უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
zura N.
- იეტი
- Posts: 2483
- Joined: 16 მარ 2006, 02:17
- Location: არხოტი
Post
by zura N. » 19 მაი 2011, 08:30
tushi aleko wrote:
ერთი შეხედვით მართლაც გიჟური მარათონი დასრულდა...
რას ქვია დასრულდა?!
ზღვისპირეთის სურათები დაიდოს!
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
-
tushi aleko
- ბილიკზე მოარული
- Posts: 77
- Joined: 23 ივლ 2009, 14:39
- Location: თუშეთი-წოვათა
Post
by tushi aleko » 19 მაი 2011, 21:31
კი ზურა ზღვისპირეთის სურათები და აღწერა რათმაუნდა იქნება, მარათონის დასრულებაში ტობადან ჩამოსვლა ვიგულისხმე თორე მთლიანად კიარ დამთავრებულა
წამო თუშეთში
-
tushi aleko
- ბილიკზე მოარული
- Posts: 77
- Joined: 23 ივლ 2009, 14:39
- Location: თუშეთი-წოვათა
Post
by tushi aleko » 23 მაი 2011, 21:30
ნისლების სამყაროსგან უკვე შორს ვიყავით, ამიტომ დილაც შესაბამისად მზიანი და ცხელი გათენდა. დილიდანვე ლურჯ ტალღებში გავცურეთ. ბანაობით გული ვიჯერეთ და საუზმეზე ფიქრის დროც დადგა. ჯონი იცნობდა იქაურობას და საჭმელზეც ის წავიდა. ცოტა ხანში დაბრუნდა პურით, ჩაით, თევზით და კიდევ რაღაც-რაღაცეებით ხელში. ყველაფერი ამოვალაგეთ რაც დარჩენილი გვქონდა და ერთიანად შევილუკმეთ. საუზმე დავამთავრეთ და გაგვახსენდა ჩვენი სველი ტანსაცმელი, რომელიც ჩანთებში გვიობდებოდა . ვინც შეკვეთილში ნამყოფია გეცოდინებათ რომ სანაპირო ზოლი შემოღობიალია, ხოდა ჩვენც ეს ღობე შესანისნავად გამოვიყენეთ.
შემდეგ კი ისევ ტალღებს მივაშურეთ
ჭყუმპალაობაში შუადღეც მოგვივიდა. დრო იყო ჩვენი მარათონის მთავარი მიზანი-აჭარული ხაჭაპურები დაგვეგემოვნებინა. ამიტომ ბარგი ჩავალაგეთ და ბათუმისკენ ავიღეთ გეზი. ქალაქში ჯონის მგობარს-ბექას(ქვარი ამისიც არ მახსოვს) შევხვდით. ის საგამოფენო დარბაზთან დაგვხვდა და შიგნით შეგვიყვანა. მე სურათების არაფერი გამეგება და ვარაუდით ვიყურებოდი აქეთ-იქით. ვერ ვარჩევ რომელი ნაჯღაბნია და რომელი შედევრი, ამიტომ ჩემთვის ყველა ერთნაირი იყო, ამ განცდას კუჭის გინებაც დაემატა და სულ ამიჭრელდა თვალები. საშინლდა მომშივდა. ბექას დროებით გამოვეთხოვეთ და კაფეში შევედით. საშუალო ზომის ხაჭაპურები შევუკვეთეთ და ნამცეციც არ დაგვიტოვია
დიდი ხნის სურვილი რომ ავიხდინეთ ბექას სახლისკენ გავემართეთ. ჯონის და უკვე ჩვენმა მეგობარმა სახლში დაგვპატიჟა თავისთან.
ბექას ძალიან თბილი და მოსიყვარულე ოჯახი ყავს. რამდენიმე თვეში ჩვენი მასპინძელი პატალას ელოდებოდა.
როგორც კი მივედით კომპიუტერში სურათები შევიტანეთ და კიდევ ერთხელ გავიხსენეთ განვლილი დღეები. შემდეგ საინტერესო საუბარ-დისკუსიები გაიმართა რავიცი რაზე აღარ. საღამოს ოჯახის წევრებიც შეიკრიბნენ და ვახშამსაც მივუსხედით. გვიან გავიგეთ რომ იმ ღამეს თურმე ბექას იუბილე შემოდეიდა.
დავლოცეთ ჩვენი მასპინძელიც და ბედნიერება ვუსურვეთ. იმ ღამეს ბექასთან დარჩენა გადავწყვიტეთ. გვიან ღამით ზღვის პირას გავედით სასეირნოდ და მშვენიეი დროც გავატარეთ. ლოგინებში ნამდილად ვერ დავიძინებდით, ამიტომ პარალონები გავიშალეთ და ისე მივიძინეთ
დილით ვისაუზმეთ და პლიაჟზე გავისეირნეთ. შემდეგ სახინკლეში ჩავედით და იუბილე მივულოცეთ ბექას. შუადღისხანს დავბრუნდით ბექასთან. ჯონი კიდევ აპირებდა დარჩენას რამდენიმე დღით, მე და გიო კი უნდა წამოვსულიყავით. ბევრი გვეპატიჟნენ მაგრამ ვეგარ დავრჩებოდით, გამოვეთხოვეთ მასპინძლებს და წამოვედით ორნი.
მახინჯაურამდე მინიბუსს გამოვყევით და ბათუმური ლუდი ჩავუფინეთ იქვე სადგურზე. ისევ ავტოსტპით ვაპირებდით წამოსვლას და ამისთვის აუცილებელი იყო პატარა გრადუსი . სამწუხაროდ იმ ჯერზე არ გაგვიმართლა და აჭარიდან გამოსვლას საკმაო დრო მოვანდომეთ. ურეკთან კი ცარიელმა მინიბუსმა გაგვიჩერა თბილისში ხოარ მოდიხართო და ორივე 15 ლარად წამოვყევით. გიო თავის ძმასთან ჩამოვიდა გორში, მე კი სახლს დავუბრუნდი.
აი ასე დასრულდა ჩვენი გიჯური ლაშქრობა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე. არვიცი რამდენად რეალურად გადმოვეცი ის ერთი კვირა, მაგრამ დამიჯერეთ ალბათ არ არსებობს დედამიწის ზურგზე ერთი ჰომოსაპიენსიც კი რომლიც ჩვენს გვერდით იქნებოდა ამ დღეების განმავლობაში და უკმაყოფილო დარჩებოდა. ეს გასვლა მართაც გადავსებული იყო თითქმის ყველა გამართლებით და უიღბლობით, რაც კი მოაშქრეს შეიძლება შეემთხვეს.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც კი ამ თემის თუნდაც ერთი გვერდი ჩაიკითხა, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც მოეწონა და კომპლიმენტები არ დაიშურა.
წამო თუშეთში
-
GIO_GEO
- ბოდიალა
- Posts: 112
- Joined: 25 აგვ 2007, 17:05
- Location: მთვარე
Post
by GIO_GEO » 24 მაი 2011, 01:09
ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა...
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 24 მაი 2011, 09:38
როგორც იქნა ბინასაც მივადექით და მეწყემსბასაც გადავაწყდით ბედზე. სამწუხაროდ გვარსახელები არ მახსოვს, მაგრამ მათი თბილი დახვედრა დაუწყარია ნადვილად. მწყემსები შეშის დასამზადებლად მიდოდნენ და როგორც აგვიხსნენ ჩვენ არჩეულ ბილიკს წყალსაცავთან კიარა სვანეთში გადავყავდით.
ხო ხო!! რას იხალისებდით, ის მწყემსები რომ არ შეგხვედროდათ,
აჭარული ხაჭაპურის და ბუნგალოს ნაცვლად
სვანურ კოშკებს რომ დაინახავდით!!!
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
zura N.
- იეტი
- Posts: 2483
- Joined: 16 მარ 2006, 02:17
- Location: არხოტი
Post
by zura N. » 24 მაი 2011, 09:53
Tamari-ch. wrote:როგორც იქნა ბინასაც მივადექით და მეწყემსბასაც გადავაწყდით ბედზე. სამწუხაროდ გვარსახელები არ მახსოვს, მაგრამ მათი თბილი დახვედრა დაუწყარია ნადვილად. მწყემსები შეშის დასამზადებლად მიდოდნენ და როგორც აგვიხსნენ ჩვენ არჩეულ ბილიკს წყალსაცავთან კიარა სვანეთში გადავყავდით.
ხო ხო!! რას იხალისებდით, ის მწყემსები რომ არ შეგხვედროდათ,
აჭარული ხაჭაპურის და ბუნგალოს ნაცვლად
სვანურ კოშკებს რომ დაინახავდით!!!
აჭარულის მაგივრად კუბდარი შეხვდებოდათ...
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
-
nusa
- იეტი
- Posts: 2183
- Joined: 08 ივნ 2007, 09:46
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by nusa » 24 მაი 2011, 17:19
არაფრის ბატონო
წავიკითხ/დავათვალიერე ხუთივე გვერდი დიდი სიამოვნებით
))
არ მოგაკლებოდეთ ასეთი და უფრო საინტერესო თავგადასავლები, გამართლება და კომპასი კი მუდამ თან გდევდეთ
არა, გზა რომ არ აგრეოდათ იმ აჭარულებს ასე გემრიელად ვერ მიირთმევდით
-
tushi aleko
- ბილიკზე მოარული
- Posts: 77
- Joined: 23 ივლ 2009, 14:39
- Location: თუშეთი-წოვათა
-
tushi aleko
- ბილიკზე მოარული
- Posts: 77
- Joined: 23 ივლ 2009, 14:39
- Location: თუშეთი-წოვათა
Post
by tushi aleko » 25 მაი 2011, 12:31
ძალიან დიდი მადლობა nusa და მინდა დაგეთანხმო რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით რომ წასულიყო ასეთი ეფექტური ნამდილად არ გამოგვივიდოდა. მოულოდნელობებში და ხიფათშია თავგადასავლების მთელი ვიტამინები, ხოდა ჩვენც იმდენი ვიტამინი მივიღეთ მაგ 7 დღეში რომ მთელი წელია ჯანში გვაქვს ისევ
წამო თუშეთში
-
tushi aleko
- ბილიკზე მოარული
- Posts: 77
- Joined: 23 ივლ 2009, 14:39
- Location: თუშეთი-წოვათა
Post
by tushi aleko » 25 მაი 2011, 12:36
Tamari-ch. wrote: ხო ხო!! რას იხალისებდით, ის მწყემსები რომ არ შეგხვედროდათ,
აჭარული ხაჭაპურის და ბუნგალოს ნაცვლად
სვანურ კოშკებს რომ დაინახავდით!!!
მწყემსებმა მართლაც რომ დიდი სამსახური გაგვიწიეს და გადაგვირჩინეს აჭარულები, მაგრამ ალბათ არც სვანური კოშკებზე და კუბდარზე ვიტყოდით უარს
წამო თუშეთში