ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Chiamaya
ბოდიალა
Posts: 119
Joined: 15 აპრ 2009, 11:37
Location: Tbilisi
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by Chiamaya » 15 ივნ 2009, 13:15

ძალიან ცოტა დრო მაქვს ეხლა, ამიტომ კომენტი პატარა იქნება (ბოდიში წივწივას :))
ძალიან მომეწონა, პირველად ვიყავი კარაველებთან ერთად და არ მოველოდი თუ ესე კარგი შთაბეჭდილებებით დავბრუნდებოდი. ყველას გაცნობა ძალიან, ძალიან მიხარია , ძალიან მომეწონეთ :wink: :wink: გიორგი "აჟიტირებულია":D ჩემმა დამ დამირეკა და მითხრა რო ვერ "აჩუმებენ" სულ ძეგვის ამბავს ყვება თან მისთვის ესეთი გასვლა პირველი იყო. მგონი "ცუდად არ იქცეიოდა" . თვითონ თურმე ამბობს რომ ჩემი საქციელი 5-იანზე იყოო.
რაღაც სურათები მეც გადავიღე მოგვიანებით დავდებ. უფრო მეტს ვაპირებდი მაგრამ მობ.- კინაღამ დაჯდა.

წივწივა ვსაუბრობდი ძირითადად მშობლებთან :) არ მეგონა ასე თუ "მოისაკლისებდი ჩემთან საუბარს თორემ :roll: :) სამაგიეროდ გიორგიმ ხო გადაგღალა თავისი ყურადღებით :)

ქსოვრელი თუ გავიცანი როდესმე გეტყვი ვართ თუ არა 1 "კატეგორია".
კომპენსაციის მიზნით გთავაზობ შენს სურათს, რომელიც თურმე გადამიღია.

Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by guruli » 15 ივნ 2009, 15:25

Chiamaya
ძალიან მომეწონა, პირველად ვიყავი კარაველებთან ერთად და არ მოველოდი თუ ესე კარგი შთაბეჭდილებებით დავბრუნდებოდი. ყველას გაცნობა ძალიან, ძალიან მიხარია , ძალიან მომეწონეთ
ძალიან კარგი, თუ მოგეწონა კარავული სიგიჟეები და გაგიჩნდა სურვილი, კიდევ დაგველაშქრო. :wink:
მგონი "ცუდად არ იქცეიოდა"
ცუდად კი არა, გიორგიმ ყველა მოგვხიბლა. მე უკვე შევიპირე, რომ სხვა გასვლებშიც წამოვა. მაგალითად, ავენისში, ორი კვირის მერე, სადაც ორივეს გელოდებით. იქ ამაზე ბევრად იოლი გზაა, მაგრამ სილამაზე მეტი თუ არა, არანაკლებია.

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by lali » 15 ივნ 2009, 15:50

-------------------
Last edited by lali on 15 ივნ 2009, 15:53, edited 1 time in total.
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by lali » 15 ივნ 2009, 15:52

z g a r b i wrote:
nikushanikusha wrote: 7. თურმე ასკილის ყვავილებისგან კარგი ლიქიორი დგება :)


ისა.. აქ ერთი ორი გემრიელი რაღაცის რეცეპტიც უნდა დაიდოს :)
ჰო, ჰო დედაშენს ეხება :P

:oops:
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by lali » 15 ივნ 2009, 15:58

civciva wrote:მართლა მაგარი იყო


ისეთი მაგარი რომ ენის რეცეპტორებიც აღფრთოვანებული იყო





ოოო ლალი სამუდამო ფანი გავხვდი თქვენი მზარეულობის ზეცოდნის, ყოველთვის მზად ვარ დავაგემოვნო

უფ რაკაი შეფპოვარი იქნებოდი ჩვენ ლაშქრობებში




:oops:



მეგონა მეხუმრებოდით ნამცხვრის რეცეპტი დადეო ''კარავზე'',

თურმე არა. ჰო და ამით გათამამებული ახლავე მოგაწვდით ამ რეცეპტს :)
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by lali » 15 ივნ 2009, 16:32

:)

უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ რომ არაფერი განსაკუთრებული არაა ამ ნამცხვარში, მე მარტო ის მომწონს მაგაში, რომ ბევრი ჩალიჩი არ უნდა :D

ამ ნამცხვარს თავისი სახელი აქვს, მაგრამ დრეიდან მას ნამცხვარი -''კარავი'' ვუწოდოთ :). ტრანსპორტირებას ადვილად იტანს (წივწივას ზურგჩანთაში იმგზავრა მთელი გზა ვერტიკალურ მდგომარეობაში) :lol:


ნამცხვარი ''კარავი''

ავთქვიფოთ 4 კვერცხის ცილა 2 ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად,
შემდეგ სათითაოდ შევატქვიფოთ კვერცხის გულები,
200 გრ დარბილებული მარგარინი,
1,75 ჭიქა მაწონი,
1 ს.კ. არაყი ან ლიქიორი,
1 ვანილი,
4 ჭიქა ფქვილი,
ბოლოს 1 ჩ.კ. სოდა ძმრით.

ყოველივე ამის შემდეგ ცივ თუნუქის Fურცელს მოვაყაროთ ცოტა ფქვილი და
მიღებული ცომი გადმოვასხათ მასზე თანაბრად, ზევიდან დავალაგოთ წვრილად დაჭრილი ნებისმიერი ხილი. ( ცხობის პროცესში ხილის ნაჭრები '' ჩაიძირება'').

თუნუქის ფირფიტას უნდა ჰქონდეს ამაღლებული ნაპირი, ვინაიდან ნამცხვარი იმატებს მოცულობაში.

ნამცხვრი გამოსაცხობად უნდა შეიდგას ოდნავ თბილ ქურაში დაბალ ცეცხლზე, რათა კარგად გამოშრეს.

:)
აი, სულ ეს არის. ვეცადე ძალიან დაწვრილებით დამეწერა, რათა პირველივე ჯერზე კარგი გამოგივიდეთ :) და შარი არ მომდოთ, სწორად არ გვასწავლაო :P
(ვინიცობაა, თუ არ გამოვიდა , დამიძახეთ და მოვალ :wink: ) :lol:
esec gaivlis....

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by MIRANDA » 15 ივნ 2009, 17:26

lali wrote:მეგონა მეხუმრებოდით ნამცხვრის რეცეპტი დადეო ''კარავზე''
რას ამბობთ... დედაჩემი ელოდებოდა ამ რეცეპტს..
ახლა უკვე ამოვბეჭდე და დღეს მივუტან :) :) :)

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by z g a r b i » 15 ივნ 2009, 17:49

lali

მართლა რა მარტვივად და სწრაფად კეთდება :) თან ინგრედიენტებიც რა ცოტაა, ცალკე გასვლა და ყიდვა არაა საჭირო

დიიდი მადლობა ;)
Image

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by Ninukala » 15 ივნ 2009, 17:56

ძალიან მომეწონა თქვენი რეპორტაჟი, თბილის და სასიამოვნოა.... :)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by Tamusia » 15 ივნ 2009, 19:53

ქალბატონო lali

გამოვაცხე. გემრიელი გამოვიდა, ოღონდ, როგორც ჩანს, ცეცხლი ცოტა მაღალი მომივიდა: გარეკანი ზედმეტად შეეწვა :)
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by Int3lig3nt » 15 ივნ 2009, 22:22

დღეს ვინდოუსის გადაწერას ვაპირებდი, მაგრამ ფოტოების დადება ვარჩიე (მამადლებელისმაილიკი)

დავიწყებ დაპატარავებას და დადებას :).

civciva
300 არაგველზე კორპუსი 45 პადიეზდი მეორე 4 სართული ვიცი რომ კარი ყოვეLტვის ღიაა
მისამართი სპეციალურად დაწერე არასწორად, თუ არ გახოვს :P.

pataputina
ზურა ერქვა მძღოლს, ჭაღარანარევი თმით, ადგილობრივი.
არასასიამოვნო ტიპაჟი იყო რა. როხროხა და ისე ჩქარა ლააპრაკობდა, ისე ძლივს ვიგებდი მაგის ლაპარაკს და ტელეფონში ხომ საერთოდ... ორ-სამჯერ ვამეორებინებდი.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by pataputina » 15 ივნ 2009, 22:31

Int3lig3nt
:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

უკვე ყველაფერი გასაგებია


:lol: :lol: :lol:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by Int3lig3nt » 15 ივნ 2009, 22:34

pataputina
რომ მივეცი ფული და დავემშვიდობე, თუ კიდე დაგჭირდით, ერთი დღით ადრე დამირეკეო.
კეეე-მეთქი :D.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by Int3lig3nt » 15 ივნ 2009, 23:49

დილა სიურპრიზით დაიწყო :).

სიურპრიზების ჩალიჩმაისტერმა წივწივამ გამოაცხადა, ახლა ყველა "რა ლამაზი დღეა"-ს ვმღერითო და მირანდას დიდი პარკით რაღაცა გადასცა :).

გამოიცანით, რა არის :P:

Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by Int3lig3nt » 15 ივნ 2009, 23:58

მძღოლმა მზეში დაგვაყუდა რამდენიმე წუთი, დამლაგებელი ხვეტავს მანქანასო.

ძალიანაც დაგვცხა, მაგრამ რომ დაიძრა და ქარმა დაუბერაა :)...

უი გზაში საინტერესო რაღაც მოხდა.
დიღომში შუქნიშანზე რომ ვიყავით გაჩერებული, ჩვენს მიკროავტობუსს მეორე მიკროავტობუსიდან მძღოლმა ხელი მაუტყაპუნა.
ჩვენ ვივარაუდეთ, წივწივა მოეწონაო და ოცნებები ავაგეთ, მარშუტკიანი კაცი რომ ეყოლებოდა წივწივას, უფასოდ ვივლიდით ექსკურსია-ლაშქრობებზე :P.
მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი მძღოლის ნაცნობი ყოფილა და ჩვენთან წამოსვლის სურვილი ჰქონია... ეგონა, საქეიფოდ მივდიოდით.

ძეგვში მალე ავედით.
სოფელს რომ გავცდით, მძღოლმა წყაროსთან გააჩერა, ამისთანა წყალი არსად არ არისო.

წყაროსთან საშინელი სიტუაცია იყო, სანიტარიის მხრივ.
პლასტმასის ბოთლებით და ნაგვით იყო სავსე იქაურობა :(.

აი ასე გვიყვარს სუფრაზე საქართველო

Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]