მეგალითური დღე 2 - 3.07.11

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
მეგალითური დღე 2 - 3.07.11

Post by amigo » 05 ივლ 2011, 16:21

ყველას დიდი მადლობა მშვენიერი მოგზაურობისთვის, გვიან საღამოს განვაახლებ რეპორტაჟს :)

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
მეგალითური დღე 2 - 3.07.11

Post by Tamari-ch. » 05 ივლ 2011, 17:29

Image

მაგარი ფოტოა!

:lol:

(მაკენას მოვპარე ფაცებოკედან)
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
მეგალითური დღე 2 - 3.07.11

Post by Tamari-ch. » 05 ივლ 2011, 21:22

რა იყო მერე???

ჰო მერე იყო ბეშთაშენი...

აღწერილობის და სტატიების მიხედვით ბეშთაშენშიც იყო მეგალითური ციხე

და კიდევ უნდა ყოფილიყო მეგალითები სანთაშიც...

რომ ჩავედით ბეშთაშენში შუადღე იყო - 3 საათი!

მზე აჭერდა ტვინში, რაც ძალი და ღონე ჰქონდა..

დავდექით დილემის წინაშე...
:roll:

ან უნდა წავსულიყავით უკან ელიბაბას მთაზე - სადაც მეგალითური ციხეა,

ან უნდა წავსულიყავით წინ სანთაში, რომელიც გამოვტოვეთ წინა გასვლისას და წესით უნდა ყოფილიყო იქ რაღაც მეგალითური..

ან უნდა წავსულიყავით ბეშთაშენის ჩანჩქერთან - და ცოტა დაგვესვენა...
:roll:

ჯიპ-დივიზია გაჩერდა ბეშთაშენის "ცენტრში" - სადაც რაღაც ახალი ეკლესია დავლანდეთ - მერე რომ ვიკითხეთ ეს წმ. ნიკოლოზიაო - სამრეკლოს ფორმის მიხედვით ბერძნული უნდა ყოფილიყო, თანაც ახალს ჰგავდა და ამიტომ მე პირადად ყურადღება აღარ მივაქციე...
ნანა წავიდა მანქანით წინ, სადაც უნდა ყოფილიყო წმ.გიორგის ქართული ეკლესია მე-11 საუკუნის - ვიპოვიო და გაგაგებინებთო.
ნაწილი კარველებისა უბრალოდ გამოეფინა გარეთ და ვისვენებდით....

ჰოდა რომ გადავხედე ჯიპტურის მონაწილეთა სახეებს - ეგრევე მივხვდი რომ მესამე ვარიანტი უნდა აგვერჩია..

ოფლი გვასკდებოდა, მზის კაშკაშა წითელ-ყვითელი ფერები ჩვენს ლოყებზე იყო ასახული და ისეთი გაბრუებული მზერა ჰქონდა ყველას - გამაგრილებელი ჩანჩქერი არ აგვცდებოდა... სანამ ნანა მობრუნდებოდა დაზვერვიდან -გადავწყვიტე თვალი შემევლო ამ "ახალი ეკლესიისთვის"....

ჰოდააააა....

:shock:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
მეგალითური დღე 2 - 3.07.11

Post by Tamari-ch. » 05 ივლ 2011, 21:54

Image

აი ეს ეკლესია
სამრეკლო აშკარად ბერძნული
წარწერებიც კარიბჭის თავზე ბერძნულია

სანამ ნანა დაბრუნდებოდა
ტყუილა დგომას ვარჩიეთ თვალი შეგვევლო ამ ეკლესიისთვის
და ჩვეული წრე დავარტყით გარშემო


Image
Last edited by Tamari-ch. on 05 ივლ 2011, 21:58, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
მეგალითური დღე 2 - 3.07.11

Post by Tamari-ch. » 05 ივლ 2011, 21:57

ესეც ჩრდილოეთ კედელი...

Image

ჰოდა უცებ ჩრდილოეთ კედელზე რაღაც დავლანდეთ!


Image

:shock:

უკუღმა ჩაუტანებიათ ჯვრები კედელში
და სარკმელთან კი ასომთავრული წარწერები!!!


მერე კიდევ უფრო დავაკვირდით და იმავე კედელზე კიდევ ერთი წარწერა ვიპოვეთ!

Image


მერე უფრო მიზნობრივად დავიწყეთ ძებნა
ჰოდა ბერძნული წარწერის თავზე, 1849 წელი რომ წერია იქ,

იქაც ვიპოვეთ რაღაც!


:shock:
სამი ჯვრის თავზე!

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
მეგალითური დღე 2 - 3.07.11

Post by Tamari-ch. » 05 ივლ 2011, 22:02

ქართული ეკლესია ყოფილა!!!!

:cry:
მიტაცებული ბერძნების მიერ
ხელახლა აღდგენილი 1849 წელს!
და კიდევ კარგი ქვები დაუტოვებიათ ქართული წარწერებით
თორემ ეგეც აღარავის ემახსოვრებოდა!

ახლა აქ უნდა ვეძებო ამ წარწერების წარმომავლობა

ბეშთაშენი (წალკის რ-ნი)
1.ბერძენიშვილი დ. თრიალეთის უცნობი წარწერები //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული.ტ.VI.-თბ.,1982.-გვ.11-13.
სოფ. ბეშთაშენის (ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით - ბეშქენაშენი) ნათლისმცემლის, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებისა და მათში შემორჩენილი წარწერების აღწერილობა.
2.ბეშთაშენი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტII.-თბ.,გვ.347.
სოფ. ბეშთაშენის მატერიალური კულტურის ძეგლთა აღწერილობა.
3.ლომთათიძე გ. გრძელიშვილი ი. თრიალეთში 1949 წელს მივლინების ანგარიში //მიმომხილველი. II.-1951.-გვ.321-325.
სოფ. ბეშთაშენის (თაყაიშვილის მიხედვით ბეშქენაშენი)წმინდა თევდორეს, წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიების აღწერილობა.
4.ბაქრაძე ა. თრიალეთისა და ატენის ეპიგრაფიკული ზეგლები, როგორც ისტორიული წყარო //საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე.-XX-Ð’.-1959.-გვ.55-77.
ბეშთაშენის ეკლესიაში შემორჩენილი წარწერების მიმოხილვა.



Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
მეგალითური დღე 2 - 3.07.11

Post by Tamari-ch. » 05 ივლ 2011, 22:05

ვინაიდან დროში და სიცხეში ვიწვოდით და უმეტესად მეგალითური დღე გვქონდა
ამიტომ ნანამ ნახა წმ.გიორგის ეკლესია

აი ეს - მე იქ ასვლა ვეღარ მოვასწარი

http://saunje.ge/index.php?option=com_c ... =1&lang=ka

ბეშთაშენის წმ. გიორგის ეკლესია - დევი ბერძენიშვილი //ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.13., გვ.186-187
ბეშთაშენი სოფელია წალკის რაიონში მდ. აღრის მარცხენა ნაპირას, წალკის წყალსაცავის ჩრდილო-აღმოსავლეთით, წალკიდან 5 კმ-ზე, ზღვის დონიდან 1540 მ-ზე. სოფელი მდებარეობს ისტორიულ თრიალეთში. ძველად ბეშქენაშენი ერქვა, ბეშთაშენით შეცვალეს 1830-იან წლებში არზრუმის მხარიდან გადმოსახლებულმა ბერძნებმა. მდ.აღრისაც ვახუშტი ბატონიშვილი ბეშქენაშენის ხევს უწოდებს. 1392 წ. ბეშქენაშენი თრიალეთის სხვა სოფლებთან ერთად მცხეთის საკათალიკოსო მამულების ჩამონათვლშია. შუა სოფელში დგას წმ.გიორგის სახელობის ეკლესია. იგი დიდრონი თლილი ქვებითაა ნაგები და კარგადაც შენახულა. მოზრდილ დარბაზულ შენობას სამხრეთიდან მინაშენი აქვს მთელ სიგრძეზე, რომელიც უფრო დაბალია, ვიდრე მთავარი ნავი. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულია ერთ დაბალ სვეტზე დაყრდნობილი 2 ღია თაღით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. მინაშენის სამხრეთ კედელზე ნუსხურნარევი ასომთავრული წარწერა, საიდანაც ირკვევა, რომ ეკლესია აუგიათ გურგენისძეებს ერისთავ ვახტანგის ბრძანებითა და თანადგომით: წარწერა გაუკეთებია გურგენ მღვდელს, აქ მოხსენიებული პირები სხვა წყაროებში არ ჩანან, მაგრამ ფიქრობენ, რომ წარწერა XII ს-ში უნდა იყოს გაკეთებული თრიალეთიდან ბაღვაშების გადაშენების შემდეგ, თამარის გამეფებამდე. ეკლესიის გალავნის ყორეში, დასავლეთით, ჩაყოლებულია დიდი ლოდი ნუსხური წარწერით, საიდანაც ჩანს, რომ ეკლესიის მშენებლობაზე უშრომია ვინმე მონაზონ თავაის ძეს. ეს ქვა სოფლის პირველი ეკლესიიდან (ნათლისმცემლის) უნდა იყოს აქ მოტანილი და X-XI სს-ით თარიღდება.



შემოვა ნანა და დადებს იქ გადაღებულ ფოტოებს
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
მეგალითური დღე 2 - 3.07.11

Post by Tamari-ch. » 05 ივლ 2011, 22:37

მერე დავიწყეთ ჩანჩქერის ძებნა, გზაზე პატარა ჯემალა ბერიძე შეგხვდა და მიგვიყვანა ე.წ. ჩანჩქერთან

ჩანჩქერი - პირობითად ჰქვია - უფრო ჩქარ მდინარეს ვიტყოდი

:D

შესვენება სწორედ რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის გამოდგა

ცოტა აზრზე მოვედით....

Image


Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
მეგალითური დღე 2 - 3.07.11

Post by amigo » 05 ივლ 2011, 22:55

Image

Image

Image

Image

User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
მეგალითური დღე 2 - 3.07.11

Post by amigo » 05 ივლ 2011, 22:57

Image

Image

Image

Image

Image

User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
მეგალითური დღე 2 - 3.07.11

Post by amigo » 05 ივლ 2011, 23:11

Image

Image

Image

Image

Image

User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
მეგალითური დღე 2 - 3.07.11

Post by amigo » 05 ივლ 2011, 23:12

Image

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
მეგალითური დღე 2 - 3.07.11

Post by Tamari-ch. » 05 ივლ 2011, 23:19

კარგი ფოტოებია!

amigo
დადე რა კიდევ....
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
მეგალითური დღე 2 - 3.07.11

Post by amigo » 05 ივლ 2011, 23:25

Image

Image

Image

Image

User avatar
nikolozi
ბოდიალა
Posts: 170
Joined: 18 იან 2011, 23:36
Location: მზის სისტემაში
მეგალითური დღე 2 - 3.07.11

Post by nikolozi » 05 ივლ 2011, 23:38

amigo
ჩვენი ჯგუფის ფოტოები არა? :wink: :wink: :wink: :lol: :lol: :lol:
A NEW ADVENTURE IS WAITING

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]