ასურელი მამების კვალდაკვალ....

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 26 სექ 2008, 22:13

Image


Image

თუ რომელი წმინდანებია და რა ეპიზოდებია გამოსახული -
ამას ჩუტიციოზე უკეთ ვერავინ აგვიხსნის...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 26 სექ 2008, 22:18

ეს ბზობა უნდა იყოს -
მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლა...


Image



Image






User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 26 სექ 2008, 22:36

უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი -
როცა ლავრაში მივედით იქ გავიცანით ორი მესაზღვრე -

და როცაბავშვების ნაწილი დაადგა უდაბნოს კომპლექსისაკენ მაღლა ბილიკს -
ერთ ერთი მესაზღვრე უკან გამოჰყვა -
გუშინ 2 მეტრიანი გველი მოვკალით და გზაში რამეს არ გადაეყაროთო...
აიყვანა და ჩამოიყვანა ბავშვები


Image

მერე ეს ორი მესაზღვრე ჩიჩხიტურის კოშკზე გამოგყვნენ ასევე -
რამე პრობლემებ არ შეგექმნათო იქ .
ამაზე მოგვიანებით კიდევ ვისაუბრებ....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 26 სექ 2008, 22:44

ზემო ნაწილის უბანი - ორის კოშკებიდამ გავლებულია მაღალი კედლები ქვით-კირისა, სადაც არის გაშენებული ქვითკირის ერთი ორ-სართულიანი სახლი, რომელიც შეადგენს გალავანს, აქვს ორი კარი, ერთი ამათგანი რკინისა. ამ ზღუდიდამ წარსული აღმოსავლეთისკენ გავა მცირე გალავანს და ჩავა მეორე ნაწილში, სადაც სდგას ერთი ტოტებ გაშლილი დიდი ხართუთა, საჩეხიანს ვაკეზედ, და ორი კაკალი ხევის პირებში. ამ მეორის მოედნის ჩასავალ კიბის მარჯვნით შეგხვდებათ კარი, კლდეში გამოკვეთილი, ექვს საჟენზედ ფარულად ჩასავალი; მერმედ შესდგება მესამე ნაწილი, რომლის აივან გრეხილით და კიბით ჩავა მეოთხე ნაწილის გალავანში, სადაც არიან დასაფლავებულნი სხეულნი ძმებთა და თავადთ ანდრონიკაანთ და ვაჩნაძეებთა.

Image

აქ მარცხნით არის ეკკლესია ფერის-ცვალებისა, გამოკვეთილი კლდისაგან; შიგნით სიგრძე აქვს ექვსი საჟენი, და ორ-ნახევარი ალაბი, განი ოთხი საჟენი და ხუთი ჩარექი, და სიმაღლე ორ-ნახევარი საჟენი. ფანჯრები აქვს სამი კამარებში: ერთი საკურთხეველში, მეორე საშუალ ეკკლესიისა, კანკელის სანათობელად, და მესამე ეკკლესიის შესავალ კარზედ; კარი რკინისა აქვს.


Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 26 სექ 2008, 23:41

მარჯვენით კედლის კამარის ჩასწვრივ არის საფლავი ამ მონასტრის დამაფუძნებელის, წმინდა დავით გარესჯელისა, გაჯით გალესილი; ზედ სდგას ახალი კაკლის კუბო ვარაყიანი და ზედ აგმოხატულება წმინდა დავითისა, ოქრომკედის ნაქსოვი ფარჩით დაფარებული.

Image



კანკელი არის ტოლზედ ნახატი, ეკკლესია საკმაოდ გაწყობილი, რომელშიაც სრულდება წირვა-ლოცვა. საკურთხევლის მაღალი დასაჯდომელიდამ ორივე მხარეს აქვს ეკკლესიას ჩამოსაჯდომები, გამოკვეთილნი იმავე კლდისაგან. სამკვეთლო საკუთარს განყოფილებაშია კლდეში გამოჭრილი

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 26 სექ 2008, 23:58

ამ ეკკლესიაში ასვენია ერთს მცირე ვეცხლის ყუთში ის მადლის ქვა, რომელიც მოიტანა წმინდა დავითმა ქრისტეს საფლავიდამ. შემდგომ მის გარდაცვალებისა ბევრმა წელმა გაიარა, რომ არავინ იცოდა, თუ სად იყო იგი შენახული. 1816 წელს, სიძველის გამო, ეს ეკკლესია განაახლა ამ უდაბნოს წინამძღვარმა არხიმანდრიტმა ილარიონ (ვაჩნაძემ) მეორემ; დაიწყო საფუძვლიდამ შენობა მისი; მოითხოვა საჭიროებამ გაესწორებინა კანკელის ოთხ კუთხიანი სვეტი, რომელიც იყო ფეხებისკენ წმიდა დავითის საფლავისა. ეს სვეტი ნახევარი რომ ჩამოაქციეს, გამოჩნდა კედელი, გაჯით გალესილი, და შიგ დახატული ღირსი მამები დავით და დოდო, იმ დროისა, როდესაც დავითი მოვიდა იერუსალიმიდამ და შეეყარა დოდოს მხიარულის სახით ერთმანეთის ხელებზედ ამბორის მყოფელნი; ზედ ეწერა: „ხატი წმ. დავითისა, იერუსალიმიდამ მოსულისა“. მოითხოვა საჭიროებამ ამ კედლის ერთბაშად ხატითურთ გასწორება; როდესაც ჩამოქცეულ იქმნა, გამოჩნდა სხვა კედელი გაჯით გალესილი და თახჩაში მცირე სორო, რომელშიაც იდვა ეს მადლის ქვა; - ეს ეკლესია პირველში ყოფილა ღრმა ამოკვეთილი ჭა ანუ ქვაბი, რომელშიაც ცხოვრობდა ღირსი მამა დავით, სადაც აღსრულდა და დასაფლავდა. შემდგომ მოღვაწეთა ამა უდაბნოსათა გამოკვეთეს კლდე, გაავრცელეს, აღაშენეს კედელი და გააკეთეს ეკკლესიად.

მადლის ქვა არის ბატის კვერცხზედ ცოტა ნაკლები, - მოგრძე, - თავზედ აქვს ხალი ძველი სისხლის ფერი, ცალ გვერდზედ მისივე ფერით წვრილად ჩაწრეებული თავიდამ ბოლომდის, ფერით არის საშუალ თეთრის და წითლისა, რომელიც ჰკურნავს სარწმუნოებით შემხებელსა მისსა.
Image

ამ ქვისადმი და დავითის საფლავისადმი დიდი სასოება და პატივის ცემა აქვსთ ქართველთა, რუსთა და სომეხთა; ეს ქვა გამოისვენება ხოლმე მხოლოდ წმინდა დავითის ტაძრის დღესასწაულზედ, რომელსაც აღვასრულებთ ყოველთვის ამაღლების სწორზედ დღესა ხუთშაბათსა. დავითზედ ამბობს ნიკოლოზ ტფილელი:

„განშორებულა, სიკეთე მამა დავით,
ირემთა ზრდილობს, ნიშებს საკვირველებთა,
ბუბაქარს ქრისტნავს, ვეშაპს ცეცხლითა დასწვავს,
შრომათა ხვავსა, თან წარყვების ზეცად,
გარეჯას მღვიმობს, სულსა აღა-ღვთის ხელებს“.
(იხილე სადღესასწაულო, გვერდი 551.)

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by tiko_r » 27 სექ 2008, 00:07

ნინი არაბული არ მოვიდა და არც გაგვაფრთხილა
ელეს და ნინის ველოდეთ 40 წუთი
მერმე შავი სია რისთვის არსებობს? Tamari-ch. ;)

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2106

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 27 სექ 2008, 00:09

წმინდა დავითის საფლავის ეკკლესიის პირდაპირ არის სამი სენაკი ქვითკირის ნაშენი. მეორე ზემო სართული შესდგება შენებულთ აივანთ, სენაკების, კიბეების და გამოკვეთილ თახჩებისაგან. მესამე, ზედა სართული შესდგება ახალ გვარი შენობისაგან, ორ სართულიანი სახლი საჩეხიანი და ერთი სენაკი.
Image

ამის ზემოდ არის მეოთხე სართული და ერთი სენაკი, პატარა საკუჭნაოთი, რომელსაც აქვს მცირე აივანი და ზედ დარგულია ერთი ძირი ვაზი და მსხმოიარე ატმის ხე.



Image
Last edited by Tamari-ch. on 27 სექ 2008, 00:52, edited 2 times in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 27 სექ 2008, 00:17

tiko_r
მოიხადეს უკვე ათასი ბოდიში..
:D
ვაპატიოთ...


სისწორივ ამისა მარჯვენა გვერდით არის მცირე ეკკლესია წმინდის ნიკოლოზისა, ქვითკირით ნაშენი; ამას აქვს სამი ფანჯარა: ერთი საკურთხეველში და ორი ეკკლესიის მარჯვნით, და ერთი შესავალი კარი. შესავალი კარის ზემოთ ოთხი აგურით ნაშენი სვეტებია და მათ ზემოთ სამრეკლო ექვსის ზარით. ეკკლესია არის სიგრძით ოთხი საჟენი, განით და სიმაღლით ორ-ორი საჟენი. კანკელი და აღსავლის კარები აქვს ახალი კამარედად კაკლისა, ხატები მშვენიერის ხელოვნებისა ვარაყით და მინანქრით გამოხატული, პეტერბურღიდამ მ.საბინინისგან შეწირული 1880 წელსა. ეს ეკკლესია იმყოფება პირველ შესავლის გალავნის პირველ ნახსენების კარისა-თანა.

აქ ჩანს ეს ეკლესია წმ ნიკოლოზის სახ.
- ზემოდან სამრეკლოა -
აგურისგან ნაგები -
Image

Image


Image


Image


ასეთი ჩასავლელებით ჩადიხარ ეზოში -
სადაც ფერიცვალებსი ეკლესიაა - წმ დავით გარეჯელის საფლავით
Image
Last edited by Tamari-ch. on 27 სექ 2008, 01:24, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 27 სექ 2008, 00:29

ამის ზემოთ არის ახალ-ნაშენი სახლი, სამ-თვალიანი, რომლის ზედა სართული სდგას ამავე შესავალ კარის ბჭის თავზედ. ამ სახლის აივნიდამ მარჯვნით ზევით ამხედველი ნახავს კლდეში ყურადღების მისაქცევ გამოკვეთილებას, ქვა-კირით თაღ-შეკრულს, მაღლა გაზიდულს პირველ ნახსენების საყარაულო კოშკის ძირამდის, რომელსაც აქვს ას-თორმეტი ნაბიჯი, ფეხის მოსამაგრებელი აღმოკვეთილება კიბედ იმავე კლდისაგან, - ეს არის საიდუმლო გზა, ასავალი იმ საყარაულო კოშკზედ. ასრე, რომ მტერი ვერ დაინახავდა ამსვლელს და ვერც ვერაფერს ავნებდა. ამ კოშკში დღესაც არის დიდრონი გათლილი ქვები, მრგვალი როგორც ბურთი; როცა მტერი მიუხდებოდათ, სხვათა-შორის ამ ქვებსად დააგორებდნენ ხოლმე ყარაულები კოშკიდამ, რომლებსაც ვერაფერი ვერ შეამაგრებდა მტრის მოსაგერიებლად.

Image


Image



Image
Last edited by Tamari-ch. on 27 სექ 2008, 00:36, edited 1 time in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]