მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
karavi87
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 06 ოქტ 2009, 11:58
Location: თბილისი
მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Post by karavi87 » 09 ივნ 2011, 19:21

აბასთუმანი

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
მოგზაურობა

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Post by arcivi9 » 10 ივნ 2011, 01:02

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
arcivi9 wrote:დადეთ რა ეს ბმულები,
ბმულის დადება კგ აზრი არ არის.
ფოტოები 1 თვის შემდეგ აღარ იხსნება, ხოლმე
იქამდე ჩვენ ყველანი მოვასწრებთ მათ გადმოწერას და დავტკბებით მაღალი ხარისხის სურათებით, ხოლო 1 და 2 წლის მერე 300 პიქსელიანი სურათების ნახვა ყველას შეეძლება :)
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Post by Ketevan Guliashvili » 10 ივნ 2011, 20:16

WenTTo wrote: 23. კეთევან გულიაშვილი
ვენტო, განა გალატიონი ვარ სახელი ან-ით დამიწერო?-ალი ვარ და არა-აცი. :D

რამოდენიმე ფოტოს მცირე მონათხრობთან ერთად მეც შემოგთავაზებთ.
ჩითახევის წმ. გიორგის მონასტერი („მწვანე მონასტერი“) (IX-X სს.)

წინამძღვარი: მღვდელმონაზონი იოაკიმე (ჩიკვილაძე)
მისამართი: ქ. ბორჯომიდან 15 კმ-ის დაშორებით, ბორჯომის ნაკრძალის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ჩითახევის ხეობა.

IX საუკუნის ეს ძეგლი მეცნიერთა აზრით ცნობილი ქართველი მოღვაწის, წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების – ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებულია. იგი ბაზილიკის ტიპის ეკლესიისა და სამრეკლოსაგან შედგება, სადაც ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ჩუქურთმები ახლაც კარგად იკითხება. მონასტრის ტერიტორიაზე დღესაც შეგიძლიათ ძნელბედობის ჟამს დაღვრილი ბერების სასწაულებრივად უხრწნადი სისხლის უამრავი ნაკვალევის ნახვა; ეს ტაძრის უდიდესი სიწმინდეა, რომელსაც დრო და წყალი ვერაფერს აკლებს.

Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Post by Ketevan Guliashvili » 10 ივნ 2011, 20:18

სამრეკლო ორსართულიანი, პირველი სამლოცველოა, მეორე სართული კი წარმოადგენს მდიდრულად მოჩუქურთმებულ, ფანჩატურს. აღმოსავლეთის ერთ-ერთ წახნაგზე, თაღის ქვემოთ, მოთავსებულია რელიეფი, რომელიც წმინდა გიორგის ვეშაპთან ბრძოლას გამოხატავს.

Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Post by Ketevan Guliashvili » 10 ივნ 2011, 20:23

ქვაბისხევი

წმინდა მარიამის მიძინების სახელობის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, რომელიც მე-8-მე-9 საუკუნეთა მიჯნაზე ააგეს. მის ფრესკებს შორისაა მდიდრულად ჩაცმული ქალისა და მამაკაცის გამოსახულებანი, რომელთაც ასომთავრულით აწერია: “შოთაი და იაი”. ლეგენდის მიხედვით, მამაკაცი დიდი პოეტი შოთა რუსთველი, ხოლო ქალი – დედამისია; ლეგენდა გვამცნობს, თითქოს შოთას დეიდა ქვაბისხევის ხეობაში ყოფილა გათხოვილი და შოთას განათლება აქ მიუღია.

ეკლესია ბორჯომთან ახლოს, ქვაბისხევის ხეობასთან მდებარეობს.

Image



Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Post by Ketevan Guliashvili » 10 ივნ 2011, 20:41

Aquilegia olympica (syn. Aquilegia caucasica) კავკასიური წყალიკრეფია.
100 (130)სმ. ყვავილი გხვდება კავკასიაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ანატოლიასა და ირანში. ხარობს მთაში სუბალპურ ზონასი. ფერთა გამა ღია ლურჯიდან - მკვეთრად ლურჯამდე.

Image


Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Post by Ketevan Guliashvili » 10 ივნ 2011, 20:58

აბასთუმანი

სახელწოდება „აბასთუმნის“ შესახებ არის მრავალი ლეგენდარული გადმოცემა. მაგალითისათვის ზისერმანი – „თბილისის გუბერნიის აღწერაში“ აბასთუმანს მოიხსენიებს და ამბობს: „აბასთუმნის თბილ წყლებში შაჰ-აბასი ბანაობდა, უცებ თავს წამოადგა დიდძალი მტერი. შაჰ -აბასმა ჩაცმაც ვეღარ მოასწრო რიგიანად. ასე, რომ პერანგის ამხანაგი იქ დარჩა. ხალხმა დაინახა და დაიძახა: „აბასის თუბანი, აბასის თუბანიო!“ (თუბანი-ოსმალურად ქვედა საცვალს ჰქვია, თითქოს აქედან მოდის სახელწოდება აბასთუმანიო).

ხალხური გადმოცემით აბასთუმნის სამკურნალო წყლების ისტორია უძველესი დროიდან იწყება. ამავე წყაროს მიხედვით ალექსანდრე მაკედონელი აბანავებდა მასში თავის მხედრებს და კურნავდა მათ ჭრილობებისაგან.

აკადემიკოსი ივ. ჯავახიშვილი „ქართველი ერის ისტორიაში“ წერს: „განდევნილი გიორგი რუსი რომ კვლავ შემოიჭრა საქართველოში, მან და მისმა მომხრეებმაც გადაიარეს რკინის ჯვარი და ჩავიდნენ ოძრახეში და დასწვეს ქალაქი. იმერეთიდან მომავალ გიორგი რუსს თავისი ჯარით „რკინის ჯვრის“ გადმოსვლისის, აუცილებლად „ციხის ძირი“ უნდა გაევლო, რათა ჩასულიყო ოძრხეში (ძველად ზეკარის გადასასვლელს „რკინის ჯვრის“ გადასასვლელს უწოდებდნენ და დაბლა ხეობას კი „რკინის ხეობას“). ამიტომ ადვილი საფიქრებელია გადასასვლელსა და ხეობას შორის არსებულმა ციხემ მიიღო „რკინის ჯვრის“ სახელწოდება, რადგან ჯვარი სიმბოლოა ქრისტიანული სარწმუნოებისა.“

ოძრახეში (აბასთუმანში) ყოფილა თამარ მეფის რეზიდენციაც. ამას ადასტურებს ისტორიული ძეგლი – თამარის ციხე და „თამარის ხიდი.“ ციხის სიგრძეა 50 მ, სიგანე 15 მ. აქვს ორი მრავალსართულიანი კოშკი. კედლები ნაგებია ფლეთილი ქვით. წყობაში ჩანს სხვადასხვა პერიოდის გადაკეთების კვალი.



Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Post by Ketevan Guliashvili » 10 ივნ 2011, 21:08

ობსერვატორია დაარსდა 1932 წელს, პირველი 40სმ დიამეტრის მქონე ცეისის ფირმის რეფრაქტორი(ლინზიანი ტელესკოპი) დაიდგა 1937 წელს…
ობსერვატორიის დაარსების ისტორია, როგორც აქ აღნიშნეს უკავშირდება გლაზენაპს, რუსეთის მეფის, ნიკოლოზის უფროსი ძმის გიორგის მეგობარს, რომელსაც უფლისწულს ახლდა აბასთუმანში მკურნალობის დროს და აწარმოებდა დაკვირვებებს ორმაგ ვარსკვლავებზე. შემდგომ როცა დადგა ს.კავშირში სამთო ობსერვატორიის აშენების საკითხი, კომისიას, რამდენადაც ვიცი “ხელში ჩაუვარდა” გლაზენაპის დაკვირვების მასალები, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შედარებით პატარა ტელესკოპით იყო გადაღებული, არაფრით ჩამოუვარდებოდა მაშინდელ პულკოვოს. ობსერვატორიაში(პეტერბურგი) მიღებულ მასალებს. შედეგად ჩატარდა ასტრონომიული კლიმატის შესწავლა, ექსპედიციაში მონაწილეობდა მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი(მგონი არ ვცდები) ევგენი ხარაძე, რომელიც დაინიშნა კიდეც ობსერვატორიის დირექტორად და ხელმძღვანელობდა მას 60 წლის განმავლობაში…

რაც შეეხება ასტრო-კლიმატს, პირველი და მთავარი ამ შემთხვევაში არის ატმოსფეროს გამჭვირვალობის საკითხი, ერთერტი მაჩვენებელია ატმოსფერული ფენების მდგრადობა, თუ იქ მყოფი ადამიანი დაუკვირდება ღამით მოწმენდილ ცას, შეამჩნევს რომ ვარსკვლავები ცაზე არ ციმციმებენ, ანუ მათგან წამოსული სინათლე მარტივად რომ ვთვა, “არ მახინჯდება”…
ეს მცირე რამ რაც შეიძლებოდა ობსერვატორიის შესახებ თქმულიყო…

http://abastumani.wordpress.com/observatori/


Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Post by Ketevan Guliashvili » 10 ივნ 2011, 22:22

http://www.youtube.com/watch?v=TJqNDrz0LDc

გამოყენებული სიმღერა -
Craig Morgan - "That's What I Love About Sunday"

ავტორის შესახებ იხილეთ ბმული http://www.cmt.com/artists/az/morgan_craig/bio.jhtml

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]