ტქვენ გაიხარეთ, გოგოებო, რა კარგი კომენტარებია.

განსაკუთრებით - ჩემზე. თამამად შემიძლია ვთქვა, ასეთი ყურადღების ქვეშ არც ერთ გასვლაში არ მოვქცეულვარ.

განსაკუთრებით სერიალები მომეწონა თავისი კომენტარებით.
მაგრამ ბოჭორმისკენ ამავალ გზაზე ჩემი ფოტოები რატომ არაა, მე არ მივდიოდი იქით?

ჰო, კარგი, კარგი, ამიჩხუბდებით ახლა და ბარემ მევე ვიტყვი, ისე სწრაფად გავვარდი, თვალიც ვერ მომაწიეთ. არა, თავიდან კი გელოდებოდით, მაგრამ რომ შევატყვე, ძაან ნელა მოდიოდით, მერე ავკრიფე სიჩქარე. უფრო იმ კაცის სიტყვებზე გავბრაზდი, ასახვევთან რომ გვითხრა, 40 წუთი კი არა, 1 საათში თუ ადით, მადლობა თქვითო. თუ ვერ ავალ, მაგასაც გაჩვენებ-მეთქი და გავვარდი. გზაში გადმოსახედებზე რამდენჯერმეც შევჩერდი, ზევიდან მომავლებში ერთი ხევსური ქალიც აღმოვაჩინე და იმასაც გავებაასე ხევსურეთის სილამაზეზე, მაგრამ გალავანში ზუსტად 40 წუთის შემდეგ შევედი. ისე, ნიკა და გოგა მართლები არიან - იმ სოფლიდან ბევრად მოკლე ყოფილა გზა.
უკან დაბრუნების თუ დაცურების ისტორიებზე ბევრი დაიწერა უკვე და აღარ გავაგრძელებ. პრინციპში, მაკენას მანქანის საბარგულთან არსებული სურათიც კარგად დაიხატა, მაგრამ ერთს დავამატებ - გოგოები მაკენას ეჩხუბებოდნენ, თვალი დახუჭეო და უკან ხალხით სავსე ერთი მინიბუსი იდგა. მაკენამ კი დახუჭა თვალები (ნაწილობრივ

), მაგრამ იმათ გადმოუცვივდათ სანაცვლოდ.

ტყის პირას გაესალათ სუფრა, მაგრამ შეშისთვის გზის პირას, ჩვენი მანქანების გვერდით ობლად მდგარი ერთადერთი მუხის ქვეშ გადმოვიდნენ შეშისთვის.

ბევრი კი ვიძახე, გადაიღეთ ვინმემ-მეთქი, მაგრამ არა ქნა არავინ.
მოკლედ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მაგარი დღე იყო. ვინატრებდი, კიდევ მოვხვდე ისეთ თავსხმაში.

და წვიმის მოყვანაში ჩემს როლს რაც შეეხება, იქვე ვამბობდი, სადაც მე ვარ, იქ ექსტრიმის გარეშე როგორ იქნება-მეთქი.
