მოვაღწიე!
იყო ძალიან მრავალფეროვანი გასვლა, ძალიან ბევრი სასიამოვნო მომენტით, თავგადასავლებით სავსე. როგორ არ ვუთხრა მადლობა გიგას ორგანიზებისთვის?
საინტერესო გასვლისთვის, ყვავილებს არსებობისთვის, თოვლს კლიმატის შეცვლისთვის, ტყეს დაკარგვისთვის, ბაქარს 10 წუთის გასავლელი გზის 10 წამში გატარებისთვის, რეინჯერს დახმარებისთვის, შეფარებისთვის, წივწივას სიურპრიზისთვის და ტორტისთვის, თამთას საჩუქრებისთვის, ბაქარს,ოთარს, ამირანს, ჯნოსს, დავითს, შოთას და გოგონებს სიმღერისთვის, განწყობის ამაღლებისთვის, მზეს ორშაბათს გამოსვლისთვის, მინდორს გაშრობისთვის, წამოგორებისთვის, მელანოს კოტეჯის "გარემონტებისთვის", მირანდას და თამთას გაშლილი მინდორის პოვნისთვის, შოთას ყვავილებისთვის, იქაურებს მოკლე გზის სწავლებისთვის, მატარებელს მგზავრებისთვის, უცხოელებს გამოცნაურებისთვის, გზაში კონცერტის ჩატარებისთვის, მამას დახვედრისთვის.
და საერთოდ მდინარეს, ტყეს, მზეს, ყვავილებს, ხეებს, თოვლს, მინდვრებს, მთებს, ნისლს, წვიმას, ბალახს არსებობისთვის!!
კიდევ მინდა