ფშავის არაგვის ხეობა, დათვიჯვარის უღელტეხილი, შატილი, მუცო,

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ფშავის არაგვის ხეობა, დათვიჯვარის უღელტეხილი, შატილი, მუცო,

Post by mika » 28 ივლ 2006, 12:47

caucasica
ძალიან საინტერესოა.....
medical student

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ფშავის არაგვის ხეობა, დათვიჯვარის უღელტეხილი, შატილი, მუცო,

Post by caucasica » 28 ივლ 2006, 20:49

"მზე დაუკოცნის უბეებს მთა-ველს,
კლდე ყურს მიუგდებს ქვიშის მოჩხრიალს
ჯიხვნი ღრუბლებში შეჰყოფენ თავებს
და საღამომდე ღრუბლებს ცოხნიან"
გიგლა ოჩიაური

აი ეს ლექსი გამახსენდა.... მერე ეს სურათი, ჩემი მეგობრის გიგა მელიქიშვილის მიერ გადაღებული არხოტში, მიჭირს მთაში დაცარიელებული სახლების, ნასახლარების და დაცარიელებული საჯიხვეების ცქერა!!!!მოვუფრთხილდეთ და დავეხმაროთ მთას.....
Image[/img]
Image


User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ფშავის არაგვის ხეობა, დათვიჯვარის უღელტეხილი, შატილი, მუცო,

Post by Giorgi Bagrationi » 28 ივლ 2006, 22:37

caucasica
ეს ის გიგლა ხომ არ არის ჭიმღაში რომ ცხოვრობდა?

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ფშავის არაგვის ხეობა, დათვიჯვარის უღელტეხილი, შატილი, მუცო,

Post by caucasica » 28 ივლ 2006, 22:53

Giorgi Bagrationi კი ნამდვილად იგია, დიდი პოეტი და ჭეშმარიტი ქართველი, თუ კარგად მახსოვს დღესაც ჭიმღაში ცხოვრობს, ეს ჯიხვიც მაგის მოშინაურებულია....

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ფშავის არაგვის ხეობა, დათვიჯვარის უღელტეხილი, შატილი, მუცო,

Post by mika » 28 ივლ 2006, 23:16

caucasica

ასეთ სილამაზე როგორ უნდა მოინადირო..ეჰ....

ფრინველზე ნადირობას კიდე შეიძლება შევურიგდე მაგრამ......ცხოველებზე :twisted:
medical student

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ფშავის არაგვის ხეობა, დათვიჯვარის უღელტეხილი, შატილი, მუცო,

Post by Giorgi Bagrationi » 28 ივლ 2006, 23:47

სხვათა შორის თუ ეს ის ჯიხვია კარგი ხნის უნდა იყოს, რადგან 1986 თუ 87 წელს ვიყავით არხოტში და მას 3 თვის ჯიხვის ციკანი ყავდა სახლში.
ყველაზე ძაან იმან გაგვაოცა რომ ეს პატარა, მოუსვენარი არსება გამოქანდებოდა ხოლმე და ფეხზე მდგომ გიგლას ჩლიქებით!!!!, კატასავით აფოფხდებოდა და მხარზე აჯდებოდა.

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ფშავის არაგვის ხეობა, დათვიჯვარის უღელტეხილი, შატილი, მუცო,

Post by mika » 29 ივლ 2006, 00:09

Giorgi Bagrationi
კიდე არიან ჯიხვები იქ თუ ამოხოცეს სულ???
medical student

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ფშავის არაგვის ხეობა, დათვიჯვარის უღელტეხილი, შატილი, მუცო,

Post by gobe » 29 ივლ 2006, 00:10

caucasica,
კარ(ა)ველებო,

აუუუუ.... ამ ფოტომ მომხიბლა. მართლაცდა რა სილამაზეა. მოშინაურებულიც კი ლამაზია, რადგან ის მაინც თავისუფალია და არ ჰგავს "სხვანაირად" მოშინაურებულებს - 10X10 გალიაში რომ ჰყავთ დამწყვდეული.

პირადად მე ნადირობის მხრივ ძალიან გულგრილი ვარ. ჯერ ერთი ცხოველს ვერ დავუმიზნებ, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად არ ვისროდი. მაგრამ, აი, ხორცზე კი ვერ ვამბობ უარს.

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ფშავის არაგვის ხეობა, დათვიჯვარის უღელტეხილი, შატილი, მუცო,

Post by caucasica » 29 ივლ 2006, 00:13

gobeისე ღორის ხორცზე გემრიელე არაა ნადირის ხორცი.....


User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
ფშავის არაგვის ხეობა, დათვიჯვარის უღელტეხილი, შატილი, მუცო,

Post by Mao » 29 ივლ 2006, 01:07

gobe

amashi ki shegetsilebi!
tumtsa saertod xortsi ar miyvars. magram nanadirevi.......
gemrielia
together on the top!!

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ფშავის არაგვის ხეობა, დათვიჯვარის უღელტეხილი, შატილი, მუცო,

Post by gobe » 29 ივლ 2006, 01:14

შეხვედრა მოცოელთან

გუშინწინ კახა (kakha_travel), კიდევ ჩვენი ორი მეგობარი და მე ვისხედით ლუდის ბარ "შატილში". იქნებოდა 7 საათი, კახას მობილურზე რომ დაურეკეს. საუბარს რომ მორჩა, გვითხრა, ის კაცია ჩამოსული, მე რომ შევხვდი მუცოში 2 კვირის წინო. ვთხოვეთ, დაურეკე და დაპატიჟე-თქო. დაურეკა.

დაახლოებით ნახევარ საათში მოვიდა ზურაბ დაიაური თავის პატარა ვაჟკაცთან - ზეზვასთან ერთად. პირველად რომ შევხედე, თითქოსდა მეცნო, მაგრამ აბა საიდან... მუცოში ერთადერთხელ ვარ ნამყოფი, მაგრამ ის ნამდვილად არ მყავდა იქ ნანახი. გაცნობის მერე, საუბრისას ვახსენე, 1989 წელს მუცოში რომ ვიყავით კახა და მე, იქ, ლამის თორღვას ციხის ძირში მცხოვრები ერთი კაცი გავიცანით, ჭულო პაპა-მეთქი... წამოდგა ზურა, შევატყვე, რომ ესიამოვნა, თვალი თვალში გამიყარა, ხელი ძლიერად ჩამომართვა და გადამეხვია - მამაჩემი იყოო...

ძალიან ხელმოკლე ოჯახი ჰქონია ზურას. უსახსრობისა და მძიმე პირობების გამო ათი შვილიდან რვა დარჩენია... ვეღარ ვკითხე, რა მოუვიდათ-მეთქი.

ძალიან დარდიანად იყო. მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ჩემი ოჯახი რჩება მუცოში, რა ნამუსით წავიდე აქედან, როგორ ვუღალატო ჩემს კუთხეს, სახლ-კარს და მშობლების საფლავებსო - ასე თქვა. მერე დაამატა - გაჭირვების გამო ნაწილი საქონელი გავყიდე, ბავშვებს შიმშილით ხომ არ დავხოცავო... გული მომიკვდა.

თუმცა, უკვე სუფრის ბოლოსკენ შევატყვე, რომ გული ცოტათი გადააყოლა და სულ ცოტა ხნით მაინც, თუნდაც ორიოდე საათით თავის პრობლემებს მოსწყდა. ბარს რომ ვტოვებდით, ასე თქვა, ასეთი გემრიელი ლუდი არ დამილევია კაი ხანიაო (?!). გამიკვირდა ხევსური კაცისაგან ასეთი რამის მოსმენა, მაგრამ, ეტყობოდა, ბედნიერი იყო იმ მომენტში... აღარაფერი ვუთხარი...

იმ შეხვედრიდან 2 დღე გავიდა. აი, დღეს ფოტოებს ვათვალიერებდი და ზურა გამახსენდა... აბა როგორ დავტოვო ჩემი მიწა-წყალიო...

ძალიან მომეძალა სევდა...

მიწამ მონატრება იცის... ადამიანმა დავიწყება...


User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ფშავის არაგვის ხეობა, დათვიჯვარის უღელტეხილი, შატილი, მუცო,

Post by mika » 29 ივლ 2006, 02:43

Mao
მე მოვიპიქრებ ხვალ როგორ დავეხმაროთ და თქვენც იფიქრეთ
medical student

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]