ესეც ულუმბოს მონასტერი, მე და ამიგო ავედით ზემოთ მთაზე და იქიდან გადავიღეთ.
ეს წარწერა სამხრეთი კედლის შესასვლელის თავზეა განთავსებული. ''1871 წელსა ხელ დასხმულ ვიქმენ არხი ეპისკოპოზის ევსეის მიერ მღვდლად ულუმბაის ღ-ის მშ-ბლის ეკკლესიისა მე ალექსი კევლიევი მეცადინეობითა ჩემითა შეუდექ აღშენებას ამა ტაძრისას და შევასრულე. 1871 წ'' კევლიევი იგივე კევლიშვილია.
ამ ტაძრამდე კიდე მდგარა ძველი ეკლესია, რომლის სამხრეთი კედლის ნაწილიც ამჟამინდელი ეკლესიის კედლისათვის გამოიყენეს. აი სურათზე კარგად ჩანს ძველი წყობა. ნახევარწირული შესასვლელი ქონია ტაძარს, რომელიც ორნამენტული მოტივებით იყო შემკული. ეს შესასვლელი ახლა ამოქოლილია.
აქვეა მხატვრობის ფრაგმენტები. როგორც ჩანს, ამ შესასხვლელს კარიბჭე ან ეკვდერი ჰქონდა კიდე მიშენებული, რომელიც მოხარული ყოფილა. ალბათ უფრო კარიბჭე იქნებოდა.
გარდა ამისა დასავლეთ ფასადის კედლის წყობაშიცაა ძველი ეკლესიის ფრაგმენტები ჩართული.
ისე ტაძრის მიმდებარე ტერიტორია რომ შეისწავლონ მგონი ბევრ საინტერესოს ნახავენ... თუნდაც გარშემო მიწის საფარი რომ აიღონ, ძველი ტაძრის უფრო დიდი მონაკვეთი გამოჩნდება.
Tamari-ch.
არა არ მინახია

მე ვიცოდი, რომ ეგ ფილა საკურთხევლის აფსიდის ქვედა ნაწილში იყო ჩადგმული... ტაძარში კი შემოვედი მაგრამ ეგ არ მინახია

(
ისე ეს წარწერა XI საუკუნისაა და გიორგი მეფე იხსენიებაო.