აქ კიდევ ერთი იაღლიში მოგვივიდა -
სასაფლაოს გვერდი ავუარეთ და წავედით ჯერ მარჯვნივ რაღაც გზაზე -
მერე მივხვდით რომ ეს გზა ახალსოფელისაკენ მიდიოდა -
დავბრუნდით უკანა და ახლა
წავედით სასაფლაოს მარცხნივ -
რაღაც გზისმაგვარი იყო თითქოს -
მერე ვხედავთ, რომ გზა აღარაა -
არც კაციშვილია რომ ვკითხოთ ამბავი -
თამაზიმ გაზს დააჭირა და გადავედით მინდორზე -
უკვე მიქრის ჩვენი სამარშრუტო მინდორზე -
და ახლა ჩვენ გაგვყავს გზა...
აიჭრა ჩვენი "ლურჯა" მთაზე და მიადგა ტყეს...
ახლა საით??
უცებ მოპირდაპირე გორაზე შევნიშნეთ ეს პატარა ეკლესია -
და
დავინახეთ მწყემსები
გვეშველა!! -
მივედით ერთ ბაბუსთან
"ეგა შვილო სხვა ეკლესიაა - კოპალას ვეძახითო -
იხინჭა მაღლაა მთაშიო - ტყეშიაო -
ადით ამ გორაზეო -
ტყეში შეხვალთ და მერე სწორზე ახვალთ ტყეში და დაინახავთო იქო...
ერთ ნახევარი საათის გზააო.."
უკეთესი იქნება თუ სასაფლაოსთან გახვალ და ხრეშიან გზას აუყვებითო -
პირდაპირ მიგიყვანთო"... -
წამოვედით უკან -
