ეს იქაური ცხენია


ეს კი თავად ვერხოვანი:

დათო და ელგუჯა ბიძია: მათ უკან სოფელი ალისგორი მოჩანს

ეს კი ვერხოვანი ქვემოდან:

უფრო ახლოდან


სოფელი ალისგორი


როდესაც სოფელ ჯვარბოსელთან მივედით, დასასვენებლად ჩამოვჯექით. უკვე უნდა გვეფიქრა დასაბანაკებელი ადგილის მოძებნაზე. როგორც ჯვარბოსელში გვითხრეს ბეღელას ხიდამდე არც ისე დიდი მანძილი იყო დარჩენილი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დღეს ბეღელას ხიდთან დავბანაკებულიყავით და ხვალ უკვე წოვა-თუშეთის სანახავად წავსულიყავით. ეს უკვე კარგი იყო: წოვა-თუშეთი ხომ ყველაზე ლამაზი ადგილია მთელს თუშეთში! (ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ

ასე რომ გავემართეთ ბეღელასკენ. ეს ჯვარბოსელია

აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ჯვარბოსელში ერთმა კეთილმა თუშმა ქალმა ცოტა პური მოგვცა რაც ძალიან ძვირფასი საჩუქარი იყო ჩვენთვის იმ მომენტში

როდესაც ჯვარბოსელს გამოვცდით, ერთი მონგრეული ხიდით მდინარე თუშეთის ალაზანი გადავჭერით და სამანქანო გზაზე ავედით.
აი ის ადგილიც:

ეხლა უკვე ისღა დაგვრჩენოდა, რომ სამანქანო გზას მივყოლოდით: სანამ ბეღელას ხიდს არ მივადგებოდით. გზაში უამრავი სოკო გვხვდებოდა და ამიტომ მათი შეგროვება გადავწყვიტეთ.
გიორგი და ელგუჯა ბიძია მონდომებით აგროვებენ სოკოს


უკვე შუადღის 1-2 საათი იქნებოდა. ყველა შეაწუხა შიმშილის გრძნობამ. ამიტომ ერთგან გზის პირას ჩამოვჯექით და გემრიელად შევექეცით ყველს და თუში ქალის მოცემულ პურს. თან კარგი დასვენებაც გამოგვივიდა.
ასე ნახევარ საათში გზა განვაგრძეთ. ნელ-ნელა მივდიოდიტ საჩქარო მაინც არაფერი არ გვქონდა. ესეც გზაში გადაღებული სურათები:

გომეწრის ხეობა:
უკან სოფელი ჯვარბოსელია

კიდევ უფრო უკან კი სოფელი კოკლათაა


ცოტა ხანში სამანქანო გზა ისევ ტყეში შევიდა. ერთერთ ადგილას კი როდესაც დასასვენებლად ჩამოვჯექით, პატარა მდელო შევამჩნიეთ, რომელიც მოფენილი იყო უამრავი მოცვით! ნეტავ იცოდეთ რა გემრიელი იყო იქაური მოცვი! ცოტა ხანში ყველას მოსვრილი გვქონდა ხელები და პირი, თუმცა მოცვი მაინც არ ილეოდა!

იქვე ბალახებში ძალიან ლამაზი პეპელა შევამჩნიე, რომლის მსგავსიც ადრე ნამდვილად არ მყავდა ნანახი. აი ისიც:





როდესაც მოცვით გული ვიჯერეთ, გზა განვაგრძეთ. გომეწრის ხეობა და ალაზანზე გადებული საცალფეხო ხიდი:

საინტერესოა ვინმე თუ სარგებლობს ამ ხიდით



ეს ყვავილი ძალიან მომწონს: ძირითადად მდინარის პირებზე იცის ქვიშიან და შლამიან ადგილებში

და აი სოფელი ბეღელაც გამოჩნდა: მთის წვერზე კოხტად შემოსკუპული


უკვე ახლოს ვიყავით დღევანდელ საბანაკე ადგილთან.

გოშა და წინ დედაჩემია:

ისევ გომეწრის ხეობა:

და ბოლო შესვენება გზის პირას:

ბეღელას ხიდთან მალე მივედით. დღეს აქ უნდა დავბანაკებულიყავით. იქვე გზიდან ოდნავ შემაღლებულზე შესანიშნავი საბანაკე ადგილი იყო. ტყის პირას ფიჭვების ქვეშ რბილი მიწა იყო და ღამით გვერდები არ გვეტკინებოდა. თან წყალიც არ იყო შორს: ბეღელას ხიდს, რომ გადაივლიდი იქვე უერთდებოდა ალაზანს ქათქათა ნაკადული. შეშია საძებნელადაც არ მოგვიწევდა ბევრი სიარული: იქვე მდინარის ნაპირზეც უამრავი შეშა ეყარა და თან თუ რამეა ტყიდანაც შეიძლებოდა შეშის გამოტანა. ასე რომ სიმართლე გითხრათ ასეთი კარგი საბანაკე ადგილი სხვაგან არ შემხვედრია!
ხალისით გავშალეთ კარვები და როცა ყველანი მოვწესრიგდით, ცოტა წამოწვიმა, თუმცა ჩვენდა ბედად მალევე გადაიღო: არ გაგვწირა ამინდმა კარვებში შესაძრომად!

ესეც ჩვენი საბანაკე ადგილი: ვინც ნამყოფი ხართ აუცილებლად იცნობთ იქაურობას


Â