პ.ს დაარეგისტრირეთ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
გადმომიგზავნა. მთხოვა რომ დამედო.arcivi9 wrote:GT.ge
საიდან გადმოაკოპირე ეს ტექსტი? ფბ-ზე დევს?
ადმინი და კარვის გული მაინც ჩვენი გვალვა უნდა იყოს! როგორც დედოფალია დიდი ბრიტანეთისათვის!!! თუმცა გარკვეული ფუნქციები სხვას რომ გადააბაროს არ იქნება ცუდი.. მე როცა რაღაცეებს ვერ ვასწრებ სტაჟიორებს ვთხოვ დახმარებას: ხოლმე საქმე რომ კარგად გამოვიდეს მითხოვია უფროსისთვის ჩემს სხვა თანამშრომელზე დამახმარეთ ტქოarcivi9 wrote:Tami
GT.ge
chqareuli
shoda1121
როგორც ყური მოვკარი ადმინობას სხვა გადაიბარებსო და მერე მოგვარდება დარეგისტრირების პრობლემაო
სწორედ ამას ვამბობ მეცთუმცა გარკვეული ფუნქციები სხვას რომ გადააბაროს არ იქნება ცუდი..
ძალიან ლამაზია.. : )GT.ge wrote:იედაი სტეგი
„კლოუნის თვალთახედვაში“ ჰანსი ამბობს, რომ ის წამებს აგროვებს, ბედნიერს ან უბედურს კი არა, უბრალოდ წამებს, რომლებიც ღირს შეგროვებად.
მე ჰანსი არ ვარ, მაგრამ წამების შეგროვება მეც ჩვევაში გადამივიდა. რამდენიმე დღის წინ რომ გეკითხათ, რამდენი წამი გაქვს შეგროვებულიო, გიპასუხებდით, „ზუსტად იმდენი, რამდენიც 5 წუთსა და 47 წამში ჩაეტევათქო“.
– „ხოდა, გადავედით ხდის ხეობიდან ჯუთაში..“ – ამაღლებული განწყობით ვუკითხავ ჩემს მეგობარს ისმაილის რეპორტაჟს და ვხედავ როგორ ცდილობს დამალოს ირონიული დამოკიდებულება ლაშქრობებისადმი (რომელსაც ის ენერგიის და დროის არამიზნობრივად ხარჯვას უწოდებს). მცდელობა უშედეგოა – ვერ მალავს..
–რა გიხარია? თქვენც ეხლა ახალი ამერიკა არ აღმოგეჩინოთ.
–არა მგონია, კოლუმბს ისე გახარებოდა ამერიკის აღმოჩენა, როგორც მე იმ 14 ადამიანის ïŠ
–13ის.
–არა, 14 ვიყავით.
–ა.. შენი თავიც აღმოჩენა იყო?..................
–არა, უბრალოდ მთელი ყოველთვის იმაზე მეტია, ვიდრე მისი შემადგენელი ნაწილების ჯამი. – სხაპასხუპით ვპასუხობ მესამე კურსზე ნასწავლ გიდენსის თეორიას და გული მწყდება, რომ მისთვის ასეთი ახსნა უფრო გასაგებია, ვიდრე ის რომ ვუთხრა:
................იცი, როცა ამ გასვლაში ჩავეწერე, მეგონა რომ ძლიერი შემადგენლობის 14 კაციანი ჯგუფი მივდიოდით, სინამდვილეში კიდე აღმოჩნდა, რომ ძლიერები კი არ ვართ – „ჩვენ ვყოფილვართ, ვინც ვყოფილვართ“ (აქ ისმაილის ინტონაციაა საჭირო).
ეს ხუმრობით.. ისე კი, მართლა მეგონა რომ ჯგუფიდან უმეტესობას ვიცნობდი, მაგრამ იქ.. ხდის ხეობაში ყველანი სხვანაირები ვიყავით. განა უკეთესები ან უარესები, უბრალოდ სხვანაირები.
საერთოდ ყველაფერი სხვანაირი იყო, ცაზე ამოსული ვარსკვლავებიც კი.. თორემ იგივენაირი რომ ყოფილიყო, მაშინ ჰო არ გაგვაღვიძებდა ჩქარეული შუაღამეს მთელ ბანაკს მოწოდებით „ადექით! ნახეთ რა ცააო“. (ისე მის ორგანიზმში არსებულ ალკოჰოლის დონეს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლებოდა რომ უმიზეზოდაც გავეღვიძებინეთ ïŠ მაგრამ ცა მართლა სხვანაირი იყო იმ ღამეს).
ასეთი რთულად გასავლელი გზაც არ მინახავს არსად; ოღონდ მთავარი სირთულე არც ნაშალზე და არც თოვლზე სიარული იყო. მთავარ სირთულეს მალინა წარმოადგენდა, რომელიც მრავლად იყო და აშკარად აფერხებდა ჩვენი სიარულის ტემპს. ïŠ
სიარულის ტემპზე გამახსენდა.. ჰო არსებობს ცხოვრებაში იდეალური მომენტები? აი წარმოიდგინეთ, მდინარე გაქვთ ახალი გადმოკვეთილი, დაღლილი წევხართ მინდორში, მზეზე თბებით და სასიამოვნო ან ოდნავ სასაცილო თემებზე საუბრობთ.. თუმცა, ბოლომდე იდეალური არაფერი არ არის, იმიტომ რომ ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დახედავს ჯი–პი–ეს–ს და იტყვის რომ „სტატისტიკა სავალალოა!“, რადგან ჯამში 4 საათი და 20 წუთი ვიარეთ და 3 საათი და 55 წუთი გაჩერებულები ვიყავით.
მაგრამ ამ დროს არსებობს თამი, მარიამო და ხდის ულამაზესი ხეობა, რომელთა კომბინაციის შედეგადაც ვიღებთ პასუხს „ისეთი ლამაზია აქაურობა, არ შეიძლება რომ არ გაჩერდე და არ დატკბე“. (არგუმენტი იმდენად ძლიერია, რომ „ის ჯი–პი–ეს–იანი ადამიანიც“ კი თმობს თავის პოზიციას. მართალია გზას აგრძელებს, მაგრამ ჩვენ ჰომ ვიცით რომ თმობს ïŠ ).
ისე სილამაზე ზედმეტად სუბიექტური ცნებაა. თამოსთვის მოშრიალე ბალახი იყო ლამაზი, თან იმდენად რომ მარტო სურათის გადაღება ეცოტავა და გიოს სთხოვა „შრიალის ვიდეო გადამიღეო“ ïŠ (შეიძლება ზუსტად ასე არ უთხოვია, არ ვიცი, მე მაგ დროს მჭადს ვჭამდი, მაგრამ ქარში ბალახი მართლა ისეთი იყო, ვიცი, გიო თხოვნის გარეშეც გადაიღებდა). ნათია ისეთი სიჩქარით დადიოდა მთელი ლაშქრობის განმავლობაში, მისთვის სილამაზე სადღაც წინ იყო, ჩვენზე და თავისთავზე წინ.. იკოსთვის ყველა ის ადგილი იყო ლამაზი, სადაც საქართველოს დროშას გაშლიდა. არწივი?! არწივზე რა გითხრათ, მისთვის სილამაზე ალბათ ბუნების და ადამიანების ერთიანად აღქმაშია, ზუსტად ამიტომ მოდიოდა ყოველთვის ბოლო, რომ ხდა და ცამეტივე მოლაშქრე მის თვალწინ ყოფილიყო. ამ კუთხით ქსოვრელი და გიო ცოტა „მძიმე არტილერიები“ იყვნენ. რამდენჯერაც გიოს შევხედე, იმდენჯერ აპარატის ეკრანს უყურებდა, ქსოვრელიც (ოღონდ ჯი–პი–ეს–ისას და თან უფრო მეტი ინტენსიობით).
სწორედ ამიტომ ვინმეს რომ ეკითხა:
–ალექს, როგორი იყო ხდის ხეობა?
–26კმ სიგრძეში, 3500 სიმაღლეში.. – რაღაც ამდაგვარს უპასუხებდა ქსოვრელი.
–გიო, შენთვის როგორი იყო?
–ოდნავ მოლურჯო და გადანათებული.. – იმიტომ რომ ფერები ჰქონდა აპარატზე გასასწორებელი. ïŠ
რაც შეეხება ანანოს, ანუ მე, ერთერთი ყველაზე ულამაზესი ხედი, ღამის 12 საათზე ვნახე, როცა მძინარემ კარავში თვალი გავახილე და ჩქარეული დავინახე სნიკერსით ხელში, თან ორი ცალი სნიკერსით!! (ჩემთვის და ნათიასთვის). ადრეც ჰო ვთქვი, არსებობს ცხოვრებაში იდეალური მომენტებითქო.. ïŠ
რადგან სნიკერსი ვახსენე, არ შემიძლია რომ ლირიული გადახვევა არ გავაკეთო.. (მიუხედავად იმისა, რომ აქამდე თითქმის ყველა გადახვევა ლირიული იყო, ეს მაინც ძალიან ლირიულია).
ხდის გასვლა იყო ყველაზე გემრიელი და ცოტათ უცნაური გასვლა, რაც კი ოდესმე მქონია ან გამიგია!!
1) დილა–საღამოს განებივრებული ვიყავით ცხელი სასმელებით;
2) იმდენად ბევრი ძეხვეული გვქონდა, რომ არწივის დაჟინებული თხოვნა – „შეჭამეთ ჩემი ორი კალბასი“ – ვერაფრით ვერ შევასრულეთ;
3) ადგილი ჰქონდა ასევე ძალადობას თამუნასა და ჩქარეულის მხრიდან: თამუნა ჩვენზე ცდილობდა გაესაღებინა კიტრები, რომელიც უხვად მოიპოვებოდა მის ჩანთაში, ხოლო ჩქარეული, მთელი დღის განმავლობაში დაგვსდევდა „სგუშონით“ ხელში და მოითხოვდა რომ მისი ხელიდან გვეჭამა, რადგან ასე ორმაგად ტკბილი იქნებოდა;
4) არ შემიძლია განსაკუთრებულად არ გამოვყო ჯითი.ჯი–ს აღმოჩენა. მან ხდის მდინარეში „ობოლონის“ ლუდი იპოვა, თუმცა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან როგორც აღმოჩნდა ისმაილს ჩაუდია გასაციებლად....... ჩვენ რა თქმა უნდა ეჭვი შევიტანეთ ისმაილის სიტყვებში და უფრო სარწმუნოდ მოგვეჩვენა, რომ ამ მდინარეში ლუდი უხვად მოიპოვება, მაგრამ უღელტეხილი გადასასვლელი გვქონდა და ამიტომ გავჩუმდით. (ისმაილ გვიყვარხარ ïŠ )
5) და ა.შ.
ეს ყველაფერი ხუმრობით.. ისე კი, რა თქმა უნდა იყო სიძნელეები, წინააღმდეგობები, მაგრამ როგორც იანომ თქვა (როცა უკვე თბილისისკენ მივდიოდით) „ადვილად ავიწყდება ადამიანს ტკივილი“. განსაკუთრებით მაშინ როცა ხდაში ხარ. ïŠ
წერა დიდად არ მეხერხება, ამიტომ შეიძლება ცოტა უხეში გადასვლა მოგეჩვენოთ, მაგრამ ძალიან მინდა ესეც რომ მოვყვე.. უკვე თბილისისკენ რომ მივდიოდით – გოგოებს გვეძინა. ისმაილმა თქვა „მიკვირს საიდან აქვთ გოგოებს ამხელა ენერგია და ძალაო..“ მახსოვს გამეღიმა მაგ დროს, და უფრო მეტად დავხუჭე თვალები, რომ მომესმინა ისმაილისთვის როგორ გვაქებდა ჩვენ..
მიუხედავად იმისა რომ, თამო, მარიამი და თამი არწივზე ზრუნავდნენ გამუდმებით, მიუხედავად იმისა რომ მე და იანო გიოს ვეხმარებოდით ყინულზე აკრობატული ნომრების შესრულებაში, მიუხედავად იმისა რომ ჩქარეულს დავეხმარეთ თავის მოგროვებული მაყვლის ჭამაში და კიდე ბევრი რამის მიუხედავად, ჩვენ (გოგოები) მარტო ვერაფერს გავხდებოდით................. იცით რა ადვილია ყველაფერი, როცა წინ ქსოვრელი მიგიძღვის და ზურგს არწივი გიმაგრებს, როცა ჩქარეული ტვირთმზიდავი და გიო რეპორტიორია, როცა იკო–იკო მუდმივად მომცინარი სახით დადის და ჯითი.ჯი გამუდმებით იმას გეკითხება „როგორ ხარ?“–ო და ისმაილი მარტო იმის გამო იცვამს უცხოპლანეტელის სასაცილო ფორმას, რომ წვიმის დროს ჩვენ არ მოვიწყინოთ და გავმხიარულდეთ..
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
არადა რამდენიმე დღის წინ რომ გეკითხათ, რამდენი წამი გაქვს შეგროვებულიო, გიპასუხებდით, „ზუსტად იმდენი, რამდენიც 5 წუთსა და 47 წამში ჩაეტევათქო“.
ეხლა მიჭირს ამ 5 თუ 6 წუთში იმ წამების ჩატევა, რაც ხდაში შევაგროვე და.. მიხარია, რომ ვერც ჩავტევ. ïŠ
GT.ge wrote:იედაი სტეგი

პ.ს. დაარეგისტრირეთ...
რა კარგად ჟღერსთამო, მარიამი და თამი არწივზე ზრუნავდნენ გამუდმებით
ბოლოსდაბოლოს რა იქნა ეგ ჩემი ორი ძეხვი?იმდენად ბევრი ძეხვეული გვქონდა, რომ არწივის დაჟინებული თხოვნა – „შეჭამეთ ჩემი ორი კალბასი“ – ვერაფრით ვერ შევასრულეთ;

აუ, მეც და კიდევ ერთხელ დამეუფლა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა:(iko-iko wrote:
კიდევ ერთხელ გადავიკითხე და გავიხსენე ის სასიამოვნო დღეები რაც ხდის ხეობაში გავატარეთ![]()