მოგესალმებით ყველას აწ უკვე შავ არაგვ-დალეულ -(კარგად შევირგეთ!)-გატოპილი (ესეც!

) და თქვენზე ძალიან მონატრებული!!!!!!!!!!
მშვენიერი დღე იყო.............
და მთელი დღე გოდერძი სულ ახლოს იყო ჩვენთან. იმას ავყევით ჩოხის ბოლოდან არაგვის ნაპირზე..........
ხოდა ჩვენი გალაშქრების ფოტოები ბუნებაში არ არსებობს, გულით და თვალებით დავიმახსოვრეთ მე და ლელამ..........
"ქვემოთ ღრღიან ჭალაზე, მღვრიე, ჯოჯოხეთის შავ ცხენზე მჯდარი მაყარივით შავი არაგვი მორბის. არაგვის ერტ მხარეს ოდნავ შემაღლებული გორაა, მერე მინდორი იწყება. ეს ერტადერთი სწორი ადგილია მთელ ხეობაში და ჩემი სკოლაც ამ მინდორზე დგას...."- რაღაც სხვანაირად იკითხება ახლა ხო? გავიმშობლიურე ეს ადგილები და გავგუდამაყრელდი მგონი....
ხოდა ჩოხში სულ ბოლო სახლის წინ რომ ვისვენებდით მე და მაკარენკოები, ეზოდან ბებო გამოვიდა და შემოგვიერთდა.
-მოგწონთ არა აქაურობაო?? ერთი ზამთარშიც ნახეთ ბარემ! აემ მთიდან ზვავი რომ წამოვა გრუხუნით და თან მოაქ ყველაფერი, როგორიაო!"- ნამდვილი გუდამაყრელი ქალი იყო, ნამდვილი ადგილის დედა!!!!
სუნთქვა შემეკრა, წინა საღამოს წავიკითხე ზუსტად "ფიზკულტურის მასწავლებელი"..... "ჩვენ თავქუდმოგლეჯილი გავიქეცით და ძლივს გავასწარით ზვავს, რომელიც კი არ გუგუნებდა, როგორღაც საზარლად შრიალებდა. სამშვიდობოს რომ გავედით კიდევ დიდხანს გავრბოდით...."
და ესეც ...............
"ვისაც ერთხელ მაინც, ზაფხულში ბურსაჭირის ფერდობი უნახავს, იმას თავისუფლად შეუძლია თქვას, რომ სამოთხე ნახა. შუა ფერდობზე მდინარე მოჰქუხს, მდინარის იქით-აქეთ ათასნაირი ყვავილებით მოქარგული კალთებია გადაშლილი და რაც უფრო ზემოთ და ზემოთ აუყვები ამ ფერდობებს, თეთრად გადაპენტილ დეკიანებში შეხვალ. ფერდობსა და ფერდობს შორის მოქცეულ ტაფობებში პატარა, ლურჯად მოლივლივე ტბებია ჩამდგარი. ფერდობის ერთ მხარეს თითქმის ცაზე წვერით მიბჯენილი ჭიუხია წამოყუდებული......
ჭიუხის ქვემოთ, კლდეში გაჭრილი უღელტეხილია.
ქვენამთის გადასასვლელი.
აი, სწორედ ამ უღელტეხილზე გადადიან მგზავრები, გადადიოდნენ უძველესი დროიდან, გადადიან ახლა და ალბათ სანამ ეს ჭიუხი აქ იდგება, სანამ ეს უღელტეხილი იქნება, სანამ ბურსაჭირის ფერდობზე ყვავილებს გაზაფხულობით აყვავება არ მოსწინდებათ, ივლიან მგზავრები, გადაივლიან და გადმოივლიან ქვენამთის გადასასვლელს..........."
მიმიხვიდთ ხო? გაზაფხულზე ოღონდ რა!
