სოფლის ცენტრში 12 საათამდე მივედით.
იქვე დავაწყეთ ჩანთები და ტრანსპორტს დაველოდეთ.

თან ამომავალ მიკრო-ავტობუსებს ვეკითხებოდით გზის ამბავს.
ამჯერად დადებითი პასუხები იყო. გზა გახსნილი არისო თბილისამდე.
პრობლემა ის იყო, რომ აქ მოძრავი მანქანებიდან მიკროავტობუსები მხოლოდ თბილისის მხრიდან ამოდიოდნენ. აქედან მიმავალი არ ჩანდა საერთოდ.
მსუბუქი მანქანები და ჯიპები ხო, იცოცხლე, იმდენი იყო...
ერთი-ორს კი ავუწიეთ ხელი, იქნებ ტყიბულამდე გაგვიყოლოსო, მარა უშედეგოდ.

ჯერ თბილისის მიკრო-ავტობუსს ვუცადეთ.
1-2 საათი რომ გავიდა და არაფერი არ ჩანდა, გადავწყვიტეთ, რომ თუნდაც ტყიბულამდე ჩავსულიყავით რამენაირად.
მარიტა მამას ესაუბრა და ქუთაისში დარჩიო. ისედაც აპირებდა ორ დღეში ქუთაისში წამოსვლას და ჯობდა აქედანვე იქ წასულიყო.
მარიტას წასვლა იმდენად პრობლემური არ იყო, როგორც ჩვენი.
აუცილებელი იყო 18:00-მდე გაგვევლო გორის ტერიტორია, თორე მერე შეიძლება გზა დაკეტილიყო და სადღაც შუა გზაში აღმოვჩნდებოდით.
კაფეს გვერდით ვისხედით ჩრდილში და ერთი-ორ სიტყვას თუ მივუგდებდით ერთმანეთს.

ერთი-ორჯერ ალექსა და პოკაჰონტასი კაფეში შევიდნენ, საინფორმაციო გადაცემის მოსასმენად თუ საყურებლად და ახალ-ახალი ინფორმაციებით გვამარაგებდნენ.

ამასობაში ეკამ გაარკვია, რომ თურმე ნიკორწმინდაში ნათესავები ჰყოლია და თუ რამეა, მათთან დარჩებოდა.
მერე რაღაც მიკრო-ავტობუსი იყო გაჩერებული იქვე.
მივედი და მძღოლს ვუთხარი, გადაგიხდით და ტყიბულამდე ჩაგვიყვანეო.
არ გინდათ, ახლა 2-ის მერე ჩამოივლის თბილისისკენ მარშუტკებიო.
თან არავინ არ მიდის იქით და ცარიელი იქნებაო.
დავუჯერეთ, მაგრამ სულ ტყუილად.
ქვემოდან ყოველ 10-15 წუთში ამოდიოდნენ მიკროავტობუსები. თბილისისკენ კი, არცერთი


არა, ერთი წავიდა, მაგრამ სულ სავსე იყო.
ჰოდა ასე ვისხედით დაახლოებით 3 საათამდე.

ქუთაისის მიკროავტობუსი ამოვიდა, რომელიც 5-ზე უნდა გაბრუნებულიყო უკან.
არ გვაწყობდა, ძალიან გვიანი იქნებოდა 5.
მეც ქუთაისში ვაპირებდი წასვლას. მინდოდა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ მარიტა მშვიდობით ჩავიდა. თუმცა მარიტას და ბიძამისის დაჟინებული თხოვნით, უარი ვთქვი ამ გადაწყვეტილებაზე.
მერე კი ვნანობდი, მაგრამ მთავარია ყველაფერმა კარგად ჩაიარა (ჩვენს შემთხვევაში) და ახლა აღარ მაქვს სადარდებელი, რომ არასწორად მოვიქეცი

შემდეგ ჩვენმა მძღოლმაც ამოიარა (თბილისიდან ვინც წაგვიყვანა).
გვისაყვედურა, რატომ არ დამირეკეთო.
ახლა ავალ ზემოთ და 15 წუთში დამირეკეთო.
ჩამოვალ და წაგიყვანთო.
მე მობილური წუხანდელი ღამიდან მქონდა გამორთული.
მხოლოდ დილით ჩავრთე, მესიჯების შესამოწმებლად და მერე რამდენიმე წამით ვრთავდი ხოლმე, ან საათისთვის, ან მესიჯებისთვის.
დილიდან ნულზე იყო ბატარია, მაგრამ მაინც ირთვებოდა და ირეკებოდა კიდეც.
კაი წვალების შემდეგ, ჩემებთან დავრეკე, მანქანას ველოდებით და წამოვალთო, რომ დამშვიდებულიყვნენ.
15 წუთიც გავიდა და მეტიც, მაგრამ მძღოლს ვერაფრით ვერ დავურეკეთ

საშინლად იყო გადატვირთული ნომრები.
ეგეც კაი ჩურჩუტი იყო, რა.... დარეკვა რად გვინდოდა, ხომ იცოდა, რომ ველოდებოდით, უF!
სამ საათსაც რომ გადასცილდა, ნერვიულობამ კიდევ უფრო იმატა.
ბედად რაღაც მიკროავტობუსმა ჩამოიარა და ტყიბულამდე ჩაყვანაზე დაგვთანხმდა.
სიხარულით შევხტით შიგ და გამოვემგზავრეთ

გზად კიდევ ორი ახალგაზრდა ბიჭი ავიყვანეთ, რომლებიც მგონი პატრიოტთა ბანაკიდან მოდიოდნენ.
ტყიბულში 4-მდე ჩავედით.
სადგურში გავარკვიეთ, რომ თბილისისკენ არაფერი არ მიდიოდა

მხოლოდ ორი რეისი იყო, ქუთაისი 5 საათზე და ზესტაფონი 4 საათზე.
მოლარე ქალბატონმა დაგვარწმუნა, რომ ზესტაფონიდან ყოველ საათში დადიან და იქ გირჩევნიათ წასვლაო.
სხვა გზა არც გვქონდა, ავიღეთ ბილეთები.
ცოტა ხანი იქვე ხის ჩრდილში ვისხედით. მალე 4 საათი და მარიტასთან დამშვიდობების დროც მოვიდა.
ცრემლები და გულაჩუყებები იყოო, რომ გითხრათ, ტყუილი იქნება, მაგრამ მაინც ძნელი იყო გამომშვიდობება (ჩემთვის ასე იყო, და სხვებისთვისაც ალბათ).
თუნდაც იმიტომ, რომ სამი დღე ერთად გავატარეთ. ერთად განვიცადეთ ეს ყველაფერი.
და კიდე იმიტომ, რომ არ ვიცოდით, რა გველოდა, გზაზეც და მერეც, ზოგადად საქართველოში რა მოხდებოდა...

დავემშვიდობეთ, მშვიდობიანი მგზავრობა ვუსურვეთ ერთმანეთს და გამოვემგზავრეთ.

მთელი გზა რადიო ჰქონდა ჩართული მძღოლს. არ წყდებოდა საინფორმაციო გადაცემები.
ჩვენც გვეღირსა როგორც იქნა ინფორმაციის წყარო და გატრუნულები ვუსმენდით.
თან ვნერვიულობდით, რომ შეიძლება 5-მდე ვერ მიგვესწრო ზესტაფონში და კიდევ ერთი საათით გვიან მოგვიწევდა თბილისში გამგზავრება.
ახლა უკვე მიხაროდა, დამჯდარი რომ მქონდა მობილი და ვერ დამირეკავდნენ.
გადაწყვეტილი მქონდა, რომ სანამ სამშვიდობოს არ ვიქნები, არ დამერეკა.
5-მდე მოვასწარით სადგურამდე მისვლა. საწვავის ”კალონკასთან” ჩამოვცალეთ ტვირთი და ტრანსპორტის ამბის გასარკვევად გავიქეცი იქვე, სადგურში.
იქ, ძალიან ცუდი ამბავი დაგვახვედრეს, თბილისისკენ არაფერი არ დადისო

გაწბილებული გამოვბრუნდი...
ქუთაისის მხრიდან მომავალი რაიმე ტრანსპორტის იმედზეღა ვიყავით.
ვიდექით გაჩერებასთან, ეკას საიდანღაც გამოჩენილ შოკოლადს მივირთმევდით და მიკროავტობუსების გაჩერებას ვცდილობდით.
სავსე იყო ყველა

იქვე სადგურთან მსუბუქი ტაქსებიც იდგნენ.
150 ლარს ითხოვდნენ თბილისამდე.
ფული კი გვქონდა მაგდენი, მაგრამ გაგვიჭირდებოდა უკან ოთხს დატევა და ჯერჯერობით თავი შევიკავეთ.
დიდხანს ცდა არ დაგვჭირვებია. რაღაც პატარა მიკროავტობუსმა ჩამოიარა. ხელი ავუწიე და ბენზინგასამართ სადგურთან გაჩერდა.
მძღოლი ორმოციოდე წლის მელოტი მამაკაცი აღმოჩნდა.
- მივედი და ვეკითხები, თბილისში წახვალ?
- თუ გადაიხდით, რატომ არ წავალ? რამდენი ხართ?
- შენ რამდენს ითხოვ?
- მაქვს აქ 13 ადგილი (სინამდვილეში 12 იყო და ამ თორმეტიდან ერთ-ერთზე თავისი ”ნაპარნიკი” ეჯდა). თითოში ვითხოვ 10 ლარს.
ანუ სულ 130 ლარს.
იქვე ორი მგზავრიც ვიშოვეთ და 7-მდე გაიზარდა ჩვენი რიცხვი.
რომ ვსხდებოდით მიკროავტობუსში. ვეკითხები მძღოლს, ჩვენ ხომ ვართ 7 და გიხდით 130 ლარს. გზაში რომ კიდევ ვინმე აიყვანო, ეს ჩვენს ფულს არ დააკლდება?
- არა, არ დააკლდება.
- რატო, ჩვენ ხომ 13 ადგილისას გვახდევინებ, და არა 13 ადამიანისას.
- ძმაო, ასე მაწყობს. გინდათ? წამოდით. არა და არ არის პრობლემა.
სხვა გზა არ გვქონდა, თორე ერთი გემრიელად გამოვლანძღავდი იმ მძღოლს და დავანებებდი თავს.
ოღონდ თბილისში ჩაგვეღწია და ყველაფერზე თანახმანი ვიყავით. მაგანაც იცოდა ეს და ბოროტად ისარგებლა სიტუაციით.
ჩემი აზრით ეს მოროდიორობაზე არანაკლები დანაშაულია.
აუ მეძინება მაგრად.
გადაკითხვაც მეზარება

ხვალ გავაგრძელებ.
ფოტოებსაც ხვალ დავდებ...