დიყა რაღაა?ბევრი დიყა დამხვდა

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
დიყა რაღაა?ბევრი დიყა დამხვდა
უღელტეხილამდე საშიში არც არაფერია, თუ მდინარის კალაპოტს აუყვებიან... პატარ-პატარა ციცაბო ფერდობების ავლა სახალისოცაა.shoda1121 wrote:ამ წვიმიან შაბათ–კვირას შევისეირნე ხდეს ხეობაში მაგრამ სამწუხაროდ ბლომად ნისლი და ბევრი დიყა დამხვდა)
ისე სრული სერიოზულობით შემიძლია ვთქვა რომ ყოჩაღ თქვენ:
გუდამაყარიც მოვიარე, თრუსოც მაგრამ ასეთი რთული ხეობა არცერთია, სახელით რომ გავს ხადა ის ხომ საერთოდ ბულკია კია არა უბულკესია ამ ხეობასთან შედარებით)
თუმცა გაუვლელი არაფერია კარგ მოლაშქრეებს ვურჩევ ჩანჩქერამდე მისვლის არ შეეშინდეთ(დარიალში საშვების აღებით)
ბალახია, ფართო ფოთლები აქვს და მისი წვენი თუ კანზე მოგხვდა, მორჩა, წყლულებით დაგეფარება ის ადგილი.arcivi9 wrote:shoda1121დიყა რაღაა?ბევრი დიყა დამხვდა
iko-iko wrote: (სასარგებლო მცენარეა)
იტყვიან, - ფეხები ჯანდაბასო... ბეწვზე ვარ გადარჩენილიო.shoda1121 wrote:iko-iko wrote: (სასარგებლო მცენარეა)
![]()
![]()
![]()
სასარგებლო კი არა და დედა–აფეთქბული რამეაერთი ორჯერ კინაღამ ხევში გადავარდი ოღონდ დიყამ არ დამსუსხოს–თქო
იწვევს კანის დაავადებას და რა თქმა უნდა თუ თვალზე მოგხვდა შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავეც(დრობითი ან მუდმივი)
http://www.languard.co.uk/invasive-weed ... t-hogweed/
Giant Hogweed presents a serious public health threat, the stems and leaves are covered with small hairs coated with poisonous sap. Even the slightest touch can cause painful blisters and severe skin irritation. The symptoms can take a couple of days to develop, the skin becomes highly photosensitive producing large watery blisters however the effects can be long lasting, with contact resulting in recurrent dermatitis. This is a particular concern for small children who may use the stems as pea-shooters or pretend telescopes resulting in horrific injuries.
It is a threat to biodiversity out competing native species and monopolising local environments. On riverbanks once it has died back in the winter the area is vulnerable to erosion.
Contact with the eyes can cause temporary or even permanent blindness in some cases
რა საზიზღარი მცენარე ყოფილაIt is a threat to biodiversity out competing native species and monopolising local environments. On riverbanks once it has died back in the winter the area is vulnerable to erosion.
უნდა ჩაგეცვა ისეთი შარვალი რომელიც მთლინად დაგიფარავდა ფეხებსბალახია, ფართო ფოთლები აქვს და მისი წვენი თუ კანზე მოგხვდა, მორჩა, წყლულებით დაგეფარება ის ადგილი.
ამ გასვლაში მე ფეხზე მომხვდა და ჯერ კიდევ ვერ მოვირჩინე, დიდი "ვალდირები" მქონდა და ახლა დიდი იარები მაქვს
ასე რომ უფრთხილდით ამ მცენარეს,
შენ აბა მე მკითხესაშინლად უკმაყოფილო ვარ ჩემი თავით, ძალიან ცუდად ვიარე..
სწორი აზრია, თუ გაისად მოვახერხებთ წავიდეთ რამდენიმე, 3-4 დღით, დავათვალიეროთ ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი, მათ შორის ესეც:თუ ვინმე წასვლას დააპირებთ, კარგი იქნება, 2 დღეზე მეტ ხანს თუ დაუთმობთ ხეობის გავლას, ჩვენსავით სირბილი არ გინდოდეთ
ეგ აზრი ერთი კვირაა მიტრიალებს... 3 დღიანი და მისი ჯანი!arcivi9 wrote:რა საზიზღარი მცენარე ყოფილაIt is a threat to biodiversity out competing native species and monopolising local environments. On riverbanks once it has died back in the winter the area is vulnerable to erosion.![]()
Tamiუნდა ჩაგეცვა ისეთი შარვალი რომელიც მთლინად დაგიფარავდა ფეხებსბალახია, ფართო ფოთლები აქვს და მისი წვენი თუ კანზე მოგხვდა, მორჩა, წყლულებით დაგეფარება ის ადგილი.
ამ გასვლაში მე ფეხზე მომხვდა და ჯერ კიდევ ვერ მოვირჩინე, დიდი "ვალდირები" მქონდა და ახლა დიდი იარები მაქვს
ასე რომ უფრთხილდით ამ მცენარეს,![]()
შენ აბა მე მკითხესაშინლად უკმაყოფილო ვარ ჩემი თავით, ძალიან ცუდად ვიარე..![]()
სწორი აზრია, თუ გაისად მოვახერხებთ წავიდეთ რამდენიმე, 3-4 დღით, დავათვალიეროთ ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი, მათ შორის ესეც:თუ ვინმე წასვლას დააპირებთ, კარგი იქნება, 2 დღეზე მეტ ხანს თუ დაუთმობთ ხეობის გავლას, ჩვენსავით სირბილი არ გინდოდეთ
აგრეთვე ამ მყინვარამდე ასვლაც ვცადოთ:
მშვენიერი სანახავი იქნება უზარმაზარი ყინვარები
ასევე, მე იმ აზრის ვარ რომ შემდეგ ჯერზე ვცადოთ არა ყიბიშის ყინვარზე გადასვლა არამედ ის გზა ავირჩიოთ რომელიც ჩვენ უარვყავით კენჭისყრით:
ან სულაც დარიალიდან კი არ ავიდეთ ხდეში და მერე გადავიდეთ სნოს ხეობაში არამედ პირიქით, ჯუთიდან გადავიაროთ უღელტეხილი და ხდეში ჩავიდეთ
GT.ge wrote:იედაი სტეგი
„კლოუნის თვალთახედვაში“ ჰანსი ამბობს, რომ ის წამებს აგროვებს, ბედნიერს ან უბედურს კი არა, უბრალოდ წამებს, რომლებიც ღირს შეგროვებად.
მე ჰანსი არ ვარ, მაგრამ წამების შეგროვება მეც ჩვევაში გადამივიდა. რამდენიმე დღის წინ რომ გეკითხათ, რამდენი წამი გაქვს შეგროვებულიო, გიპასუხებდით, „ზუსტად იმდენი, რამდენიც 5 წუთსა და 47 წამში ჩაეტევათქო“.
– „ხოდა, გადავედით ხდის ხეობიდან ჯუთაში..“ – ამაღლებული განწყობით ვუკითხავ ჩემს მეგობარს ისმაილის რეპორტაჟს და ვხედავ როგორ ცდილობს დამალოს ირონიული დამოკიდებულება ლაშქრობებისადმი (რომელსაც ის ენერგიის და დროის არამიზნობრივად ხარჯვას უწოდებს). მცდელობა უშედეგოა – ვერ მალავს..
–რა გიხარია? თქვენც ეხლა ახალი ამერიკა არ აღმოგეჩინოთ.
–არა მგონია, კოლუმბს ისე გახარებოდა ამერიკის აღმოჩენა, როგორც მე იმ 14 ადამიანის ïŠ
–13ის.
–არა, 14 ვიყავით.
–ა.. შენი თავიც აღმოჩენა იყო?..................
–არა, უბრალოდ მთელი ყოველთვის იმაზე მეტია, ვიდრე მისი შემადგენელი ნაწილების ჯამი. – სხაპასხუპით ვპასუხობ მესამე კურსზე ნასწავლ გიდენსის თეორიას და გული მწყდება, რომ მისთვის ასეთი ახსნა უფრო გასაგებია, ვიდრე ის რომ ვუთხრა:
................იცი, როცა ამ გასვლაში ჩავეწერე, მეგონა რომ ძლიერი შემადგენლობის 14 კაციანი ჯგუფი მივდიოდით, სინამდვილეში კიდე აღმოჩნდა, რომ ძლიერები კი არ ვართ – „ჩვენ ვყოფილვართ, ვინც ვყოფილვართ“ (აქ ისმაილის ინტონაციაა საჭირო).
ეს ხუმრობით.. ისე კი, მართლა მეგონა რომ ჯგუფიდან უმეტესობას ვიცნობდი, მაგრამ იქ.. ხდის ხეობაში ყველანი სხვანაირები ვიყავით. განა უკეთესები ან უარესები, უბრალოდ სხვანაირები.
საერთოდ ყველაფერი სხვანაირი იყო, ცაზე ამოსული ვარსკვლავებიც კი.. თორემ იგივენაირი რომ ყოფილიყო, მაშინ ჰო არ გაგვაღვიძებდა ჩქარეული შუაღამეს მთელ ბანაკს მოწოდებით „ადექით! ნახეთ რა ცააო“. (ისე მის ორგანიზმში არსებულ ალკოჰოლის დონეს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლებოდა რომ უმიზეზოდაც გავეღვიძებინეთ ïŠ მაგრამ ცა მართლა სხვანაირი იყო იმ ღამეს).
ასეთი რთულად გასავლელი გზაც არ მინახავს არსად; ოღონდ მთავარი სირთულე არც ნაშალზე და არც თოვლზე სიარული იყო. მთავარ სირთულეს მალინა წარმოადგენდა, რომელიც მრავლად იყო და აშკარად აფერხებდა ჩვენი სიარულის ტემპს. ïŠ
სიარულის ტემპზე გამახსენდა.. ჰო არსებობს ცხოვრებაში იდეალური მომენტები? აი წარმოიდგინეთ, მდინარე გაქვთ ახალი გადმოკვეთილი, დაღლილი წევხართ მინდორში, მზეზე თბებით და სასიამოვნო ან ოდნავ სასაცილო თემებზე საუბრობთ.. თუმცა, ბოლომდე იდეალური არაფერი არ არის, იმიტომ რომ ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დახედავს ჯი–პი–ეს–ს და იტყვის რომ „სტატისტიკა სავალალოა!“, რადგან ჯამში 4 საათი და 20 წუთი ვიარეთ და 3 საათი და 55 წუთი გაჩერებულები ვიყავით.
მაგრამ ამ დროს არსებობს თამი, მარიამო და ხდის ულამაზესი ხეობა, რომელთა კომბინაციის შედეგადაც ვიღებთ პასუხს „ისეთი ლამაზია აქაურობა, არ შეიძლება რომ არ გაჩერდე და არ დატკბე“. (არგუმენტი იმდენად ძლიერია, რომ „ის ჯი–პი–ეს–იანი ადამიანიც“ კი თმობს თავის პოზიციას. მართალია გზას აგრძელებს, მაგრამ ჩვენ ჰომ ვიცით რომ თმობს ïŠ ).
ისე სილამაზე ზედმეტად სუბიექტური ცნებაა. თამოსთვის მოშრიალე ბალახი იყო ლამაზი, თან იმდენად რომ მარტო სურათის გადაღება ეცოტავა და გიოს სთხოვა „შრიალის ვიდეო გადამიღეო“ ïŠ (შეიძლება ზუსტად ასე არ უთხოვია, არ ვიცი, მე მაგ დროს მჭადს ვჭამდი, მაგრამ ქარში ბალახი მართლა ისეთი იყო, ვიცი, გიო თხოვნის გარეშეც გადაიღებდა). ნათია ისეთი სიჩქარით დადიოდა მთელი ლაშქრობის განმავლობაში, მისთვის სილამაზე სადღაც წინ იყო, ჩვენზე და თავისთავზე წინ.. იკოსთვის ყველა ის ადგილი იყო ლამაზი, სადაც საქართველოს დროშას გაშლიდა. არწივი?! არწივზე რა გითხრათ, მისთვის სილამაზე ალბათ ბუნების და ადამიანების ერთიანად აღქმაშია, ზუსტად ამიტომ მოდიოდა ყოველთვის ბოლო, რომ ხდა და ცამეტივე მოლაშქრე მის თვალწინ ყოფილიყო. ამ კუთხით ქსოვრელი და გიო ცოტა „მძიმე არტილერიები“ იყვნენ. რამდენჯერაც გიოს შევხედე, იმდენჯერ აპარატის ეკრანს უყურებდა, ქსოვრელიც (ოღონდ ჯი–პი–ეს–ისას და თან უფრო მეტი ინტენსიობით).
სწორედ ამიტომ ვინმეს რომ ეკითხა:
–ალექს, როგორი იყო ხდის ხეობა?
–26კმ სიგრძეში, 3500 სიმაღლეში.. – რაღაც ამდაგვარს უპასუხებდა ქსოვრელი.
–გიო, შენთვის როგორი იყო?
–ოდნავ მოლურჯო და გადანათებული.. – იმიტომ რომ ფერები ჰქონდა აპარატზე გასასწორებელი. ïŠ
რაც შეეხება ანანოს, ანუ მე, ერთერთი ყველაზე ულამაზესი ხედი, ღამის 12 საათზე ვნახე, როცა მძინარემ კარავში თვალი გავახილე და ჩქარეული დავინახე სნიკერსით ხელში, თან ორი ცალი სნიკერსით!! (ჩემთვის და ნათიასთვის). ადრეც ჰო ვთქვი, არსებობს ცხოვრებაში იდეალური მომენტებითქო.. ïŠ
რადგან სნიკერსი ვახსენე, არ შემიძლია რომ ლირიული გადახვევა არ გავაკეთო.. (მიუხედავად იმისა, რომ აქამდე თითქმის ყველა გადახვევა ლირიული იყო, ეს მაინც ძალიან ლირიულია).
ხდის გასვლა იყო ყველაზე გემრიელი და ცოტათ უცნაური გასვლა, რაც კი ოდესმე მქონია ან გამიგია!!
1) დილა–საღამოს განებივრებული ვიყავით ცხელი სასმელებით;
2) იმდენად ბევრი ძეხვეული გვქონდა, რომ არწივის დაჟინებული თხოვნა – „შეჭამეთ ჩემი ორი კალბასი“ – ვერაფრით ვერ შევასრულეთ;
3) ადგილი ჰქონდა ასევე ძალადობას თამუნასა და ჩქარეულის მხრიდან: თამუნა ჩვენზე ცდილობდა გაესაღებინა კიტრები, რომელიც უხვად მოიპოვებოდა მის ჩანთაში, ხოლო ჩქარეული, მთელი დღის განმავლობაში დაგვსდევდა „სგუშონით“ ხელში და მოითხოვდა რომ მისი ხელიდან გვეჭამა, რადგან ასე ორმაგად ტკბილი იქნებოდა;
4) არ შემიძლია განსაკუთრებულად არ გამოვყო ჯითი.ჯი–ს აღმოჩენა. მან ხდის მდინარეში „ობოლონის“ ლუდი იპოვა, თუმცა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან როგორც აღმოჩნდა ისმაილს ჩაუდია გასაციებლად....... ჩვენ რა თქმა უნდა ეჭვი შევიტანეთ ისმაილის სიტყვებში და უფრო სარწმუნოდ მოგვეჩვენა, რომ ამ მდინარეში ლუდი უხვად მოიპოვება, მაგრამ უღელტეხილი გადასასვლელი გვქონდა და ამიტომ გავჩუმდით. (ისმაილ გვიყვარხარ ïŠ )
5) და ა.შ.
ეს ყველაფერი ხუმრობით.. ისე კი, რა თქმა უნდა იყო სიძნელეები, წინააღმდეგობები, მაგრამ როგორც იანომ თქვა (როცა უკვე თბილისისკენ მივდიოდით) „ადვილად ავიწყდება ადამიანს ტკივილი“. განსაკუთრებით მაშინ როცა ხდაში ხარ. ïŠ
წერა დიდად არ მეხერხება, ამიტომ შეიძლება ცოტა უხეში გადასვლა მოგეჩვენოთ, მაგრამ ძალიან მინდა ესეც რომ მოვყვე.. უკვე თბილისისკენ რომ მივდიოდით – გოგოებს გვეძინა. ისმაილმა თქვა „მიკვირს საიდან აქვთ გოგოებს ამხელა ენერგია და ძალაო..“ მახსოვს გამეღიმა მაგ დროს, და უფრო მეტად დავხუჭე თვალები, რომ მომესმინა ისმაილისთვის როგორ გვაქებდა ჩვენ..
მიუხედავად იმისა რომ, თამო, მარიამი და თამი არწივზე ზრუნავდნენ გამუდმებით, მიუხედავად იმისა რომ მე და იანო გიოს ვეხმარებოდით ყინულზე აკრობატული ნომრების შესრულებაში, მიუხედავად იმისა რომ ჩქარეულს დავეხმარეთ თავის მოგროვებული მაყვლის ჭამაში და კიდე ბევრი რამის მიუხედავად, ჩვენ (გოგოები) მარტო ვერაფერს გავხდებოდით................. იცით რა ადვილია ყველაფერი, როცა წინ ქსოვრელი მიგიძღვის და ზურგს არწივი გიმაგრებს, როცა ჩქარეული ტვირთმზიდავი და გიო რეპორტიორია, როცა იკო–იკო მუდმივად მომცინარი სახით დადის და ჯითი.ჯი გამუდმებით იმას გეკითხება „როგორ ხარ?“–ო და ისმაილი მარტო იმის გამო იცვამს უცხოპლანეტელის სასაცილო ფორმას, რომ წვიმის დროს ჩვენ არ მოვიწყინოთ და გავმხიარულდეთ..
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
არადა რამდენიმე დღის წინ რომ გეკითხათ, რამდენი წამი გაქვს შეგროვებულიო, გიპასუხებდით, „ზუსტად იმდენი, რამდენიც 5 წუთსა და 47 წამში ჩაეტევათქო“.
ეხლა მიჭირს ამ 5 თუ 6 წუთში იმ წამების ჩატევა, რაც ხდაში შევაგროვე და.. მიხარია, რომ ვერც ჩავტევ. ïŠ
პ.ს. დაარეგისტრირეთ...