Page 5 of 9

ტაო-კლარჯეთი - 2006.

Posted: 15 ივლ 2006, 17:04
by guruli
ტაოს ხედები...
Image
Image
Image

ტაო-კლარჯეთი - 2006.

Posted: 16 ივლ 2006, 21:03
by guruli
კლდე, რომელზედაც ოდესღაც არტანუჯის ციხე გაუშენებიათ. ესაა მისასვლელის მხრიდან გადაღებული, საიდანაც ციხის ნანგრევები თითქმის არ ჩანს. სადღაც მანდვე, პეტრე-პავლეს ეკლესიის ნანგრევებშია აშოტ კურაპალატის ნეშტიც.
Image

ტაო-კლარჯეთი - 2006.

Posted: 18 ივლ 2006, 15:03
by Qurumi
დიდი სურვილი მაქვს ტაოს დათვალიერებისა :( იმედია მომავალ წელს მაინც მოვახერხებ

ტაო-კლარჯეთი - 2006.

Posted: 18 ივლ 2006, 15:05
by guruli
Mich@l
დიდი სურვილი მაქვს ტაოს დათვალიერებისა იმედია მომავალ წელს მაინც მოვახერხებ
წლეულსაც შეგიძლია, სულ რაღაც სამ კვირაში. :wink:

ტაო-კლარჯეთი - 2006.

Posted: 18 ივლ 2006, 15:06
by Qurumi
guruli
ვინ მიდის?

ტაო-კლარჯეთი - 2006.

Posted: 18 ივლ 2006, 15:28
by guruli
Mich@l
guruli
ვინ მიდის?
მე და ჩემი ახლობელი კი მივდივართ და სხვები ჯერ არ ვიცი. აჩიგიოსაც უნდოდა წამოსვლა, მაგრამ ჯერ არ დავკავშირებივარ. სამსახურიდანაც ჩაიციკლა 1-2, მაგრამ რას იზამენ, არ ვიცი, თუმცა მე სხვებს არ ვუყურებ - ჯგუფი რომც არ შეიკრიბოს, მაინც წავალ. გზები და სიტუაციები დაახლოებით ვიცი და მივაგნებ.

ტაო-კლარჯეთი - 2006.

Posted: 18 ივლ 2006, 15:30
by Qurumi
guruli
ძალიან კარგი :) მე მაინტერესებს რა ჯდება და რამდენი ხნით გაგრძელდება ეს ლაშქრობა. დიდი იმედი მაქვს რომ მოვახერხებ წამოსვლას

ტაო-კლარჯეთი - 2006.

Posted: 18 ივლ 2006, 15:38
by guruli
Mich@l
ფასზე ჯერ რა გითხრა, მეც არ ვიცი... მაშინდელზე 170 ლარი ავკრიბეთ, მაგრამ იქ ცოტას დამატება მოგვიხდა. ოღონდ ბევრის არა. მაგრამ ახლა უფრო ხანგრძლივი წასვლა გამოვა, მაგრამ თუ ჩვენი მანქანებით ვიქნებით, ხარჯები შემცირდება - მძღოლის, გიდის... თან, მაშინ ბევრგან დაგვჭირდა მარშუტკების ქირაობა, რადგან ავტობუსი ყველგან ვერ მივიდოდა.

ტაო-კლარჯეთი - 2006.

Posted: 18 ივლ 2006, 15:42
by Qurumi
guruli
ძალიან კარგი, მე ჩემს საბოლოო პასუხს 2-3 დღეში გეტყვით.

ტაო-კლარჯეთი - 2006.

Posted: 11 ნოე 2006, 03:20
by kuku
ტაო ძალიან მაგარია!!!მე პირადად მასეთი შეგრძნება არასდროს მქონია როგორიც ოშკის ნახვის დროს დამეუფლა...აღარ გავაგრძელებ და დგეს ჩემი ლაშქრობის სურათებსაც შემოგთავაზებთ ძველი ქართული მიწიდან!!!!

ტაო-კლარჯეთი - 2006.

Posted: 30 ნოე 2006, 23:02
by kopeina
თუ ნებას დამრთავთ ტაო-კლარჯეთში გადაღებულ რამოდენიმე ფოტოს დავდებ აქ.

წინააღმდეგი ხომ არ იქნებით?

ტაო-კლარჯეთი - 2006.

Posted: 01 დეკ 2006, 12:43
by gobe
kopeina,
არა. ველით, გამოუშვი.

ტაო-კლარჯეთი - 2006.

Posted: 01 დეკ 2006, 21:27
by kopeina
მინდა გითხრათ, რომ ის მუხტი რაც ტაო-კლარჯეთში მოგზაურობის შედეგად მივიღე ჯერაც არ გამნელებია. ფოტო ვერასოდეს ასახავს იმ რეალობას რასაც თვალები, ყურები და გრძნობა შეიგრძნობს. ეს საოცრება იყო, რომელიც სხვას არ ჰგავდა თავისი სიდიადით და იმ ხიბლით რასაც ფოტოზე ვერ აღბეჭდავ.
ამ თემიდან გავიგე, რომ თქვენი ჯგუფი მოგზაურობის დროს ტბეთში არ ყოფილა. გაიცანით, ეს ტბეთის ეკლესიაა, ნახევრად დანგრეული და მწვანეში ჩაფლული.

Image

ტაო-კლარჯეთი - 2006.

Posted: 01 დეკ 2006, 21:42
by kopeina
ნუთუ საოცრება არ არის ხედი, რომელიც ბანადან იშლება. თავისი ფერად ფერადი მთებით. ნიადაგი სხვადასხვა სახის მინერალს შეიცავს და ამიტომ ბანას ირგვლივ არემარე სხვადასხვაფრად ბიბინებდა.

Image

ტაო-კლარჯეთი - 2006.

Posted: 01 დეკ 2006, 22:03
by kopeina
ეს გადავიღე იშხანში ასვლის დროს. აღმართზე ავდიოდი და ვგრძნობდი თან და თანობით როგორ ვუტოლდებოდი ჩემს წინაშე გადაშლილ მთებს. აქ სუნთქვა მქონდა შეკრული და დაბნეულობისგან ხმასაც ვერ ვიღებდი.

Image