უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Ketevan Guliashvili
- ეტიკი
- Posts: 2393
- Joined: 12 თებ 2011, 20:22
- Location: Tbilisi Georgia
Post
by Ketevan Guliashvili » 09 სექ 2012, 17:03
ბოლო 100 მეტზე ლეოს ვთხოვე ცხენით დამხმარებოდა, ისიც უკან ჩამოვიდა და ამიყვანა.
არის აღსრულდა!
აწუნთა 3435 გვიჩვენა /ოფიციალურ ვერსიებში 3431 ან 30ია/

მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია
-
Ketevan Guliashvili
- ეტიკი
- Posts: 2393
- Joined: 12 თებ 2011, 20:22
- Location: Tbilisi Georgia
Post
by Ketevan Guliashvili » 09 სექ 2012, 17:07
ამ მადლიან ხალხს გაგაცნობთ.
მარცხნიდან მარჯვნივ
რუსი წყვილი /რომელიც ხევსურეთის მხრიდან ამოვიდა/, მირიამი, ნინი85, 4 შუაში პოლონელი წყვილები, ხუჭუჭთმიანი ბიჭი და სიმპატიური ქერათმიანი /ჰილა/-ებრაელი წყვილია და პოლონელი.

მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია
-
Ketevan Guliashvili
- ეტიკი
- Posts: 2393
- Joined: 12 თებ 2011, 20:22
- Location: Tbilisi Georgia
Post
by Ketevan Guliashvili » 09 სექ 2012, 17:13
ლეოს ეჩქარებოდა, სიტყვა ჰქონდა მიცემული რომ იმ დღით ჩავიდოდა არდოტში, ჩემს გამო ეს შეუძლებელი იყო. ვიცოდით რომ თ.დ. ინერვიულებდა როცა არ დაგვინახავდა მაგრამ ამ მომენტში ლეო უფრო ნერვიულობდა და რაღა გაეწყობოდა გავუშვით. ბარგი შეთანხმებისამებრ აწუნთის ძირში ბილიკთან დაგვიტოვა და გზას გაუყვა, ჩვენ კი მიწის თხილი ვჭამეთ, ამომსვლელ ჩამსვლელს გამოველაპარაკეთ და დავუყევით დაღმართს.

მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია
-
Ketevan Guliashvili
- ეტიკი
- Posts: 2393
- Joined: 12 თებ 2011, 20:22
- Location: Tbilisi Georgia
Post
by Ketevan Guliashvili » 09 სექ 2012, 17:21
სამივე ჯგუფი /პოლონელები, ებრაელები და ჩვენ/აწუნთის ძირში დავსხედით, წავიხემსეთ. ვფიქრობდით აქვე გავჩერებულიყავით თუ მთის გადაღმა რომ მიგვასწავლეს უკეთეს საკარავე ადგილს იქით გადავსულიყავით. პოლონელების ჯგუფის წინამღოლმა თქვა დილით აქ ძალიან ეციება და ჯგუფისათვის უკეთესი სხვა ადგილის პოვნა იქნებაო, ებრაელებმაც მიბაძეს. ამასობაში მეც მივიღე წამლის მეორე დოზა, რომელმაც უკვე ისე იმოქმედა როგორც ჩვეულებრივ რეჰიდრონი მოქმედებს ხოლმე და ძალებიც მომეცა. ჩვენც დავიძარით.
წლის ამ დროს 8ზე საღამოვდებოდა. 8ნახევრამდე ვიარეთ და სადაც აღმოვჩნდით იქვე დავეცით ბანაკი. წესით წყარო და მოსწორებული ადგილი რომელიც მიგვასწავლეს აწუნთის ძირიდან 1 კილომეტრში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამაზე მეტი გვქონდა გავლილი და ასეთი ადგილი არ ჩანდა. ერთგან იყო წყარო და 50 მეტრის მოშორებით აკვანივით ადგილი მაგრამ ის უკვე გამოვლილი გვქონდა. წყალი მომარაგებული გვქონდა და დილის საუზმეს ეყოფოდა. ჰოდა აღარ დავბრუნდით, დავბანაკდით ერთ მყუდრო ადგილას.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია
-
Ketevan Guliashvili
- ეტიკი
- Posts: 2393
- Joined: 12 თებ 2011, 20:22
- Location: Tbilisi Georgia
Post
by Ketevan Guliashvili » 09 სექ 2012, 17:28
ჩვენი ბანაკი, ეს ფოტო მირიამმა მომდევნო დილას გადაიღო

მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 09 სექ 2012, 17:29
ქეთი, ნინი, ყოჩაღები ხართ <3 მიხარია რომ ასე კარგად განახორციელეთ ჩანაფიქრი და საინტერესოდ მოიარეთ. რეპორტაჟიც ძალიან საინტერესო და ინფორმატიულია
ქეთი, სწორად გივარაუდებიათ, ნამდვილად თებულოა მაგ მთა.
-
Ketevan Guliashvili
- ეტიკი
- Posts: 2393
- Joined: 12 თებ 2011, 20:22
- Location: Tbilisi Georgia
Post
by Ketevan Guliashvili » 09 სექ 2012, 21:36
Mta Mkvarebia
რჩევებისა და მხარდაჭერისათვის დიდი, დიდი მადლობა!

მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია
-
Ketevan Guliashvili
- ეტიკი
- Posts: 2393
- Joined: 12 თებ 2011, 20:22
- Location: Tbilisi Georgia
Post
by Ketevan Guliashvili » 09 სექ 2012, 21:45
აქ გავიგონეთ ყვირილი და მივხვდით რომ თემოა, "ეჰეჰეჰეი" უჰუუუუუუ" და მისთანები, ჩვენ არ ჩამოვრჩით და იგივე ხმებით ვუპასუხეთ. ცოტა რომ მოგვიახლოვდნენ ეჭვი შეგვეპარა, მგონი თემო არაა და უკვე შეგვრცხვა რომ ასე ვყვიროდით. ჩვენდა საბედნიეროდ მართლა თ.დ. იყო.
და სიურპრიზი, იმედა! ანუ დოლიძელი "ბავშვთან" ერთად. ბავშვმა ჩვენ დანახვაზე თერმოსი მოითხოვა და ხარბად წრუპავდა მწვანე ჩაის. თ.დ. მართლაც ძალიან ნერვიულბდა და ღამით მეორე ცხენოსნიან კაცთან ერთად ამოსულა და ვუძებნივართ.
მერე გავცვალეთ ნივთები:) ჩვენ ჯიპიესი და ბატარეები ასევე ნინის კარგად დატენილი ფოტოაპარატი გადავეცით. სანაცვლოდ დოლიძელის ფოტოაპარატი, 2 ქაშაყის კონსერვი და პური მივიღეთ.
ო რომ იცოდნენ რამდენი ვლოცეთ მერე ამ მონატრებული დელიკატესად ქცეული საჭმელისათვის:)

მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია
-
domciko
- მაწანწალა
- Posts: 640
- Joined: 14 ივლ 2011, 14:05
- Location: tbilisi
Post
by domciko » 10 სექ 2012, 12:07
ყოჩაღთ გოგოებო... ულამაზესი და უმშვენიერესი გასვლა გქონდათ, რეპორტაჟი და ფოტოები ხომ ფანტასტიურია... საამაყო გოგოები ხართ :*:*:***
-
Ketevan Guliashvili
- ეტიკი
- Posts: 2393
- Joined: 12 თებ 2011, 20:22
- Location: Tbilisi Georgia
Post
by Ketevan Guliashvili » 12 სექ 2012, 20:21
არდოტტი - პოლონელები ამას საოცრად იტალიურ-რომანტიულად წარმოთქვამდნენ

მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია