ე.წ. ცილინდრული გუმბათი.....

მისი ანალოგი არ გვხვდება არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში....
ეს საკურთხევლის ადგილი უნდა იყოს
გათხრილია

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
წმინდა ესტატეს ცხოვრებიდანააmatroska wrote:ბატონი ლადო ყვებოდა ირმის დაჭრის გარფიტის შესახებ საინტერესო ისტორიას. ვერ აღვიდგინე, რომელ ფრესკასთან გაავლო პარალელი. ხომ ვერ გაიხსენებთ, ქართული აგიოგრაფიის რა სცენაა? წინასწარ მადლობა ჯგუფ ,,გარეჯის ქარიშხალს"
სხვათაშორის ამ თემაზე ვსაუბრობდით ბატონ ლადოსთან გზაში და მან გვითხრა, რომ გარეჯის უდაბნოში ყოფილა საუკეთესო შავმიწა ნიადაგი და კომუნისტების დროს იყო მცდელობა ეს ზონა გადაექციათ მეურნეობადო, წყალიც კი გამოჰყავდათო არხებით - თამარ მეფის დროს გამოყვანილი არხიც კი გვაჩვენა... ანუ ოდესღაც აქ ყოფილა უხვი ტყეებიო.. საგარეჯოსთანაც ნაპოვნია რაღაც ძველი ცივილიზაციის კვალიო - საუბარია 3000 - 4000 წლის წინანდელ ამბებზე... და გასათხრელიაო და გამოსაკვლევიაო ეს ყველაფერი...პალინოლოგიური ანალიზისა და მაკროფლორის ნაშთების მონაცემების თანახმად, ადრე სარმატულში მცენარეული საფარის ძირითად ფორმაციას წარმოადგენდა პოლიდომინანტური ტყეები. Aამ ტყეებში, რომლებიც დანაწევრებული რელიეფის სხვადასხვა დონეებზე იყო გავრცელებული, ხარობდა როგორც სუბტროპიკული, ასევე ზომიერად სითბოს მოყვარული მცენარეები.
განსხვავებული კლიმატური პირობები არსებობდა კახეთის ტერიტორიაზე (დავით გარეჯის ჭრილი). აქ ფიჭვის როლი შემცირებული იყო; მცენარეულ საფარში დიდ მონაწილეობას ღებულობდნენ სითბოს მოყვარული წიწვოვნები, სუბტროპიკული ფარულთესლოვნები და გვიმრები. ეს ყველაფერი მიუთითებს სარმატულში უფრო ტენიანი ჰავის არსებობაზე გარე-კახეთის ტერიტორიაზე, ვიდრე ქართლში. ამ ჭრილის პალინოლოგიური კომპლექსის უმეტესი ნაწილი (დათარიღებული ადრე და შუა სარმატულით) ასახავს მცენარეულობას, სადაც ჭარბობს სუბტროპიკული ხე-მცენარეები და გვიმრები, kerZod,MMohria, Anemia, Lygodium და Gleichenia.
მოყვანილი მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სარმატულ საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატი, ზოგადად, სუბტროპიკული იყო. რაც შეეხება სინოტივეს, მისი განაწილება ამ რეგიონის მთელ ტერიტორიაზე არ იყო თანაბარი. ქართლი ხასიათდებოდა შედარებით დაბალი ტენიანობით, ვიდრე კახეთი, სადაც გაბატონებული იყო უფრო ტენიანი სუბტროპიკული ჰავა.
ანუ ყვაოდა და იფურჩქნებოდა უდაბნოს ტერიტორია, მაგრამ მივიღეთ ის რაც გვაქვს ახლა სამწუხაროდ