ჰხოდა ბარემ მესამე დღის ამბებსაც მოვყვები
და
მოვიხდი ვალს
კაცობრიობის წინაშე
კი არა და
მე - კაცობრიობა....:ბოლი
ჰხოდა ასთრე...
ზნაკვის გამგეობის ეზოში დაბანაკებულები ძროხის ზანზალაკის ხმამ გამოგვაღვიძა.. სანამ რაჭველი ძროხუკა მიხვდა, რომ კარავი არ იჭმეოდა,
ჩვენ უკვე გამოფხიზლებულები ვიყავით...
გადავწყვიტეთ სანამ დანარჩენ კარაველებს შევუერთდებოდით, ზნაკის სასაფლაო დაგვეთვალიერებინა... იქნებ და ჩემი რომელიმე წინაპრის საფლავიც აღმომეჩინა...
20ნებას კაცი არ მოუკლავს, მითუმეტეს ქალი
ო
ჰხოდა გოგონები გავეშურეთ სასაფლაოს საძებნელად... ჩვენი მეგზურობა გზაზე შემთხვევით შეხვედრილმა ერთმა ზნაკველმა ითავა, რომელმაც ახლახანს აღდგენილი ეკლესიის ეზოში მიგვიყვანა..
თურმე ეს ეკლესია 1904 წელს აუგიათ ბერძენ ოსტატებს.. თუმცა კომუნისტების დროს კლუბად ყოფილა გადაკეთებული...
ეკლესიაში წირვა-ლოცვა მოსახლეობსი ნაკლებობის გამო სისტემატურად არ მიმდინარეობსო..
ეკლესიის ეზოში არც თუ ისე ახალი სასაფლაო იყო, მაგრამ არც ისე ძველი, რომ 200 წლის წინანდელი წინაპრების საფლავები მეპოვნა...
ჰხოდა ისა...
რაღაც განსაკუთრებით დამამახსოვრდა პატარა გოგონას საფლავი.... დიიდიი სურათჳ იყო ფერადი და ბავშვი ინვალიდის ეტლში იჯდა...მმ..
ჰხოდა სასაფლაოზე ვიპოვნე ჩემი ნათესავები , ოღონდ, საბედნიროდ, ცოცხლები......
ნათელა ბებია და მმმ ...მეორე ბებიის სახელი აღარ მახსოვს - (ვაიმე, სირცხვილო სად არის სიწითლე შენი) თავიანთი მეუღლეების (კვახაძეების) საფლავებს ასუფთავებდნენ... შევპირდით, რომ მოგვიანებით კიდევ ვნახავდით და მეორე, უფრო ძველი სასაფლაოს სანახავად გავეშურეთ...
ძველი სასაფლაოს ეზოში მე-7 საუკუნიდან შემორჩენილი ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები დაგვხვდა... ზნაკვაში ღვთისმშობლობა - 28 აგვისტო განსაკუთრებულად აღინიძნება... სასაფლაოები სამწუხაროდ ვეღარ ვნახეთ, რადგან
არ ვიცი, რრატომმ
მოსახლეობას საფლავის ქვები ერთად შეუგროვებია
და
ერთ დიდ მიყრილ გორაკს წარმოადგენდა...
ზნაკვის გამგეობის ეზოში დაბრუნებულებმა თითქმის უმი ქათამი მივირთვით....

საწყალი ქათამი, რომ ვჭამდი
ვგრძნობდი
როგორ
დაფრთხიალობდა......
კი არა და
ამასობაში წვიმამ ისევ გაგვახსენა თავისი არსებობა...
ელიოზა, არჩილი და მაისა დანარჩენი კარაველების მოსაყვანად წავიდნენ, ჩვენი კი ნათელა ბებო გვესტუმრა ცხეეელ-ცხეეელი ხაჭაპურებით.....
ნათელა ბებომ თავის სახლში წამიყვანა... კვახაძეების ძირძველი სამოსახლო სწორედ ჩემს სახლში იყო და აუცილებლად უნდა ნახოვო.... ისეთი საყვარელი ბებია იყო, ისეთი, ისეთი, როომ......

თან ისა... დანარჩენებთან ღვინო გამომატანა... ბიჭები არიან, ვიცი სასმელი ენდომებათო...

რა იცოდა, რომ გოგოებიც არანაკლებად ვსვამდით...
ჯერ ცხელცხელი ხაჭაპურების ჭამა არ გვქონდა დამთავრებული, რომ უეცრად მეორე ბებოც გამოჩნდა - (ირცხვილი, სირცხვილი, როგორ არ მახსოვს მისი სახელი

) ამჯერად ცხეეეელცხეეელი ლორიანი ლობიანებითა და არყით : ))) აი ასეთი მასპინძლობა იციან ჩემს სოფელში
:ბოლი
მარა წინ თურმე კიდევე რთი სტუმარ-მასპინძლობის გამოვნელა მელოდა... : ))
თან რატომღაც, ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი
ალბათ იმიტომ, რომ
წვიმაში, ტყეში სამი დღის მყოფებს
ყველაზე მეტად
ყავა გვენატრებოდა....
ჩემი სამარშუტო ტაქსში ჯდომის დროს ტრულის ცემი კიდევ ერთი ბიძაშვილი გაუცნია და ჩვენც- მე, პერწკლი, სალომე და ტრული სწორედ მისი სახლისკენ გავეშურეთ...
ჰხო..იმ სახლში მივხვდი, რომ
ფესვები
და
გენები
დროსა და სივრცეს არ ეგუებიან
და
ყველა კვახაძ
მთაში, ბარში, ტყეში, ღრეში
ერთნაირია.....
ჩემი ბიძაშვილის ოჯახი თურმე ფუტრებს ზრდის... ეზოში 100 მდე სკა იდგა...
ჰხოდა ისა...
ფუტკრები თურმე ძალიან ჰგვანან ადამიანებს,,,
მითუმეტეს ქართველებს
ჰხო, ქართველიც ადამიანია თქვენ წარმოიდგინეთ,,,,,,,,, : ))]
ჰხოდა, თურმე მთელი წლის მანძილზე მამალი ფუტკარი ზის და არაფერს აკეთებს,
სხვები კი მთელ დღეს შრომობენ, რომ არჩინონ
ჰხოდა ზამთარში
როცა განსაკუტრებით აუტანელი და ძნელი ხდება საკვენის მოპოვება
ფუტკრები შეიკრიბებიან და ამ მამალ ფუტკარს სკიდან აგდებენ...
ჰხუხ, როგორ მოგვინდა ზოგიერთჳს გადმოგდება მარშუტკიდან
კი არა და
რაც მთავარია,
კვახაძეების ოჯახში ცხეეეელცხეელი ნალექიანმოდუღებული ყავა მივირთვით
უუუგემრიელესი...
რაღა თქმა უნდა
რომ
ზნაკვადან
ქვებს წამოვირებდი
თან ერთს კი არა და
სამს
სმაილს დიიდი მადლობა ერთი ლამაზუკა ქვის ჩუქებისთვის...
ჰხოდა ასთრე...
ზნაკვას არ დავმშვიდობებივარ
უბრალოდ
დროებით გამოვეთხოვე
ახლა ნამდვილად ვიცი
რომ
ზნაკვა
ჩემი სოფელია
ჰხოდა აქ ტიტრები უნდა ავიდეს
სევდიანი მუსიკის ფონზე
კი არა და
ჭირი იქა
ლხინი აქა
ჩანჩქერის და კოშკის ისტორია
თავისი სურათებითურთ
შეგიძლიათ
თქვენ მოყვეთ
