უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 23 აგვ 2011, 14:30
ჰო, იმ საფლავებთან გაჩერება მაგარი ხოხმა იყო, ჩვენი ადგილი რავა უკვე საიქიოზეაო ვკითხულობდით გაკვირვებულები

)))
ნიკორწმინდა ვისი სახელობისაა? წმინდა გიორგის ეკლესიების გვერდს ვავსებ და ნიკორწმინდაც მანდ უნდა იყოს თუ არა?
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 23 აგვ 2011, 15:39
ჰო, იმ საფლავებთან გაჩერება მაგარი ხოხმა იყო, ჩვენი ადგილი რავა უკვე საიქიოზეაო ვკითხულობდით გაკვირვებულები
შენ კიდევ არ იყავი ჩვენს მანქანაში და არ იცი რა დიალოგები იყო გიზუკასთან... "აგენი არ შეგაწუხებენო - ჩუმად იქნებიანო" -
უნდა გენახა რა ტონით და ჟესტებ-ინტონაციით გვითხრა...
ნიკორწმინდა ზუსტად არ მახსოვს ვისი სახელობისაა - ტრაფარეტზე ვნახავ სახლში..
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
iko-iko
- ბოდიალა
- Posts: 133
- Joined: 23 თებ 2011, 22:46
- Location: თბილისი
Post
by iko-iko » 23 აგვ 2011, 16:45
Tamari-ch. wrote:ჰო, იმ საფლავებთან გაჩერება მაგარი ხოხმა იყო, ჩვენი ადგილი რავა უკვე საიქიოზეაო ვკითხულობდით გაკვირვებულები
შენ კიდევ არ იყავი ჩვენს მანქანაში და არ იცი რა დიალოგები იყო გიზუკასთან... "აგენი არ შეგაწუხებენო - ჩუმად იქნებიანო" -
უნდა გენახა რა ტონით და ჟესტებ-ინტონაციით გვითხრა...
ისე მშვენიერი იდეა იყო,სასაფლაოზე დაბანაკება,
თან აგენი არ შეგაწუხებენო, გარანტია მოგვცა
გიზოსთვის სამახსოვრო სურათი არ გადაგვიღია,
სასაფლაოს ფონზე?

უფალო შეეწიე
მგზავრობას ჩვენსას
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 23 აგვ 2011, 18:32
სასაფლაოს ფონზე არა - მარა მანქანაში კი გადაუღე ფოტო
ეგ და არჩილი გვერდიგვერდ რომ დაჯდნენ - მანქანა გედიზნიქა...
ესეც "კარავი" გიზუკას ეზოში...
ისე მშვენიერი იდეა იყო,სასაფლაოზე დაბანაკება,
მაგი ვიფიქრე მეც -
არცერთ კარველს სასაფლაოზე არ გაუშლია არასოდეს კარავი
ჰოდა ეს იქნებოდა ყველაზე ექსტრიმგადარეული გაშლა კარვისა....

Last edited by
Tamari-ch. on 23 აგვ 2011, 19:40, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 23 აგვ 2011, 18:46
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
t.d
- იეტი
- Posts: 1201
- Joined: 29 მარ 2008, 16:12
- Location: saqartvelo.tbilisi
Post
by t.d » 23 აგვ 2011, 18:53
დამწყდა გული რომ ვერ გნახეთ.

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 23 აგვ 2011, 19:21
დენის ეს ბოძებია ორიენტირი - ამ ბოძებს მიჰყავხარ ლაბეჭინას მონასტრამდე
დაბლა რომ თეთრი წერტილებია - ესაა სოფელი - აი იქედან წამოვედით ფეხით...

Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 23 აგვ 2011, 19:25
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 23 აგვ 2011, 19:31
დაიღალა არჩილი
- მართლაც მომქანცველი იყო აღმართებზე ამ სიცხეში სიარული....

Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 23 აგვ 2011, 19:40
ლაბეჭინა და ლაბეჭინას ეკლესია
ტრაგიკულია ზოგიერთი ქართული სოფლის ბედი. მათ რიცხვს მიეკუთვნება სოფელი ლაბეჭინა, რომლის მხოლოდ სახელი შემორჩა ისტორიას. ლაბეჭინა მდებარეობდა ქვემო რაჭაში, მდინარეების ასკასა და ლაჯანურს შორის. ლაბეჭინა ერთ-ერთი უძველესი ქართული სოფელია ამბროლაურის რაიონში. იგი ცნობილია უნიკალური “მთავარანგელოზის” ეკლესიით, რომელიც მეთერთმეტე საუკუნეში არის აშენებული. ლაბეჭინაა სწორედ ის სოფელი, რომელსაც აქვს ისტორიული წარსული, უსიხარულო აწმყო და ტრაგიკული დასასრული.
ცნობილი მეცნიერი მიხეილ ალავიძე ასე განმარტავს ამ სოფლის სახელწოდებას: “ლაბეჭ” ნიშნავს “ქვიან ადგილს.” მთავარანგელოზის ეკლესიიდან გადაიშლება შესანიშნავი ხედი რაჭა-ლეჩხუმისა. ერთ მხარეს მოსჩანს რიონის ხედი, მეორე მხარეს – ხვამლის მთა. 1836 წელს ლაბეჭინაში სულ 25 კომლი ცხოვრობდა ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს – 50 კომლი. ლაბეჭინადან 27 ახალგაზრდა წავიდა ომში და დაბრუნდა მხოლოდ – 5. სოფელში მხოლოდ ოთხი გვარის ხალხი ცხოვრობდა: ჭიჭინაძეები, ასათიანები, მახარობლიძეები და ნემსიწვერიძეები. აღსანიშნავია, რომ რაჭაში, ლეჩხუმში და სვანეთში ჭიჭინაძის გვარი ლაბეჭინადან გავრცელდა.
არასწორი აგრარული პოლიტიკის შედეგად სოფელი ლაბეჭინა ნასოფლარად იქცა. დარჩა მხოლოდ ეკლესიის ნანგრევები. ლაბეჭინადან წამოსული ახალგაზრდების ინიციატივით 1998 წლის ზაფხულში დაიწყო ეკლესიის აღდგენა, რაც წარმატებით დაგვირგვინდა. 1910 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა იმოგზაურა რა რაჭა-ლეჩხუმში აღნიშნა, რომ ლაბეჭინას “მთავარანგელოზის” ეკლესია ერთ-ერთი გამორჩეული და ისტორიული ძეგლია. მეცამეტე საუკუნეში მიწისძვრამ პირისაგან მიწისა აღგავა ტაძარი, რომელიც ადრე მონასტერი იყო. იქაური მკვიდრის გაბრიელ ლაბეჭინელის (გვარი არაა ცობილი) მიერ აღდგენილი იქნა ეკლესია.
ლაბეჭინას მონასტერს უდიდესი წიგნთსაცავი ჰქონია, რომელიც XIII საუკუნეში მიწისძვრის გამო ძლიერ დაზარალებულა. ეკლესიის ხატთა უმეტესობა დღეს თბილისში, საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება, წერს ლევან ფრუიძე წიგნში: “სოფელი ლაბეჭინა და ლაბეჭინის მონასტერი.”
არსებობს ლეგენდა, რომ მეთექვსმეტე საუკუნეში ლაბეჭინას მმართველი იყო გიორგი ინასარაძე, რომლის მფლობელობაში შედიოდა სოფლები: საირმე, ჭყვიში, ქვიშარი, გენდუში, ტვიში, ორხვი, დერჩი, მექვენა. სოფელ ლაბეჭინას თავს დაესხნენ თათრები და გაანადგურეს: საირმე, ჭყვიში და ლაბეჭინა. ინასარიძე ამ დროს სხვაგან იყო. მან შეკრიბა ჯარი და გაანადგურა მტერი. მაგრამ თვით ისე დაიბეჟა ჯაჭვის პერანგში, რომ ლაბეჭინაში მისვლისთანავე გარდაიცვალა. ცოლმა ვერ აიტანა ქმრის სიკვდილი, ისიც მოულოდნელად გარდაიცვალა. ცოლ-ქმარი დასფლავებული არიან ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
ლაბეჭინაში ყოველწლიურად აღინიშნება დღესასწაული “კოხინჯრობა” 20 მაისს და “მთავარანგელოზობა” 20 ნოემბერს. ახალგაზრდებმა ააგეს ქვის შესანიშნავი სამრეკვლო და ეკლესიის ზარის ხმა 10-15 კმ-ზე ისმის.
საბჭოთა პერიოდში სოფელ ჭყვიშის საბჭოში შედიოდა ოთხი სოფელი: ქვიშარი, ქვედა ჭყვიში, ზედა ჭყვიში და ლაბეჭინა, რომლებიც 1952 წელს გაერთიანდნენ ერთ სოფლად. დღესაც საკამათოა, სად გადის რაჭისა და ლეჩხუმის საზღვარი. ცნობილი საზოგადო მოღვაწის, შამილ ცხვედიანის აზრით, რაჭა-ლეჩხუმის საზღვარია “გველისთავი.” ჭყვიშის სახელწოდება მეცნიერთა აზრით, სიტყვა “ჭყვიშ”-იდან მოდის და წყაროიან ადგილს ნიშნავს, ხოლო “ქვიშარი” – ქვიშიანს. ერთ დროს მძლავრი ერთიანი სოფელი ჭყვიში, სადაც დაახლოებით 1500 მოსახლე ცხოვრობდა, ახლა თითქმის დაცარიელდა. არასრულ საშუალო სკოლა, სადაც 120-150 ბავშვი სწავლობდა, დღეს მხოლოდ 14 მოსწავლეს ითვლის. ამ ბოლო დროს თითქოს გამოცოცხლება დაეტყო სოფელს: გაკეთდა გზა, გაჰყავთ სასმელი წყალი. ჭყვიში ცნობილია თავისი “ყავრუშით,” რომელიც მდებარეობს მაღლობ ადგილას, სადაც უნიკალური ხვანჭკარის ჯიშის (ვაზის) “თითა” და “ალექსანდროული” ხარობს. ამჟამად კერძო პირების მიერ ათვისებულია აღნიშნული ტერიტორიის დიდი ნაწილი.
https://www.facebook.com/topic.php?uid= ... opic=13753
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 23 აგვ 2011, 20:56
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 23 აგვ 2011, 21:02
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 23 აგვ 2011, 21:07
აი ეს საფლავი ლაბეჭინაში დიდი ჟეშტით იყო გადახურული
როგორც ქაფქიანამ წაიკითხა - ერისთავის საფლავი ყოფილა
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 23 აგვ 2011, 21:27
Last edited by
Tamari-ch. on 23 აგვ 2011, 21:29, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 23 აგვ 2011, 21:28
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....