ყურები ჩამოვყარეთ -
შანსი იმისა, რომ ფოთოლეთს ვნახავდით მინიმუმადე დავიდა...
მერე გადავწყვიტეთ ჯერ სამი ეკლესია და ციხე გვენახა
და მერე ვნახავდით -
ხალხი როგორ განწყობაზე იქნებოდა.
როგორ ჩავეტეოდით დროში -
და ადგილე გადაგვეწყვიტა
ავიდოდით თუ არა ფოთოლეთში...
ამის მერე წავედით იმ სასაფლაოსთან
ჰოდა რომ ჩამოვედიტ უკან
დაახლოებით ორის ნახევარი იყო -
დრო გვქონდა
მართალია ძალიან ცხელოდა,
მაგრამ განწყობა იყო საუკეთესო.
ცოტა დავისვენეთ, სული მოვითქვთ ჩრდილში
წყალი დავლიეთ -
მე შევედი ეკლესიაში და მესანთლეს გავესაუბრე.
ვიქირავებთ თქო მანქნას -
მანდო მხოლოდ სატვირთო თუ ავაო....
ძალიან კარგი ქალბატონი შეგვხვდა.
მიატოვა ეკლესია პატარა გოგოს იმედზე -
გამომყვა და დავიწყეთ უბანში სიარული
გაკითხვა,იქნებ ვინმეს ან ნივა
ან სატვირთო ჰყავდესო თავისუფალი....
ვეძებთ...
ერთი ორი ვიკითეთ -
არ არიანო სახლში...
უცებ რაღაც პატარა სატვირთო დავინახეთ...
ეს ვისია მეთქი -
- არ ვიციო, აქაური მანქნა არ არისო...
დავიწყეთ პატრონის ძებნა -
რაღაც სამუშაოდან მოსულა, სხავ სოფლელი იყო,
და ახლა პურსა სჭამდა...
ლუდსაც მიირთმევნდა...
დავადექით თავზე საწყალს...
ისა მეთქი -
შორიდან ჩამოვედით თქო
ამისათვის სპეციალურად - თქო
თურმე ძნელი ყოფილაო ასვლა იქანე...
არ გაგვაწბილოტ მეთქი..
თვალებსაც ვუჟუჟუნებ...
კაცს ლუდიანი ჭიქა ხელში შერჩა...
კაიო,
აღარ დავლევო მაშინ.
20 ლარად აგიყვანთო!
ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა!!!
ავძვერით სატვირთოზე -
მძღოლმა ერთი მოგვაძახა
ხელი მაგრად მოკიდეთ ბორტებს
აღმართებზე მაგრად დაგანჯღრევთო!
დავიძარით
და დაიწყო წივილი კივილი!

ნიკა ბალღებს უკან დგას
და "სტრახოვკას" უკეთებს...
