დიდი მადლობა გიორგი.qvevri wrote:თავიდანვე ვადევნებ თვალს ამ ლაშქრობას. ყოჩაღ, აი ლაშქრობაც ასეთი უნდა.
კი, ძალიან საინტერესო იყო და ჯერ კიდევ უამრავი რამ გვაქვს მოსაყოლი.
დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის.

მირანდა, დიდი მადლობაMIRANDA wrote:wow
ძალიან მაგრები ხართ!!
კითხვა მაქვს ერთი: ეს თეთრი რაში სპეციალურად პოზიორობდა ფოტოსთვის?? ყველა ფოტოში კადრში იხედება..

ისე გამოვიდა, რომ მე ცოტა ადრე მივედი მაგ ცხენთან და ფრთხილად მივეპარე, რაც მოვასწარი, გადავუღე, დიდებული სანახავი იყო, შორიდანვე შევამჩნიე.
მერე ჩვენებიც მოვიდნენ და ამდენი რომ დაგვინახა ცხენმა, ჯერ დაფრთხა და მერე გამოგვენთო.
მოვიგერიეთ რამდენჯერმე.
საკმაოდ უხასიათო ცხენი გამოდგა.

კი, სტუდენტებს ნამდვილად კარგად უმუშავიათ და ძალიან კარგი საქმეც გაუკეთებიათ.Archil wrote:თავკვეთურა მაგარია
სტუდენტებმა გაასუფთავეს
მაგ ადგილებში მტკვარი არაერთხელ გამიტოპია
სანამ ტაძრის შესასვლელამდე მიხვალ, გარედან, ქვემოდან უნდა ახვიდე და ასასვლელი კიბეები სწორედ სტუდენტებს დაუსუფთავებუათ და გაუმზადებიათ.
ასე, რომ... ნამდვილად კარგად იმუშავეს.

იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს (11 სექტემბერი), როგორც წესი, მრავალი სწორედ შემცირებული მტკვრის გადალახვით ახერხებს გადასვლას მანდ.
თუმცა, მე ბილიკ-ბილიკ სიარულით უფრო ვისიამოვნე.
