Page 6 of 6

ქოზიფა ზამთარში,31 დეკემბერი, 2006

Posted: 11 იან 2012, 11:01
by QAQUCA
Tami wrote:გუშინ ვიყავით ძამას ხეობაში.
რაც უფრო ღრმად შევდიოდით, მით უფრო მეტი თოვლი იყო.
სამწუხაროდ ქოზიფა ვერ მოვასწარით,
უფრო სწორად აბუხალოს ნახვა ვარჩიეთ იმ მოტივით,
რომ ქოზიფას ყოველთვის ვნახავთო:)
ხოდა ველოდები ამ "ყოველთვისს";)
არც შევმცდარვართ არა თამი? აბუხალო ძალიან ლამაზი და საინტერესო იყო!

ქოზიფა ზამთარში,31 დეკემბერი, 2006

Posted: 11 იან 2012, 11:35
by Makena
Tami
მძოვრეთამდე როგორი გზაა გადასახვევიდან, 2 ხიდიანი მანქანებით დადიან ბერები?

ქოზიფა ზამთარში,31 დეკემბერი, 2006

Posted: 11 იან 2012, 11:43
by Makena
QAQUCA
ქოზიფას ძამის ხეობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგან აქ უნიკალური აკლდამის და საძვალეს ნახვაა შესაძლებელი, გარდა ამისა ქოზიფა ყველაზე დიდი მონასტერია ძამის ხეობაში.
მე აბუხალოში ნამყოფი არ ვარ, როგორც თქვენს ფოტოებზე ჩანს საინტერესო ადგილია, ჩანჩქერი განსაკუთრებით საინტერესო ჩანს, ვფიქრობ ზაფხულში უფრო ლამაზი იქნება აბუხალო, ამიტომ აბუხალოს და მისი შემოგარენის ნახვას სწორედ ზაფხულში დავგეგმავ.

ქოზიფა ზამთარში,31 დეკემბერი, 2006

Posted: 11 იან 2012, 11:58
by Makena
Bull
ქოზიფას მონასტრამდე გზაზე ყინწვისს ვნახულობთ ხოლო უკანა გზაზე ზაზა ფანასკერტელის მიერ აგებულ ციხეს, სადაც მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია დგას უაღრესად საინტერესო ფრესკებით, იქ ამჟამად დედათა მონასტერია განთავსებული, იქვეა ასევე სამწევრისის ტაზარი რომლის სანახავად დრო არასდროს გვრჩებოდა, გზა დაახლოებით 250-270 კილომეტრს შეადგენს და მის გავლას მთელი დღე სჭირდება.

ქოზიფა ზამთარში,31 დეკემბერი, 2006

Posted: 11 იან 2012, 14:32
by Tami
Makena wrote:Tami
მძოვრეთამდე როგორი გზაა გადასახვევიდან, 2 ხიდიანი მანქანებით დადიან ბერები?
სამწუხაროდ ბერებს ეძინათ და ვერავინ ვნახეთ,
რომ გვეკითხა, თუ როგორ ცხოვრობენ იქ, რა უჭირთ რა ულხინთ:(
გზის მდგომარეობაზე კი გასვლის თემაში დავწერე და აბა ნახე;)

ქოზიფა ზამთარში,31 დეკემბერი, 2006

Posted: 11 იან 2012, 14:40
by QAQUCA
Makena wrote:QAQUCA
ქოზიფას ძამის ხეობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგან აქ უნიკალური აკლდამის და საძვალეს ნახვაა შესაძლებელი, გარდა ამისა ქოზიფა ყველაზე დიდი მონასტერია ძამის ხეობაში.
მე აბუხალოში ნამყოფი არ ვარ, როგორც თქვენს ფოტოებზე ჩანს საინტერესო ადგილია, ჩანჩქერი განსაკუთრებით საინტერესო ჩანს, ვფიქრობ ზაფხულში უფრო ლამაზი იქნება აბუხალო, ამიტომ აბუხალოს და მისი შემოგარენის ნახვას სწორედ ზაფხულში დავგეგმავ.

კი გეთანხმებით რომ ქოზიფა ძალიან საინტერესოა თანაც ყველაფრით მაგრამ შანსი გვქონდა აბუხალო ზამთარში გვენახა, იმხელა ურალი მიდოდა აბუხალოს გადასახვევამდე იქიდან კი 2 კმ-ც არ იყო დარჩენილი დანიშნულების ადგილამდე... ზაფხულშიც ძალიან კარგი იქნება და შემოდგომაზეც...

ქოზიფა ზამთარში,31 დეკემბერი, 2006

Posted: 11 იან 2012, 14:41
by QAQUCA
Makena wrote:Tami
მზოვრეთამდე როგორი გზაა გადასახვევიდან, 2 ხიდიანი მანქანებით დადიან ბერები?
ჯაჭვებით ახვალ ისე გაგიჭირდება იმიტომ რომ გაყინულია ზოგან ასასვლელი, გაყინულზე კი მარტო საბურავით არამგონია ახვიდე...