


Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
არც ერთ ფორუმელს არ გიცნობთ, მაგრამ თქვენებური ანუ სულით მოგზაური მართლა ვარ. ზღვას მეც მთა მირჩევნია, უფრო ვისვენებ."ჩვენებური" ყოფილხარ გაიხარე იმედია, კარველების უახლოეს შეკრებაზე მოხვალ და... დანარჩენს კოჭებზე შეგატყობთ
სხვათა შორის, იმ ბუნების შემხედვარემ მეც ვიფიქრე, აი, რატომ ყოფილან აქაურები პოეტურები მეთქი. იქაური ფოლკლორი ხომ (რასაც ვაღმერთებ) იმ სილამაზით და მასში ჩაბუდებული რაინდობითაა ნასაზრდოები. ჩემი მხარეც - მთიანი გურია თუშეთს სილამაზით არ ჩამოუვარდება, მაგრამ ალპური ბუნების სილამაზე მაინც სხვაა. იმ ბუმბერაზ მთებში, მართლაც ღმერთების სიახლოვეს თითქოს შენც მაღლდები და ისეთივე ბუმბერაზი ხდები...ხალხო ისე ლამაზად და მხატვრულად აღწერთ თუშეთის ბუნებას, რომ ასე მგონია ვინც მანდ მოხვდება და ვინც მის მშვენიერებას იხილავს, სულ უნიჭოც რომ იყოს თვითონ ბუნება დააწერინებს და ააღწერინებს თავის იერ-სახეს....მე თვითონ ნამყოფი არ ვარ და ძააან მინდა იქ მოხვედრა,ასე რომ თუ წასვლას დააპირებთ, მეც დიდი სიამოვნებით დაგემგზავრებით
მაგ მხრივ მუდამ მიმართლებდა - ყოველთვის გამოცდილ და ისეთ მძღოლებს დავეგზავრე, რომლებიც არ სვამენ. ჩემი დაკვირვებით, თუშები თითქოს შეჩვეულნი არიან იმას, რომ იმ გზებზე ვიღაც უნდა დაიღუპოს, რომ იქ ნებისმიერი მათგანის სიცოცხლე შეიძლება დამთავრდეს. როგორღაც შეგუებულნი არიან ამას.სიმართლე გითხრა, თუშეთის გზებმა როგორადაც თქვენ აღწერთ ძალიან შემაშინა და თუ წავალ აუცილებლად გამოცდილს გავყვები, მაგრამ ერთი რამ მიკვირს თქვენი,მაგ გზებზე როგორ დაყვებით მძღოლებს თუკი არყის გარეშე არ სხდებიან რულთან
მაშინ კოტრების წამებში გამოცხობა უნდა ისწავლოვცდილობ კიდეც ქართლელმა ქალმა მივბაძო მაგ ამბავში
მგონი, ეგ ყველგან ეგრე იყო. ყოველ შემთხვევაში, გურიაში ნაღდად და ერთგან ნოდარ დუმბაძე ბაბუამისის ინტელიგენტობის დასადასტურებლად სწორედ ეგეთ მაგალითს ასახელებს. მეტ-ნაკლებად მთიელებში დღესაც შემორჩენილია. შესაძლოა, არა მთლად შუასაუკუნეობრივი ფორმით (სამწუხაროდ, თანამედროვეობა ნელ-ნელა და წყნარ-წყნარად ანგრევს მთიელთა ძველ, ლამაზ ტრადიციებს), მაგრამ უფროს-უმცროსის ურთიერთობა მაინც განსაკუთრებულია. ტრადიციები გენებში ჯერ კიდევ მყარადაა ჩაკირული.მთის ხალხს ჩვევად ჰქონდათ, ბავშვიც რომ შესულიყო ყველაზე უხუცესიც კი ფეხძე უდგებოდა,ამით ერთგვარი პატივისცემა იგრძნობოდა ერთმანეთის მიმართ...ეხლა თუა ეს ტრადიცია შენარჩუნებული????
აქ ცოტა შემეშალა - ალა პუგაჩოვას ეთერის კია არა, მაგის დას - ლელას ეძახიან. ის მართლაც ცნობილი და კარგი მომღერალია, მაგრამ თურმე საგანგებო მეთოდით დამზადებული გარმონი მოუპარიათ და ახლა არსაკიძესავით მარჯვენამოჭრილივითაა. იმ გარმონს გარკვეული დეტალები სხვანაირად ჰქონია გაკეთებული და ჟღერადობაც სხვანაირი ჰქონია.იმ *თუშების ალა პუგაჩოვას* - ეთერ თათარაიძესაც კარგი ლექსები აქვს