Page 6 of 8

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 24 აპრ 2007, 10:05
by natalia
ძალიამ მაგარი რეპორტაჟი და სურათებია დიდი მადლობა ყველას.

და დიდ მადლობა ნიკას შესანიშნავი წინამძღოლობისთვის.

ჩემთვის არაჩვეულებრივი დღე იყო. ასე მეგონა ზღაპარში დავდიოდი, მდელოები ყვავილებით იყო მოფენილი, ლურჯი ყვითელში გადადიოდა, და საუცხოო მწვანე ფოთლები ერია შიგადაში.
კი დამთუქსეს ცოტა ნუ კრეფო ყვავილებსო მაგრამ იმდენად მიყავარს კრეფის პროცესი რომ უარს ვერ ვამბობდი ამ სიამოვნებაზე, ტანაც მერე მიხარია სახლში რომ ვხედავ და ვიხსენებ აი სად ვიყავიო.

გამაოცა იმან გზას როგორ ვიკვლევდით, დენის ანდძებს რომ უნდა გავყოლოდით თუ არ ვიცოდით საით იყო წასასვლელი.

ფანტასტიური ხედი იშლება თბილისის, თითქმის მთელ თბილის ხედავ. ტბასთან კიდე კავკასიონის ხედი, მთები ფენა ფენა ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.

თბას კიდევ ზემოთ რომ ავუყევით იქ კიდევ სხვა სანახაობა გველოდა, შიომღვიმეს კლდოვანი მთები. მოკლედ ერთ დროულად ვხედავდი მაღალ მყინვარებს და კლდოვან მთებს.

შადღაც ტყეში სამების ეკლესია აღმოვაჩინეთ და იქიდან იშლება ფანტასტიური ხედი.

ერთი სიტყვით ჩემთვის დაუვიწყარი დღე იყო.


სამწუხაროთ სურათებს ვერ ვდებ.

ძალიან მომწონს თქვენთან ყოფნა. მაგრები ხართ.

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 24 აპრ 2007, 10:35
by navigator
natalia
რატომ ვერ დებ? მოდი მსნ-ში და აგიხსნი როგორ უნდა.

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 24 აპრ 2007, 12:14
by ilia
ნიკას ფოტოები როგორც ყოველთვის შეუდარებელია.
დიდი მადლობა ყველას ვინც აღწერა ეს ლაშქრობა, ამ ექვსი გვერდის წაკითხვის და დათვალიერების შემდეგ ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს მეც თქვენთან ერთად ვყოფილიყავი. მარტო მწვადის გემო აღარ მახსოვს რატომღაც :) .

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 24 აპრ 2007, 20:18
by igdrasilis-kata
მეტ სურათებს აღარ დებთ? :roll:

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 24 აპრ 2007, 22:14
by guruli
ხალხნო, ბოჭომ რომ ერთხელ ჩაურბინა ამ თემას და მერე არ ჩანს, რაშია საქმე, შეეხმიანეთ ვინმემ? :D :D

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 24 აპრ 2007, 22:15
by Toma
ჩემი ათივე თითი რომ ერთბაშად საფრთხის წინაშე დადგა რატომ არ აღწერეთ????? რა განა ეგ ნაკლებ მნიშვნელოვანი რა იყოოოოო????? :D

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 24 აპრ 2007, 23:38
by GOGONA
Toma
უი ეგ მე რატომ არ ვიცი? :oops:

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 24 აპრ 2007, 23:47
by Bocho
მოვედიიიიიი :)
guruli მადლობას მოგახსენებ ჩემი გახსენებისათვის :) ვტკბები ფოტოებით და ხმას ვეღარ ვიღებ ... თანაც იქ იმდენი ვიმღერე, აღარ დამრჩა ხმა :P
"ჩვენ ვართ ქართული არმიააააა, ჩვენთვის სირბილი კარგიაააა "
ძალიან მაგარი იყო რა :) ამინდმაც ხელი შეგვიწყო...
Toma
შენი თითები რომ იცოდე საიმედო ხელში იყო :wink:
მინდა ყველას მადლობა გითხრათ და კიდევ ერთხელ ვთქვა, აბასთუმანი, რომ დათბება, ივნისის დასაწყისში გავაკეთოთ, თორემ ახლა თოვლნარევი წვიმა მოდის :twisted: არ მინდა ამინდმა გაგვიფუჭოს მხიარულება. მანამდე თბილისის შემოგარენი დავბომბოთ :P

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 25 აპრ 2007, 00:07
by Gvalva
უი, დამავიწყდა მეთქვა, FIRUZA-მ თქვა, სამებიდან რომ ჩადიოდით ციხე-დიდისკენ, გზად ნანგრევები უნდა გენახთო, ცხვირით მიეტაკებოდით, როგორ ვერ დაინახეთო...

ვინმემ დაინახეთ??

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 25 აპრ 2007, 00:15
by Bocho
Gvalva
კი, მე ცხვირით მივეტაკე ტოტს, რომელიც არჩილმა ნაზად გადაწია, გაიარა და მერე ხელი გაუშვა. ჩემი ცხვირი და ვერას თვალი ბედნიერებისგან გაწითლდნენ :oops:

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 25 აპრ 2007, 00:17
by GOGONA
Bocho
:lol: :lol: :lol: :lol: :lol:

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 25 აპრ 2007, 01:40
by Gvalva
ხალხო, ამოცანა გვეკითხება: რომელი მთის წვერზეა სამების ეკლესია?

ნიკას ფოტო (ვიპოვე შიომღვიმე-სხალტბის ორიწლის წინანდელ თემაში)

შიო-მღვიმის გზის გაგრძელებაზე რომ ხეობა შედის იქედნ გამოვედით, იმიტომ რომ აჩიკო მთელი გზა იმას მეუბნებოდა, გინდა მძღოლს ვუთხრათ და შიო-მღვიმეში აგვიყვანოსო :)

Image

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 25 აპრ 2007, 09:00
by Nika
Gvalva
კი ნამდვილად მაგ ხეობით გამოვედით. ოდნავ მარცხნივ ზევით ჩანს ის კლდეები უკანა გზაზე რო ვნახეთ. მარცხნივ შემდეგი ხეობა რომაა ეგ ის მდინარეა ზევით რომ გადავედით. და მერე მარშუტკა რომ ხიდის ქვეშ "მიცურავდა". სამება კიდე ამ ორ ხეობას შორისა რომ ბორცვია აი მანდაა.

Image

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 25 აპრ 2007, 09:54
by Archil
ერთი მომენტი გამახსენდა ლაშქრობიდან და არ შემიძლია არ გავიხსენო. დასაწყისისკენ, როდესაც მთაზე ავდიოდით, მცხეთის მხარეს მოჩანდა პატარა ეკლესია. გვალვამ, რა ლამაზ ადგილას აუშენებიათო და ის ეკლესია ჯვრის მონასტერი აღმოჩნდა. ნამდვილად კარგ ადგილას აუშენებიათ ისე, ვიხალისეთ ამაზე :lol:

ჭილის ტბა 22 აპრილს

Posted: 25 აპრ 2007, 09:56
by paata_
და რაც მთავარია, ეკლესია კი არა სახლი ეგონა :D