Page 6 of 7

ვეძებდით მეგალითს, ვიპოვეთ სხვა მეგალითი - 16.04.12

Posted: 21 აპრ 2012, 16:19
by Tamari-ch.
დარჩა 1 ადგილი!

ვეძებდით მეგალითს, ვიპოვეთ სხვა მეგალითი - 16.04.12

Posted: 21 აპრ 2012, 16:21
by Tamari-ch.
Image

დათო რომ იყო ჩვენთან ერთდ არქიტექტორი
აი ამ ბარელიეფის მისეული ვერსია

Image

Image

Image

ვეძებდით მეგალითს, ვიპოვეთ სხვა მეგალითი - 16.04.12

Posted: 21 აპრ 2012, 17:37
by Nika
ვაუ!

ვეძებდით მეგალითს, ვიპოვეთ სხვა მეგალითი - 16.04.12

Posted: 21 აპრ 2012, 17:55
by Tamari-ch.
ვიდეო მომაქვს...

ვეძებდით მეგალითს, ვიპოვეთ სხვა მეგალითი - 16.04.12

Posted: 21 აპრ 2012, 21:43
by Kakha
Tamari-ch.

იმ ერთ ადგილზე მე მიმაწერეთ. წამოვალ.

ვეძებდით მეგალითს, ვიპოვეთ სხვა მეგალითი - 16.04.12

Posted: 21 აპრ 2012, 21:45
by Tamari-ch.
Kakha
ოკ
შეივსო!
:)


1) თენგო
2) Kakha
3) ლევანი
4) ლევანის +
5) ლევანის +

ხვალ გელოდებით რედისონ-მეილის კუთხეში
8:50-ზე
არ დაიგვიანოთ
სხვას (უცხო ხალხს) უნდა გავყვეთ და ნუ ვალოდინებთ...

წამოიღეთ საწვიმარი, ბოტები და გამოსაცვლელი ტანსაცმელი
მეორე ნახევარში შეიძლება იწვიმოს.

ვეძებდით მეგალითს, ვიპოვეთ სხვა მეგალითი - 16.04.12

Posted: 22 აპრ 2012, 12:05
by perwkli
ჯანდაბა, ეს ახლაღა ვნახე :/

ენივეი, წარმატებები :lol:

ვეძებდით მეგალითს, ვიპოვეთ სხვა მეგალითი - 16.04.12

Posted: 22 აპრ 2012, 21:02
by Tamusia
ძაან საეჭვო არქიტექტორული ვერსიაა, ფანჯრები ცოტაა. გამოდის, რომ ნაგებობის დიდ ნაწილში მთელი დღე ბნელოდა. ციხე იყო ვითომ მძიმე დანაშაულის ჩამდენთათვის? ან ჰაერი საიდან შედიოდა?

ვეძებდით მეგალითს, ვიპოვეთ სხვა მეგალითი - 16.04.12

Posted: 22 აპრ 2012, 22:43
by Tamari-ch.
perwkli
არადა გვქონდა ერთი ადგილი

Tamusia
შეიძლება არქივივით რაღაც შენობა იყო
შეიძლება რაიმე საიდუმლო შენობა (მაგ. ტამპლიერების სასახლის ტიპის)
კოშკებს არ ექნებოდა ფანჯრები
ნუ ეს ერთ ერთი ვერსიაა..

ვეძებდით მეგალითს, ვიპოვეთ სხვა მეგალითი - 16.04.12

Posted: 22 აპრ 2012, 23:26
by stranger
მოყევით რა ნახეთ საინტერესო და ფოტოებიც დადეთ :)

ვეძებდით მეგალითს, ვიპოვეთ სხვა მეგალითი - 16.04.12

Posted: 23 აპრ 2012, 07:57
by Tamari-ch.
stranger
ბოლო ბოლო ვნახეთ რასაც ვეძებდით და წინაზე ვერ მივაგენით
საკმაოდ შორსაა წყაროდან და რთული ასასვლელიც - სულ აღმართებზე ვიარეთ - სულ დაგვჭირდა 4 - 5 საათი...

წყაროს გვერდითვე კიდევ უამრავი ნასახლარი ვნახეთ, საწნეხელიც კი...

აღმართებზე ზემოთ კიდევ იყო ნასახლარები - ბევრად უფრო შთამბეჭდავი, ვიდრე ჩვენ ვნახეთ...

მთელი 5 - 6 ჰექტარის ფართობზე გაშლილია რაღაც ძველი - ნასოფლარი ან შეიძლება ქალაქიც კი... დათარიღებული ჯერ არაა -

გვახლდნენ ილიაუნის არქეოლოგები და გეოლოგები

ნაწილმა თქვა, რომ შეიძლება შუასაუკუნოვანი ნასახლარებიაო
ნაწილი ფიქრობს რომ ცენტრალური ნაწილი მეგალითური წყობისაა..
გაჩვენებთ ფოტოებს...

შეიძლება ერთიც იყოს და მეორეც
ანუ იყო ადრე ციკლოპური ნასახლარები და შუა საუკუნეებში კიდევ მიმოაშენეს...

ვეძებდით მეგალითს, ვიპოვეთ სხვა მეგალითი - 16.04.12

Posted: 23 აპრ 2012, 09:54
by Tami
Tamari-ch.
თამარიჩ, ფოტოებიც გვანახე რა.

ვეძებდით მეგალითს, ვიპოვეთ სხვა მეგალითი - 16.04.12

Posted: 23 აპრ 2012, 10:01
by Tamari-ch.
Tami
დავახარისხებ და დავდებ ნელ ნელა


ახალ თემას აღარ გავხსნი ფაქტიურად ეს იყო წინა გასვლის გაგრძელება


1. რეგიონი: ქვემო ქართლი

2. მარშუტის დასახელება: თბილისი - ჩხიკვთა - ჭივჭავი - მამულოს მიდამოები - თბილისი

3. ხანგრძლივობა: 1 დღე

4. სირთულე: საშუალო სირთულის

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება: ბენზინის ხარჯის მიხედვით საშუალოდ თითოს დაუჯდა 16-20 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა: ორი ჯიპით სულ 9 კაცი + ილიაუნის ექსპედიცია(8 კაცი)

7. გასვლის ორგანიზატორი: - Tamari-ch.

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფ. პანტიანი, მამულო, ბედიანი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: თბილისიდან დაახლოებით 100-110 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი: დაახლოებით 2- 2,5 კილომეტრი

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები: ჩხიკვთას ეკლესია, ჭივჭავას მენჰირი, მამულოს მიდამოებში დიდ ფართობზე გაშლილი ნასახლარები

12. საბანაკე ადგილები: - წყაროსთან

13. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: სასურველია ჯიპიესი თუ გინდათ იპოვოთ ის, რასაც ეძებთ... :lol:

14. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო ნაადრევი გაზაფხული ან გვიანი შემოდგომა

15. რისკები, საფრთხეები: არაფერი განსაკუთრებული

16. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის: თითქმის ყველგან იჭერს

17. სასარგებლო ბმულები, მზადება

http://karavi.ge/viewtopic.php?t=5556&start=0
http://karavi.ge/viewtopic.php?t=5558


18. რუკა
Image

ვეძებდით მეგალითს, ვიპოვეთ სხვა მეგალითი - 16.04.12

Posted: 23 აპრ 2012, 10:18
by Tamari-ch.
როგორც აღვნიშნე ჩევნ გავყევით ილიუნის პატარა ექსპედიციას...

მათი პირველი პუნქტი იყო ჩხიკვთას ეკლესიასთნ არსებული რაღაც მეგალითური ნაგებობა

აი ეს

ჩხიკვთას სამება // ლ.მელიქსეთ - ბეგი - მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938 წ., გვ. 42
აღბულაღის მახლობლად, სოფელ ჩხიკვთის თავზე, სადაც სამების წმ.გიორგის ცნობილი ეკლესიაა, მდებარეობს ციკლოპური ნაციხარი, რომელსაც XVIII საუკუნეში ვახუშტი, როგორც ზევით უკვე ვნახეთ, "გმირთ-ნაკვეთ"-ს, ხოლო ბარათაანთ გუჯარი "გმირთკვეთილ“-ს უწოდებს. ეს ნაციხარი 1905 წელს ინახულა ე.თაყაიშვილმა, და მას ასე აღწერს: «Вершина Самебы представляет продолшоватую площадку, окаймленную с двух доступных сторон, с юга и востока, оградою, сложёною из больших каменных глыб без всякого цемента... Камни её не принесены извне, а добыты на самой вершине Самебы. Она, как видно, была скалиста, и расчистив вершину, собранные камни нагромоздили с двух сторон, так как две другие стороны по своей крутизне не нуждались в защите. Правда, чтобы сдвинуть с места такие камни, нужна была большая сила, но это гораздо легче, чем поднять их на такую высоту». (Е. Такаишвили, Археологические экскурсии, разыскания и заметки, вып. II, Тфл. 1905, стр. 14-15 (ჩვენს სტატიაში „ახალი პრობლემა საქართველოს ისტორიაში“, გვ. 222). ამ აღწერას უნდა დაემატოს მხოლოდ ის, რომ ამჟამად „გმირთ-ნაკვეთ“, „გმირთ - კვეთილ“-ში ერთადერთი ზღუდეა ოდნავად დაცული, რომელიც დაშლის გზას ადგია. საჭიროა აგრეთვე აღინიშნოს, რომ თვით სამების მთა ვულკანური წარმოშობისაა" .

http://saunje.ge/index.php?id=985&optio ... =5&lang=ka

გადაწყდა გვენახა ეს "გმირთ-ნაკვალევი"

ვეძებდით მეგალითს, ვიპოვეთ სხვა მეგალითი - 16.04.12

Posted: 23 აპრ 2012, 11:33
by Tamari-ch.
ჩხიკვთას სამება და აი ეს გალავანი....

ზოგან მართლა ატყვია ადამიანის ხელი, ზოგან კი ბუნებრივ წარმონაქმს ჰგავს...

თავად ეკლესიაც დიდი კვადრებითაა ნაგები

Image

Image

Image

Image