 კილომეტრი გვრჩებოდა გასავლელი

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 28 აპრ 2010, 22:03

მალე მივედით იმ ადგილას სადაც ომალოდან მომავალი გზა ორად იყოფა: ერთი დართლოსკენ მიდის მცირე სერპანტინით პირიქეთის ხეობაში, მეორე კი, რომელსაც ჩვენ მოვყვებოდით, გომეწრის ხეობასა და წოვა თუშეთს აკავშირებს ომალოსთან. მომეწონა ეს ადგილი და ეს ორი პანორამა გადავიღე:

Image

Uploaded with ImageShack.us

იქაური ფიჭვები

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს უკვე კესელოს კოშკებია:
ძალიან ლამაზი სანახავია ამ მხრიდან

Image

Uploaded with ImageShack.us

ესეც ვერტიკალური კადრი:

Image

Uploaded with ImageShack.us

ისევ კესელო:

Image

Uploaded with ImageShack.us

უკვე ახლოსა ვართ ომალოსთან.

ეს უცნაური ხე რომ დავინახე იმდენად მომეწონა, რომ არ შემეძლო რომ არ გადამეღო :)

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 28 აპრ 2010, 22:17

ომალოში სხვადასხვა მხრიდან ჩავედით: ყველაზე მეტად გიოს და ელგუჯა ბიძიას გაუმართლათ. მათ მანქანა წამოეწიათ და ომალომდე სულ ციმ-ციმ ჩაიყვანა. გიო, დათო, მერაბი, გოშა და ირაკლი ბილიკებით კესელოს გავლით ჩავიდნენ ომალოში. მე, დედაჩემმა და მამაჩემმა კიდე ვარჩიეთ სამანქანო გზას მივყოლოდით.
არც გვინანია: ამ გზიდან ძალიან კარგად მოჩანდა ომალოს ტაფობი და მის ირგვლივ თავმოყრილი კავკასიონის მწვერვალები, რომლებიც ერთად საოცარ პეიზაჟს ქმნიდნენ!
თან აქედან კარგად დავინახეთ პირიქეთის ალაზნის კანიონი, რომელიც ომალოს ტაფობს ერთერთ გვერდზე მოუყვება და შემდეგ უერთდება თუშეთის ალაზნის ხეობას.

ეს სწორედ ამ კანიონის ფოტოებია:

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us
Last edited by Bernar on 28 აპრ 2010, 23:56, edited 1 time in total.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 28 აპრ 2010, 22:30

და ბოლოს სანამ ომალოში ჩავიდოდით, ზემოთხსენებული საოცარი პეიზაჟის პანორამაზე გადმოტანა ვცადე, თუმცა როგორც ყოველთვის იმ სილამაზის მხოლოდ მცირე ნაწილის დაჭერა თუ მოვახერხე:

პანორამის მარჯვენა ზედა კუთხეში აბანოს უღელტეხილი და ხისოს ალაზნის ხეობა მოჩანს, რომელსაც მიუყვება ომალო-ალვანის სამანქანო გზა. თუ დააკვირდებით შეამჩნევთ, რომ ხეობაში შავი ნისლია ჩამოწოლილი, რომელიც ნელ-ნელა ომალოსკენ მოიწევდა რაც ცუდ ამინდს მოასწავებდა.

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს კი კადრები, რომლებითაც პანორამაა აწყობილი:

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს მოახლოებული პანორამა:
ძალიან ლამაზი სანახავია ომალო ზემოდან

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს პანორამის კადრებია

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 28 აპრ 2010, 23:29

ოთხი საათი იქნებოდა როდესაც ლაშქრობის ყველა წევრმა ომალოში ერთად მოვიყარეთ თავი. ომალოს ან დღესვე დავტოვებდით ან ხვალ დილას. ძალიან გულის დასაწყვეტი იყო ეს ყველაფერი: ცოტა ხანში თუშეთი ისევე მომენატრებოდა როგორც თავის დროზე არხოტი და ჭაუხები. ახლა მომავალ ზაფხულამდე მთელი წელი აქაურობის მოგონებებით უნდა მესაზრდოა და მომავალ ზაფხულს, როდესაც მოგონებებით ვეღარ იკმაყოფილებ თავს დამშეულნი უნდა შევსეოდით კავკასიონის მთებს და ხეობებს მთელი წლის სამყოფი მოგონებების მოსაძებნად...

ასე და ამგვარად ომალოში ჩასულებმა ალვანში გადავრეკეთ გიოს დედასთან. ნათელა დეიდა იქ შეუთანხმდა ერთერთ მძღოლს, რომელიც ომალოში ამოდიოდა და ჩვენც მის მოლოდინში მინდორზე წამოვწექით დასასვენებლად.

ესეც ჩვენ ომალოს მინდვრებში:

Image

Uploaded with ImageShack.us

მერაბმა განგსტერობა თუშეთიდან დაიწყო :D:D:D

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]