ზემო კრიხის შემდეგ ჩამოვედით გიზუკას ეზოში დარჩენილი ხალხის ასაყვანად და აქ უსიამოვნო ინციდენტი შეგვემთხვა - იკო იკოს გარშემო ხალხი ტრიალებდა და ბალახზე სისხლიანი ხელსახოცები ეყარა - ჯერ ვერ მივხვდი რა ხდებოდა,
ვიფიქრე ალბათ თითი გაიჭრა მეთქი
მივედი იკოსთან - თითი მაჩვენე მეთქი - არ მაჩვენებს - მალავს..
ბოლოს შევუღრინე - მაჩვენე ექიმი ვარ მეთქი
და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჭრილობა მინახავს, კინაღამ გული შემიწუხდა ჭრილობის დანახვაზე -
თითის ფალანგის ნახევარი მოჭრილი იყო!
სად მოიკვნიტე ასე უბედურად მეთქი - სკამში მომყვაო...
ყველაზე მეტად კი იმან გამაკვირვა რომე ეს მომხდარა ზემოკრიხიდან უკან ჩამოსვლისას და იკო ამას მალავდა- სხვა არ შევაწუხოოო...
გადავირიე - ან ტკივილის ითმენდა მართლა უზარმაზარი ძალისხმევით და ან ტკივილის შეგრძნება საერთოდ არ ჰქონდა??? ხალხი შოკში ვარდება ტკივილისგან ასეთ ჭრილობაზე -ეს კი ცდილობდა ჩუმად, მარტო შეეჩერებინა სისხლი - სხვა არ შევაფერხოო...

ტყუილა კი არ შეარქვეს ამ ამბის მერე იკოს - კარავის რემბო!
მოკლედ დავაკვირდი ჭრილობას - საველე პირობებში მისი ასე დატოვება არ შეიძლებოდა - შავი წერტილები შევამჩნიე ჭრილობაში და შესაძლოა ეს მიწის ნაწილაკები ყოფილიყო...
გადაწყდა წავსულიყავით საავადმყოფოში - სხვები კი ამ დროში მაღაზიებში დაივლიდნენ ამბროლაურში - წუხანდელი ქეიფის შემდეგ საჭმელი შემოგვაკლდა...
მე და იკო წავედით საავადმყოფოში - ჭრილობა დაუმუშავეს. საავადმყოფოც მომეწონა - სუფთად გარემონტებული, ნორმალური ატმოსფერო - ესაა ცოტა დიდი დრო დასჭირდა საბუთების გაფორმებას...
ამასობაში კარველები გველოდებოდნენ ხიდთან
