Page 5 of 7

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 01 ნოე 2011, 19:06
by matroska
მადლობა ავტორებს მრავალწყაროს ამბების დეტალური აღწერისთვის. ბატონ ლადოს მიერ მითითებული ლიტერატურიდან ,,წარწერები გარეჯის მრავალწყაროდან" (ვალერი სილაგავა) ერთ დეტალს დავამატებ (თქვენის ნებართვით): ,,1802 წელს, 11 მარტს, სამშაბათს, სადაც 1995 წელს კლდეში გამოკვეთილი ეკლესიები აღმოაჩინეს, ყაჩაღმა ლეკებმა შეიპყრეს ნათლისმცემლის მონასტრიდან მთავარდიაკონ იოვანე ჩუბინიძესთან ერთად თბილისში მომავალი გაბრიელ მცირე - ჰაგიოგრაფიული ჟანრის ძველი ქართული მწერლობის ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი, ეგზეგეტიკოსი და ასკეტურ-ჰომილეტიკური კრებულების შემდგენელი, რომელსაც კ. კეკელიძის დახასიათებით ,,თვისი წვლილი შეუტანია ქართული მწერლობის ისტორიაში". ყაჩაღებმა მღვდელმონაზონ გაბრიელს თავი მოჰკვეთეს, ხოლო იოვანე ჩუბინიძე თოფით მოკლეს; დაუკრძალავთ გაბრიელი ნათლისმცემლის მონასტერში...


ბატონი ლადოს თქმით, 1995 წელს, კლდეში ნაკვეთი ეკლესიების აღმოჩენის წინა ღამეს, ექსპედიციას - მეცნიერთა ჯგუფს სწორედ ნათლისმცემლის მონასტერში გაუთენებია ღამე. ,,რა მადლი აქვს მონატერს" - ასეთი იყო ბატონი ლადოს მონაყოლის ქვეტექსტი...

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 01 ნოე 2011, 19:08
by Tamari-ch.
xaliana21 wrote:ძალიან ვისიამოვნე ფოტოებით და ამბებით!
ყოჩაღ ყველას!
ვაღიარებ, რომ შემშურდა თქვენი : ))

გაგრძელება?...
რაღაც "ნეხვატკა"-სავით რაღაც დატოვა: )))
ძირითადი ამბები უკვე მოვყევი

კიდევ რამდენიმე ადამიანი იღებდა ფოტოებს და ხომ არ იცით მათი გვერდი ფეისბუკზე?
იკოს ფოტოებიც არაა -
მარი ჯაფოსი ვიპოვე და გაჩვენეთ - მეც ამოვწევ რამდენიმე ფოტოს ჩემი კომპიდან - ნაწილს დავდებ საუნჯეზე

geologi. - თითქმის ათის ნახევრამდე გელოდით
დაგერეკა მაინც რომ ვეღარ მოდიოდი...
პ.ს. იკო-იკოს მოვკარი თვალი, თითი გაეზარდა?
კი გაეზარდა, მაგრამ იმ დღეს მეორე თითი დააზიანა
იოდი ვასხით....
:lol:

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 01 ნოე 2011, 19:57
by iano
ვიცოდი რომ ასეთი მაგარი გასვლა გამოვიდოდა :D


სამწუხაროდ არ მეცალა თორემ არ გამოვტოვებდი :)

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 01 ნოე 2011, 20:07
by geologi.
გულით ვწუხვარ და ვინანიებ, წამოსვლის ღამეს პოლიციამ დამაჯარიმა სიმთვრალეზე (ცუდი საქციელია ვაღიარებ), მანქანა ჩამომართვეს და საჯარიმოზე გააქანეს, ყველაფრის ხალისი დამაკარგინეს და თავგზა ამირიეს, ჩალაგებული ზურგჩანთა და დაწყობილი გეგმები ფუჭად დამატოვებინეს. გარეჯის მაგივრად თავი საჯარიმოზე ამოვყავი. :oops:

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 01 ნოე 2011, 20:16
by Tamari-ch.
geologi.
კაი ნუ ნერვიულობ
ცოტა კი გამიკვირდა რომ არ მოხვედი - თან იდეაში მანქანით უნდა მოსულიყავი
მარტო შენ არ გვიღალატე - 3 კაცი არ მოვიდა
და 18 დან 15 დავრჩით
ელეს ალბათ დაეზარა - ვიცნობ...
:lol:

აბა მოვიდა ჩემი რეპორტაჟიც....

ეს დილით ადრე - "ყველაზე ყოჩაღები!"

Image

ეს "შედევრი" თურმე კომუნისტების დროს დაუდგამთ, რუსთავთანაა,
საინტერესო ისტორია ჰქონია
ჯერ ბუღა დადგეს - მერე ნახეს რომ უშნოა
და კიდევ უფრო უშნო კაცი დაუმატეს და ამოუდეს იღლიაში

:lol:

Image

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 01 ნოე 2011, 20:28
by Tamari-ch.
გარეჯის სერებიიიიი

Image

ეს კინაღამ ავარია

Image

ცოტაც და ჩასრიალდებოდა ორმოში!

აი ის ადგილი საიდანაც უნდა გადაუხვიო გზიდან მარჯვნივ მრავალწყაროსკენ

Image

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 01 ნოე 2011, 20:29
by Tamari-ch.
ულამაზესია გარეჯი -

Image

Image

Image

Image

Image

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 01 ნოე 2011, 20:51
by Tamari-ch.
ჩაფიქრებული ნიკოლოზი ამა სოფლის ამაოებაზე.
:D

Image

Image

შოოოორს ხედავთ გამოქვაბულებს?
აი იქაა ყველაზე დიდი ეკლესია
რიგით მეოთხე რომ ვნახეთ
მისგან მარჯვნივ კლდის თავზე იყო შესაძვრომი ეკლესია - ჩვენ რომ ვიხოხიალეთ....

Image

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 01 ნოე 2011, 20:55
by Tamari-ch.
Image

Image

Image

Image

ტოვარიშჩ კუ გარეჯელი!
ძალიან შეყუჟულ-შეშინებული - რას მაჯანჯღარებთო...

Image

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 01 ნოე 2011, 20:59
by Tamari-ch.
Image

ლევანი და ჩემი ტანჯული ქოლგა...

შემოელეწა ხელში

:lol:

Image

კარველების ნახევარი ცოცხალი თავით არ შემოდიოდა მიწისქვეშა ეკლესიაში
ეტყობა ეშინოდათ შეძრომა კლდის ძირში

გამოვძვერი უკან და სულ წივილი კივილით შევყარე შიგნით

:lol:

მერე კი არ ინანეს! - პირიქით - მადლობა რომ დაგვაძალეო

:lol:

Image

Image

უნიკალურ, გუმბათიან დარბაზულ ეკლესიაში აღმოვჩნდით!
საკმაოდ დიდი სივრცეა შიგნით

Image

Image

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 01 ნოე 2011, 21:03
by Tamari-ch.
Image

Image

Image


Image

Image

Image

ბოლოს დავეშვით მეოთხე ეკლესიისკენ...
სწორედ ამ პერიოდში დაასხა წვიმამ ყველაზე გულმოდგინედ....
უხვად დაგვაყარა!

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 01 ნოე 2011, 21:09
by Tamari-ch.
ეს იყო ერთ ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი ჩვენს ლაშქრობაში

ტბასთან - წითელ მწვანე ფერებით....

Image

Image

ბოლოს ჩემი დაჭრილი ქოლგა რემბომ ათრია...
:lol:

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 01 ნოე 2011, 21:16
by Tamari-ch.
ერთ ერთი ყველაზე სასაცილო ადგილი ჩვენს ლაშქრობაში:

უნდა ჩამოვიდე პირველი ეკლესიიდან (სადაც ფრესკა იყო)

ჩამოსასვლელი როგორიცაა იქედან - აი აქ ჩანს!

Image

ანუ უფრო სწორედ - ვერ ჩამოვდივარ და ვზივარ ქარაფზე!
ფეხი მისრიალებს...
ამ დროს რეკავს ტელეფონი - სახლიდან მირეკავენ -
ბავშვები მარტო დავტოვე და გული გადამიტრიალდა - ბავშვებს რამე ხომ არ უჭირთ თქო...
ცალი ხელით ჩამოკონწიალებული ვარ ბიჭების მიერ სახელდახელოდ გაკეთებულ "თოკზე" - თოკი კი ერთმანეთზე გადაბმული ქამრებია
მარა რავა არ ვუპასუხებდი - იქნებ ბავშვებს რამე უჭირთ!
:shock:

ცალი ხელით ჩამოკიდებული ვარ თოკზე,
მეორე ხელში მობილური მიჭირავს
- რა იყო დედი რა ხდება??? - ვეკითხები?
- დედიკო.... - პატარა ლუკაა ტელეფონზე.. - დედიკო, აჭარული ხაჭაპურის ცომს კვერცხი სჭირდება???
ამოვისუნთქე.....
:lol:

ჰოდა ასე - ქარაფზე ჩამოკიდებული, ცალი ხელით ქამრებზე ჩამოკონწიალებული, ვუხსნიდი აჭარული ხაჭაპურის ცომის რეცეპტს... სახლში ეტყობა დიდი ქეიფი იყო...
მერე გავარკვიე, რომ მარიამს თავისი დაქალები მოუყრია და აქაო და მარტო ვართო - და ნადიმი მოუწვიათ... "გულავი" ჰქონდათ....
:lol: :lol:

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 01 ნოე 2011, 21:18
by okulone
აქ ჯერ სუფთები და მშრალები ვართ :)
Image
Image
Image

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 01 ნოე 2011, 21:20
by Tamari-ch.
ნადიმი ჩვენც გვქონდა - ბოლოს!
ბატონმა ლადომ დაგვპატიჟა ხინკალზე
:oops:

Image


ნიკა რას იბღვირები?
:D
Image

Image

Image

Image

Image