უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 25 ივლ 2011, 22:37
ნელ ნელა მივიწევდით მდინარის შუა ნაწილისკენ!
ფოტოაპარატები ყველამ ჩააწყო ჩანთაში - მდინარეში შხეფები სახემდე გწვდება და ყველა ვარიანტში დასველდებოდა აპარატი, ამიტომ ამ გადასვლის არანაირი კადრი არ შემორჩა!
ანდა ვის ეცალა ფოტოსთვის!
ხრამის შხეფები გირტყამს სახეში - ფეხებს ვერ ადგამ მყარად, იმიტომ რომ ქვებსაც მიაგორებს ხრამი! დადგამ ქვაზე ფეხს - ის კი ფეხქვეშ გეცლება!
ერთმანეთს ჩაჭიდებულები -ყველა ერთად მთელი ძალით ვუწევდით წინააღმდეგობას გამგელებულ მდინარეს! პირველები შევიდნენ ლევანი და მაკო - მერე მივყევით დანარჩენები - ნელ ნელა- ნაბიჯ- ნაბიჯ! ხელიხელჩაკიდებულები! ერთიანი ძალით და ლოცვით - მივდიოდით წინ.. შუა ნაწილს რომ მივუახლოვდით - იქ იყო პიკი! ყველაზე ძლიერი ნაკადი! შხეფები და მდინარის ღრიალი ყველაფერს ფარავს და არ გესმის ვინ რას ჰყვირის! მესმის როგორ უყვირის ლევანი შეშინებული სახით მაკოს რაღაცას - მახსოვს ყველას დაძაბული სახეები! მახსოვს როგორ მიკანკალებდა დაძაბულობისგან მუხლები - ჩემს გვერდით კი გიორგი და ელოიზას სახეებიც არ დამავიწყდება... და სადღაც შუაში ჩემს ფეხქვეშ ქვა ასრიალდა და გადავარდი ზურგით კისრამდე წყალში - ცოტაც და ხრამი წამიღებს!
მახსოვს როგორ იკივლა ელოიზამ - თამთაო! და გიორგიმ და თაკომ ამომათრიეს წყლიდან - მახსოვს, რომ მთელი გზა ლოცვა მიტრიალებდა თავში - და პირველი ყიჟინაც მახსოვს! - ლევანი და მაკოსი - გადავედითოოო!!!!!!
მერე დანარჩენებიც ნელ ნელა მიუერთდნენ ყვირილით და ტაშით!
კადრივით მახსოვს წყალში უკან შემოვარდნილი ლევანი - როგორ გვეხმარებოდა დარჩენილებს და ბოლო ისიც მახსოვს როგორ დავდგი დაძაბულობისგან აკანკალებული ფეხი ნაპირზე!!!
ვახ, ეს რა იყო ბოშო აა!

ძალა ერთობაშია!
Last edited by
Tamari-ch. on 30 აპრ 2012, 23:14, edited 3 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
გვალდა
- იეტი
- Posts: 2222
- Joined: 15 ივლ 2004, 12:49
-
Contact:
Post
by გვალდა » 25 ივლ 2011, 22:45
ჰო, ეს იყო, წყალში სრულად მობილიზებული, ძალამოკრებილი, და როგორც კი გამოვინაპირეთ და მყარი მიწა ვიგრძენი ფეხქვეშ, იქ გამომეცალა ძალა.
სვანეთოლოგი
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 25 ივლ 2011, 22:48
მერე იყო სიხარული. ჟრიამული და აღტაცება! შეძახილები, ტაში, ეს რა მაგარი იყო!!!!
მოდი კიდევ გავიმეოროთ და უკან გადავიდეთ! - ხუმრობა!
მომღიმარი სახეები! სიხარულისგან გოგონები აკუნტრუშდნენ!
ლამის ვკოცნიდით და ვეხვეოდით ერთმანეთს - ისეთი გახარებული იყო ყველა!
რკინის ხიდთან მიბჯენილი ხე კი უკვე სასაცილოდ აღარ გვყოფნიდა -
ამ დიდი დაბრკოლების მერე
ისეთი ადვილი მოგვეჩვენა ყველას ამ ხეზე აძვრომა!
ვბრუნდებით უკან...
პირველი რაც გავაკეთე დავრეკე სახლში და მშვიდობით გადმოვედით თქო ვუთხარი -
გადაირია ნერვიულობისგან ოჯახი - "ცხენი იშოვეთ?" სად ხართ?" მოდიოდა მესიჯები - ჩემმა ქმარმა ხრამჰესის ტელეფონიც კი გაიგო - რომ ეთხოვა წყალი არ გამოეშვათ, სანამ არ გადმოვიდოდით - მაგრამ არ პასუხობდნენო მითხრა....
აქ სახეზე მაწერია განვლილი წუთები

Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 25 ივლ 2011, 22:58
ეს ხეზე ამობობღვის პროცესია დაფიქსირებული!
რკინის ხიდზე რომ გადმოვდიოდი ფეხები მიკანკალებდა - დაძაბულობისგან,
ხელი არ გამიშვია რკინის მოაჯირისთვის და სხვებსაც ვურჩიე საკუთარ თავს არ ენდოთ - შეიძლება დაღლილობისგან თავბრუ დაგეხვათ თქო...
ბედნიერი ნანა

და ესეც უუბედნიერესი გვალდა!

Last edited by
Tamari-ch. on 26 ივლ 2011, 01:50, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 25 ივლ 2011, 23:05
რა იყო მერე?
მერე იყო ოხუნჯობა,
მივედით ლომთან
პირველი რაც გავაკეთე ყელში ვწვდი ავთოს და დახრჩობა დავუწყე
მერე იყო ჟრიამული და მოყოლა იმისა, რაც გადაგხვდა!
ესეც ჩვენი მაშველები - პატარა ბიჭები - სელაპებივიტ დაცურავდნენ ხრამში
საერთო ფოტოს გადასაღებად მზადება
და საერთო ფოტო
ამიგოს ალბომიდან

Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 25 ივლ 2011, 23:09
ნელ ნელა ამოვედით ტანძიაში
ზემოთ კი უკვე თამაზის ვუყვებით ჩვენს თავგადასავლებს...
მზერა კარვული - ანუ ამბავი იმისა, თუ რატომ ვახრჩობდი ავთოს...

Last edited by
Tamari-ch. on 26 ივლ 2011, 22:52, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 25 ივლ 2011, 23:11
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
bavshvi
- მაწანწალა
- Posts: 320
- Joined: 05 აგვ 2008, 15:23
Post
by bavshvi » 26 ივლ 2011, 08:43
Tamari-ch.
დიდიიიიიი მადლობა ასეთი საინტერესო რეპორტაჟისთვის და გასვლის ორგანიზებისათვის პირველ რიგში
ეს გასვლა ეძღვნებოდა ნანას, სართანიას! -
Tamari-ch. wrote:
ბედნიერი ნანა
ამ ხიდის წარმატებით გადალახვას აღვნიშნავ

(საშინლად მეშინია სიმაღლის

)
პ.ს. ფოტოაპარატის მფლობელებო შეიძლება თქვენს მიერ გადაღებული სურათებით FB-ზე ჩემი პატარა ალბომი შევქმნა ამ დაუვიწყარი გასვლის ??? (გამოვიყენებ მარტო იმ სურათებს სადაც მე ვარ კადრში

თქვენი ინიციალებით იქნება ფოტო განთავსებული რა თქმა უნდა

)
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 26 ივლ 2011, 09:10
ბავშვებო! - უამრავი ადამიანი იღებდა ფოტოებს!!!
დაყარეთ რა ან ფბ ალბომები ან სურათები!!!
ჩემი ფოტოები გამოიყენენ ნაან! არაა პრობლემა! მე რეპორტაჟის დროს სხვადასხვა ავტორის (ამიგოს, დალის, თAმუნას) ფოტოები გამოვიყენე ქრონოლოგიისთვის
ვინაიდან ზოგჯერ ისეთ ოფლიმასკდება სიტუაციაში ვიყავით - ფოტოს თავი ვის ჰქონდა და ამა თუ იმ ეპიზოდისათვის ფოტო არ მქონდა!

Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
eloiza
- ბოდიალა
- Posts: 175
- Joined: 10 სექ 2007, 07:50
Post
by eloiza » 26 ივლ 2011, 10:06
ჩემი ყველა სურათი თამარის წყალობით დევს თემაში, თუ რამე არაა და პირწიგნაკზე შეგიძლიათ ნახოთ და რათქმაუნდა ინიციალების გარეშეც გამოიყენოთ სურვილისამებრ

-
Mako-dgm
- ბოდიალა
- Posts: 144
- Joined: 25 თებ 2009, 22:40
- Location: oasis
Post
by Mako-dgm » 26 ივლ 2011, 13:17
ჩემი ზუმიანი აპარატი იმავე ღამეს დასასვენებლად გაუშვი ზღვაზე, ასერომ ფოტოებს 3-4 დღე დააგვიანდებათ, იქამდე კი ეს ლინკი შეგიძლიათ ნახოთ
http://www.facebook.com/media/set/?set= ... 1542163241
No pressure, no diamonds!!!
Life begins at the end of your comfort zone...
577266221&593399330<ლევანი>
-
გვალდა
- იეტი
- Posts: 2222
- Joined: 15 ივლ 2004, 12:49
-
Contact:
Post
by გვალდა » 26 ივლ 2011, 14:21
Mako-dgm
გამორჩეული ფოტოები გაქვს :*
სვანეთოლოგი
-
avtokh
- მაწანწალა
- Posts: 953
- Joined: 28 სექ 2010, 21:31
- Location: saca moxerxdeba :)
Post
by avtokh » 26 ივლ 2011, 14:45
bavshvi wrote:Tamari-ch.
დიდიიიიიი მადლობა ასეთი საინტერესო რეპორტაჟისთვის და გასვლის ორგანიზებისათვის პირველ რიგში
ეს გასვლა ეძღვნებოდა ნანას, სართანიას! -
Tamari-ch. wrote:
ბედნიერი ნანა
ამ ხიდის წარმატებით გადალახვას აღვნიშნავ

(საშინლად მეშინია სიმაღლის

)
პ.ს. ფოტოაპარატის მფლობელებო შეიძლება თქვენს მიერ გადაღებული სურათებით FB-ზე ჩემი პატარა ალბომი შევქმნა ამ დაუვიწყარი გასვლის ??? (გამოვიყენებ მარტო იმ სურათებს სადაც მე ვარ კადრში

თქვენი ინიციალებით იქნება ფოტო განთავსებული რა თქმა უნდა

)
http://share.ge/download.php?id=7E2456FC4 აქაა ჩემი ფოტოები და მგონი შენც უნდა იყო მოხვედრილი ობიეკტივში, გადაიწერე თუ არ გადაგიწერია და გამოიყენე როგორც გაგიხარდეს