Page 6 of 22

დიდი მესხეთი - ჯიპტური 2009 14-15 ნოემბერი

Posted: 16 ნოე 2009, 19:31
by Makena
გაგრძელება იქნება :lol:

დიდი მესხეთი - ჯიპტური 2009 14-15 ნოემბერი

Posted: 16 ნოე 2009, 20:08
by meleksa
უძაანმაგრესია


მეც მინდაააააა :roll:

დიდი მესხეთი - ჯიპტური 2009 14-15 ნოემბერი

Posted: 16 ნოე 2009, 20:42
by Mta Mkvarebia
Makena
რა ოპერატიული ხარ? ძალიან კარგი ფოტოებია :D
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ლამაზი მოგზაურობისთვის :D
ამინდის მიუხედავად, მართლა თბილი და სასიამოვნო გასვლა გამოგვივიდა. ულამაზესი ადგილები ვნახეთ და კარგი ხალხი გავიცანით. დადებითი შთაბეჭდილების წაშლა წვიმამ და ჯავახეთის სუსხმაც კი ვერ შეძლო :)

ჩემი რეპორტაჟი ოდნავ მოგვიანებით იქნება.

დიდი მესხეთი - ჯიპტური 2009 14-15 ნოემბერი

Posted: 16 ნოე 2009, 20:54
by Int3lig3nt
ეეეჰ...
მარა მანდ რომ წამოვსულიყავი, გაციება არ ამცდებოდა...

ყოჩაღ მძღოლებს და რაც მთავარია ორგანიზატორს :).

დიდი მესხეთი - ჯიპტური 2009 14-15 ნოემბერი

Posted: 16 ნოე 2009, 21:07
by L-O-M-I
Makena
სუპერკადრებია :)

კიდევ მინდა :)

დიდი მესხეთი - ჯიპტური 2009 14-15 ნოემბერი

Posted: 16 ნოე 2009, 21:40
by Eh_Dato
"ლეპისი ანუ მიწისქვეშა ნასოფლარი"

ფოტოები?
ინფორმაცია?
რაც თურქეთში კაიმაკლი, იჰლარას ხეობა ვნახე და ხათუსაში ვიყავი, ძალზე დამაინტერესა მიწისქვეშა დასახლებების ფენომენმა საქართველოშიც.
მართალია ბერძნები იბრალებენ - ეს ყველაფერი ჩვენი ნახელავიაო, მაგრამ არ უნდა იყოს მთლად მართალი - თუ არ ვცდები კაპადოკიის მიწისქვეშა ქალაქებში ალექსანდრე მაკედონელის ლაშქარიც გაჩერებულა. ამდენად ამგვარი ქალაქების წარმოქმნა უფრო ხეთების იმპერიასთან უნდა იყოს დაკავშირებული.
მე არაისტორიკოსს საქართველოს ისტორიაში ასე წამიკითხავს - მესხური ტომები სამხრეთიდან უნდა იყვნენ ამოსულები. ცხადია - წინა აზიას ვერ გადმოახტებოდნენ და ხეთებთანაც ურთიერთობაშიც იმყოფებოდნენ.
საინტერესოა - იქნებ აზრი ჰქონდეს რაიმე პარალელების დაძებნას მესხურ და კაპადოკიურ მიწისვეშა დასახლებებს შორის.
სამწუხაროა, მაგრამ მიწისქვეშა დასახლებების ფენომენი საქართველოში განსხვავებით ვარძიის, ვანის და სამსარის გამოქვაბულ კომპლექსებისგან ფაქტიურად შეუსწავლელია.
ან შესწავლილია და მე არ ვიცი... :roll:

დიდი მესხეთი - ჯიპტური 2009 14-15 ნოემბერი

Posted: 16 ნოე 2009, 22:42
by natalia
Makena
მაგარი ფოტოებია.

დიდი მესხეთი - ჯიპტური 2009 14-15 ნოემბერი

Posted: 17 ნოე 2009, 00:41
by Nephros
Eh_Dato wrote:" მესხური ტომები სამხრეთიდან უნდა იყვნენ ამოსულები. ... და ხეთებთანაც ურთიერთობაშიც იმყოფებოდნენ.
საინტერესოა - იქნებ აზრი ჰქონდეს რაიმე პარალელების დაძებნას მესხურ და კაპადოკიურ მიწისვეშა დასახლებებს შორის.
ამას ბევრი ისტორიკოსი იზიარებს, ამასვე ამბობდა ადამიანი, რომელსაც მესხობა ასე ეამაყებოდა:
აქ დაბინავდა ახალ კერაზე
ხეთის ქვეყნიდან მოსული ხალხი;
გამოქროლილი ფრთიან მერანზე,
გამოტყორცნილი მრისხანე ტალღით.

ხშირად მისი გზა სისხლნადინარი
ძლიერ ქარიშხალს დაუბორკია.
ბრძოლით დასტოვა შუამდინარე,
ღალისის პირი, კაბადოკია.

დიდი მესხეთი - ჯიპტური 2009 14-15 ნოემბერი

Posted: 17 ნოე 2009, 08:56
by GAMARJOBA SAKARTVELO
აღვნიშნავ, რომ შესანიშნავი გასვლა იყო.
Makenaმ ამ გასვლის შემდეგ მიიღო თიკუნი ათაბაგთა ათაბაგი.
ამ გეზს ზაფხულში, როდესაც დღე დიდია, მზეველები კი - მწვანეა, სიამოვნებით გავივლიდი.
თუ სწორად მახსოვს, 1ლ დღეს გავლილი მანძილი 1ლი ძეგლლიდან ბოლო ძეგლამდე - აჩხიადან თმოგვის ციხემდე 32 კმია, 5 კმც სოფლამდეა.
ამ მანძილის ფეხით გავლაც ბრწყინვალე იქნება.

მე2 დღეს უამინდობის გამო, ოქროსა და ზანავის ციხეები ვერ ვნახეთ.
ჰოდა, დავგეგმოთ იქით წასვლა

დიდი მესხეთი - ჯიპტური 2009 14-15 ნოემბერი

Posted: 17 ნოე 2009, 09:19
by GAMARJOBA SAKARTVELO
Eh_Dato wrote:"ლეპისი ანუ მიწისქვეშა ნასოფლარი"

ფოტოები?
ინფორმაცია?
რაც თურქეთში კაიმაკლი, იჰლარას ხეობა ვნახე და ხათუსაში ვიყავი, ძალზე დამაინტერესა მიწისქვეშა დასახლებების ფენომენმა საქართველოშიც.
მართალია ბერძნები იბრალებენ - ეს ყველაფერი ჩვენი ნახელავიაო, მაგრამ არ უნდა იყოს მთლად მართალი - თუ არ ვცდები კაპადოკიის მიწისქვეშა ქალაქებში ალექსანდრე მაკედონელის ლაშქარიც გაჩერებულა. ამდენად ამგვარი ქალაქების წარმოქმნა უფრო ხეთების იმპერიასთან უნდა იყოს დაკავშირებული.
მე არაისტორიკოსს საქართველოს ისტორიაში ასე წამიკითხავს - მესხური ტომები სამხრეთიდან უნდა იყვნენ ამოსულები. ცხადია - წინა აზიას ვერ გადმოახტებოდნენ და ხეთებთანაც ურთიერთობაშიც იმყოფებოდნენ.
საინტერესოა - იქნებ აზრი ჰქონდეს რაიმე პარალელების დაძებნას მესხურ და კაპადოკიურ მიწისვეშა დასახლებებს შორის.
სამწუხაროა, მაგრამ მიწისქვეშა დასახლებების ფენომენი საქართველოში განსხვავებით ვარძიის, ვანის და სამსარის გამოქვაბულ კომპლექსებისგან ფაქტიურად შეუსწავლელია.
ან შესწავლილია და მე არ ვიცი... :roll:

იჰლარას შემდეგ ქართულ მიწისქვეშა სამალავ-საცხოვრებლებთან პარალელები მეც ამომიტივტივდა.
იმდროინდელი ყოფა თუ საფრთხეები 1ნაირი იყო იმ დასახლებებისთვის, სადაც ახლანდელი თურქეთი
და სამხრეთ საქართველოა.
შესაბამისად, ნაგებობები, თავდაცვითი იქნებოდა თუ საყოფაცხოვრებო, 1ნაირი თუ არა, მიმსგავსებული მაინც იქნებოდა.

ვარძიასთან ახლოს რამდენიმე მიწისქვეშა კომპლექსია, დარნებს რომ ეძახიან. ზოგო გამოუკვლევია, ზოგსაც იკვლევენ.
იმედია, წინ მნიშვნელოვანი აღმოჩენები გველის.
ყველაზე მეტად რაც მაკვირვებს, ის არის, ამხელა მიწისქვეშა სამალავებში როგორ მოხერხდა საჰაერო სისტემის მოწყობა.
მეტროში რომ ჩახვიდე და ვენტილიატორები გააჩერო, სუნთქვა უკვე გაუსაძლისი ხდება.

ქართული დარნები თურქულის (კაპადოკიის) მსგავსია. მხოლოდ, რაც მე მინახავს, ჩვენი ბევრად მცირეა.

და კიდევ, დასახელებაში "მესხეთი" - "ხეთი", ალბათ, შემთხვევითი არ არის

დიდი მესხეთი - ჯიპტური 2009 14-15 ნოემბერი

Posted: 17 ნოე 2009, 10:17
by navigator
მაგარი მოგზარობა გქონიათ, ვნახე სურათები :)

დიდი მესხეთი - ჯიპტური 2009 14-15 ნოემბერი

Posted: 17 ნოე 2009, 10:51
by GT.ge
Image

დიდი მესხეთი - ჯიპტური 2009 14-15 ნოემბერი

Posted: 17 ნოე 2009, 10:57
by GT.ge
Image

დიდი მესხეთი - ჯიპტური 2009 14-15 ნოემბერი

Posted: 17 ნოე 2009, 10:59
by GT.ge
Image

დიდი მესხეთი - ჯიპტური 2009 14-15 ნოემბერი

Posted: 17 ნოე 2009, 11:29
by QEBURIUS
Makena wrote:ზემო ნიალა 2015 მეტრი ზღვის დონიდან
Image
კომუნისტური არქიტექტურა გლიჯავს რა!!!!!!!!!!!