
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
- Maiko-adventurous
- მაწანწალა
- Posts: 488
- Joined: 02 სექ 2011, 14:37
- Maiko-adventurous
- მაწანწალა
- Posts: 488
- Joined: 02 სექ 2011, 14:37
- Maiko-adventurous
- მაწანწალა
- Posts: 488
- Joined: 02 სექ 2011, 14:37
- Maiko-adventurous
- მაწანწალა
- Posts: 488
- Joined: 02 სექ 2011, 14:37
- Maiko-adventurous
- მაწანწალა
- Posts: 488
- Joined: 02 სექ 2011, 14:37
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11
მეხუთე დღეს შოდაზე გვქონდა ასვლა დაგეგმილი. გზა არ ვიცოდით. შოდაზე ასვლა სხვადასხვა სოფლიდან არის შესაძლებელი. გაკითხვით და რჩევებით შედარებით მარტივი მარშრუტი ამოვირჩიეთ - გადავწყვიტეთ სოფელ საკაოში ჩავსულიყავით და იქედან დავდგომოდით შოდას გზას.
წინა საღამოს ჩვენმა ნაცნობმა დარაჯმა მანქანა გამოგვიძებნა, რომელიც საკაომდე ჩაგვიყვანდა. გამთენიისას ავიბარგეთ, ვისაუზმეთ და შეთანხმებისამებრ მარშუტკით გავემგზავრეთ საკაოსკენ.
გზაში ქეთის გადაუდებელი საქმეები გამოუჩნდა და იძულებული გახდა თბილისში დაბრუნებულიყო.
მანქანამ საკაოს გადასახვევამდე მიგვიყვანა. გადასახვევიდან სოფლამდე საკმაოდ შორი მანძილი იყო, თან ზუსტად არ ვიცოდით რა გზით უნდა ავსულიყავით შოდაზე.
უნდა ვაღიარო, რომ მთელი ლაშქრობის მანძილზე სასწაულად გვიმართლებდა შემთხვევით მიმავალ ტრანსპორტში
საკაოს გზაზეც ერთი კეთილი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც ონიდან სახლში ბრუნდებოდა თავისი ნივით. ამ კეთილმა ადამიანმა ჩაგვსხა თავის მანქანაში და სოფლის ბოლომდე აგვიყვანა, რითიც საკმაოდ დიდი მანძილი და დრო მოგვაგებინა.
შოდასკენ მიმავალი გზა საკმაოდ დამაბნეველი და ბუნდოვანია. არის უამრავი გადასახვევი, გაწყვეტილი ბილიკი, გაყოფილი გზა. მიუხედავად ჩვენი უამრავი კითხვისა ადგილობრივ მოსახლეობასთან და მცდელობისა, რომ გზა გაგვერკვია, ყველა განსხავვებულად გვიხსნიდა, თუ როგორ უნდა ავსულიყავით შოდაზე: ზოგი რაღაც ბილიკისკენ მიგვითითებდა, ზოგი გადასახვევისკენ, ზოგი ამბობდა რომ პირდაპირ უნდა გვვევლო ა.შ.
ამ რჩევებით დახუნძლულნი ავუყევით მთას, რომელიც ჩვენი ვარაუდით უნდა მალე გადაგვევლო და შემდეგ დაიწყებოდა შოდას აღმართიც.
გზა მძიმე გამოდგა. იყო საშინელი აღმართი და როგორც ქსოვრელი გვაყვედრიდა 5 წუთიან სვლას 10 წუთიან შესვენებას ვანდომებდით
შესვენების წუთებს ხელმძღვანელი მკაცრად გვიკონტროლებდა. გვინიშნავდა დროს და თუ ოდნავ მაინც გადავაცდენდით უკვე აუგად მოგვიხსენიებდა
(ალექს, იმედია არ გამლახავ). გაგვითავდა წყალი და არც ჩანდა ახლოს არაფერი, სადაც წყლის მარაგს შევავსებდით. ტყე არ მთავრდებოდა, არც აღმართი, ჩვენ კი ძალა გვეცლებოდა და უკვე ალექსის ჩხუბიც აღარ მოქმედებდა, აქეთ ვეჩხუბებოდით, ვერ დავდივართო
))
როცა 5 საათი შესრულდა მივხვდით, რომ კარგ დღეში არ ვიყავით
უნდა გადაგვეწყვიტა ან წინ სვლა და საბანაკე ადგილამდე მიღწევა (ტყე ისეთი გაუვალი და დამრეცი იყო, ვერაფრით შევძლებდით იქ კარვის გაშლას), ან უკან დაბრუნება.... მივხვდით, რომ სადღაც არასწორად გადავუხვიეთ და სხვა მიმართულებით წავედით, რომ შოდამდე კიდევ დიდი გზა იყო და დაღამებამდე ტყეს ვერ გავცდებოდით. ამიტომ ბევრი ფიქრისა და კამათის შემდეგ გადავწყვიტეთ უკან დაბრუნება...
დავეშვით დაღმართზე (მე ფაქტიურად ჩამოვგორდი), გამოვუყევით ტყეს და დაღამებისას სოფლამდე ჩამოვედით. გადავწყვიტეთ იმავე საღამოს ონში გადავსულიყავით, რომ მეორე დღეს შქმერისკენ მიმავალი ტრანსპორტი მოგვენახა. ალექსანდრე და იანო უკიდურესად გაწბილებულნი იყვნენ წარუმატებლობით
არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ შქმერში წასვლა უნდოდათ მეორე დღეს და კიდევ გულში ფიქრობდნენ, რომ საკაოში გაეთენებინათ ღამე და მეორე დღეს ისევ შოდასკენ აეღოთ გეზი. მაგრამ საბოლოოდ, ყველამ გადავწყვიტეთ შოდას დალაშქვრა მომავალი წლისთვის გადაგვედო და შემდეგ დღეს შქმერში წავსულიყავით.
საკაოდან ონამდე 7 კილომეტრია. ისედაც დაღლილებს ეს გზა ფეხით უნდა გაგვევლო. მართალია, სამანქანო გზა იყო, მაგრამ ონში ძალიან გვიან ჩავიდოდით, რომ არა ისევ ჩვენი გამართლება ტრანსპორტში
გზად 2 ახალგაზრდა ყმაწვილი შეგვხვდა რაღაც დანგრეული მანქანით (თან ცოტა ნასვამები), რომლებმაც ონამდე ჩაგვიყვანეს და გაოცებული კითხვებით აგვავსეს
ერთ-ერთმა ისიც კი თქვა, მე ჩემს აივანზე მეზარება ასვლაო და თქვენ მეტი დარდი არ გაქვთ ამხელა ბარგით ამ გზაზე რომ დაიარებითო?
ან სახლში არავინ ნერვიულობს, რომ ამ გზაზე გიშვებენ და იციან რომ ტყე-ღრეში იქნებით ღამეო? 
მიუხედავად ამ ყმაწვილების დაჟინებული თხოვნისა, რომ სადმე განვეთავსებინეთ, ალექსიმ სასტიკი უარით გაისტუმრა და უგულებელყო მათი შემოთავაზება. ჩამოვედით ონის ავტოსადგურთან. რამოდენიმე წუთში თავს დაგავდგა საპატრულო პოლიციის მანქანა
გამოგვკითხეს ვისი გორისანი ვართ, ქართველები ვართ თუ არა, რას ვაკეთებთ, რა გვინდა ცხოვრებაში და რომ გაიგეს ჩვენი ამბავი, მაშინვე ერთ-ერთ თანამშრომელს გადაურეკეს და მასთან სახლში გაგვამწესეს 
ბ-ნ ლაშა კეთილშობილი მასპინძელი აღმოჩნდა. ერთი ოთახი დაგვითმო თავისი 4 ლოგინით (ალექსიმ მაინც იატაკზე გაშალა საგებელი და ისე დაიძინა
). ცხელი წყალიც ჰქონდა იმ ოჯახაშენებულს, ბანაობასავით რაღაც მოვახერხეთ
ერთი ის არის, რომ რაჭაში დაწყებული რიგითი უსაქმურიდან, პოლიციელით დამთავრებული, ყველა დალევაზე ლაპარაკობს
ბ-ნ ლაშამაც მაშინათვე შეწუხებულმა იკითხა - რა დაგალევინოთო. მაგრამ ალექსის მკვახე პასუხების შემდეგ შეგვეშვა და დაიძინა
სანამ დაიძინებდა ჩვენი სახელები და გვარები ჩაიწერა , სად მივდიოდით გამოგვკითხა (რამე რომ დაგემართოთ, ჩემი შარიაო, ფიქრობდა). სახელების და გვარების ჩამოწერა ალექსანდრეს დაავალა. ეს ყველაზე კურიოზული მომენტი იყო. ვინაიდან ”კარაველები” ერთმანეთს ზედმეტი სახელებით იცნობენ, ალექსი ყველას სათითაოდ გვეკითხებოდა გვარს. პოლიციელი გადაირია - ეე ბიჭო, 1 კვირაა ერთად დადიხართ და ერთმანეთს არ ელაპარაკებითო? ან ის არ გიკითხავთ ერთმანეთისთვის რა გქვიათ, ვინ ხართ ან რა გვარისანი ხართო?
ერთი სიტყვით, ის საღამო, მიუხედავად ალექსანდრეს შეწუხებული გამომეტყველებისა (არიქა, გასვლას მიკნინებთო) ისევ ჭერქვეშ გავატარეთ
წინა საღამოს ჩვენმა ნაცნობმა დარაჯმა მანქანა გამოგვიძებნა, რომელიც საკაომდე ჩაგვიყვანდა. გამთენიისას ავიბარგეთ, ვისაუზმეთ და შეთანხმებისამებრ მარშუტკით გავემგზავრეთ საკაოსკენ.
გზაში ქეთის გადაუდებელი საქმეები გამოუჩნდა და იძულებული გახდა თბილისში დაბრუნებულიყო.
მანქანამ საკაოს გადასახვევამდე მიგვიყვანა. გადასახვევიდან სოფლამდე საკმაოდ შორი მანძილი იყო, თან ზუსტად არ ვიცოდით რა გზით უნდა ავსულიყავით შოდაზე.
უნდა ვაღიარო, რომ მთელი ლაშქრობის მანძილზე სასწაულად გვიმართლებდა შემთხვევით მიმავალ ტრანსპორტში

შოდასკენ მიმავალი გზა საკმაოდ დამაბნეველი და ბუნდოვანია. არის უამრავი გადასახვევი, გაწყვეტილი ბილიკი, გაყოფილი გზა. მიუხედავად ჩვენი უამრავი კითხვისა ადგილობრივ მოსახლეობასთან და მცდელობისა, რომ გზა გაგვერკვია, ყველა განსხავვებულად გვიხსნიდა, თუ როგორ უნდა ავსულიყავით შოდაზე: ზოგი რაღაც ბილიკისკენ მიგვითითებდა, ზოგი გადასახვევისკენ, ზოგი ამბობდა რომ პირდაპირ უნდა გვვევლო ა.შ.
ამ რჩევებით დახუნძლულნი ავუყევით მთას, რომელიც ჩვენი ვარაუდით უნდა მალე გადაგვევლო და შემდეგ დაიწყებოდა შოდას აღმართიც.
გზა მძიმე გამოდგა. იყო საშინელი აღმართი და როგორც ქსოვრელი გვაყვედრიდა 5 წუთიან სვლას 10 წუთიან შესვენებას ვანდომებდით




როცა 5 საათი შესრულდა მივხვდით, რომ კარგ დღეში არ ვიყავით

დავეშვით დაღმართზე (მე ფაქტიურად ჩამოვგორდი), გამოვუყევით ტყეს და დაღამებისას სოფლამდე ჩამოვედით. გადავწყვიტეთ იმავე საღამოს ონში გადავსულიყავით, რომ მეორე დღეს შქმერისკენ მიმავალი ტრანსპორტი მოგვენახა. ალექსანდრე და იანო უკიდურესად გაწბილებულნი იყვნენ წარუმატებლობით

საკაოდან ონამდე 7 კილომეტრია. ისედაც დაღლილებს ეს გზა ფეხით უნდა გაგვევლო. მართალია, სამანქანო გზა იყო, მაგრამ ონში ძალიან გვიან ჩავიდოდით, რომ არა ისევ ჩვენი გამართლება ტრანსპორტში




მიუხედავად ამ ყმაწვილების დაჟინებული თხოვნისა, რომ სადმე განვეთავსებინეთ, ალექსიმ სასტიკი უარით გაისტუმრა და უგულებელყო მათი შემოთავაზება. ჩამოვედით ონის ავტოსადგურთან. რამოდენიმე წუთში თავს დაგავდგა საპატრულო პოლიციის მანქანა


ბ-ნ ლაშა კეთილშობილი მასპინძელი აღმოჩნდა. ერთი ოთახი დაგვითმო თავისი 4 ლოგინით (ალექსიმ მაინც იატაკზე გაშალა საგებელი და ისე დაიძინა





ერთი სიტყვით, ის საღამო, მიუხედავად ალექსანდრეს შეწუხებული გამომეტყველებისა (არიქა, გასვლას მიკნინებთო) ისევ ჭერქვეშ გავატარეთ

I am not an adventurer by choice but by fate.
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11
ვა-ი-მე! :შურ: :მწვან: კიარადა ისა < 3
არასანქცირებული ღორობა ლოლ

არასანქცირებული ღორობა ლოლ






ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11
რა ფანტასტიურ ადგილებში იყავით ხალხნო ,ყველას ყოჩაღ , მაგრები ხართ
ვააააააჰ მე , ეს რა გასვლა გამოვტოვე






ვააააააჰ მე , ეს რა გასვლა გამოვტოვე



A NEW ADVENTURE IS WAITING
- Maiko-adventurous
- მაწანწალა
- Posts: 488
- Joined: 02 სექ 2011, 14:37
- Maiko-adventurous
- მაწანწალა
- Posts: 488
- Joined: 02 სექ 2011, 14:37
- Maiko-adventurous
- მაწანწალა
- Posts: 488
- Joined: 02 სექ 2011, 14:37
- Maiko-adventurous
- მაწანწალა
- Posts: 488
- Joined: 02 სექ 2011, 14:37
- Maiko-adventurous
- მაწანწალა
- Posts: 488
- Joined: 02 სექ 2011, 14:37
- Maiko-adventurous
- მაწანწალა
- Posts: 488
- Joined: 02 სექ 2011, 14:37
- Maiko-adventurous
- მაწანწალა
- Posts: 488
- Joined: 02 სექ 2011, 14:37
- Maiko-adventurous
- მაწანწალა
- Posts: 488
- Joined: 02 სექ 2011, 14:37