Page 5 of 37

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 06 სექ 2005, 18:50
by Gvalva
zura_wise

არა... მაყარს თვითონ აირჩევს ;) :) :D

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 06 სექ 2005, 21:01
by kotetbeli
მე და თუშეთის ერთ-ერთი საუკეთესო ცხენი, რომლის ნახვის მერეც პორშეზე აღარ ვოცნებობ :lol:

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 06 სექ 2005, 21:46
by kirk_hammett
ეეეჰ...ეხლა ვხვდები,რატომ ჩამოვარდი თიანეთში ჩვეულებრივი ცხენიდან,როცა 2 თვე იპოდრომზე ვსწავლობდი ჯირითს.....

რავი აბა.....კაია რომ მივხვდი.....

:lol:

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 06 სექ 2005, 21:56
by kotetbeli
kirk_hammett
:lol: ეგ არაფერი, ცხენიდან ერთხელ მაინც თუ არ ჩამოვარდი, აბა ისე რა მოჯირითე ხარ :D ისე, ცხენზე დაჯდები თუ არა, 3-5 წუთში იგებს ჰარიფი აზის თუ მხედარი... :D ამიტომ ის პირველი წუთები განსაკუთრებით მაგრად უნდა გეჭიროს ფეხებით, ყურადღებიანად-აღვირით და ა.შ. :lol: თიანეთში რა ადგილას იყავი? ეგ ჩემი საყვარელი ადგილია. :wink:

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 26 სექ 2005, 20:03
by kotetbeli
კოკლათის მთავარანგელოზისთვის შეწირული ხარი, რომლის წამოსაყვანადაც წოვათაში ვიყავით

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 26 სექ 2005, 20:09
by Gvalva
ვა რა მაგარია!!

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 12 ოქტ 2005, 23:10
by ubralod
kotetbeli

:lol:

მოკლედ კარგად ვიხალისე და გამახსენდა ყოველივე

მადლობ მშვენიერი ეპიზოდური როლისთვის :)

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 13 ოქტ 2005, 12:19
by amuri
kotetbeli
კოტე არაერთხელ მითქვამს შენთვის და კიდევ მრავალჯერ გეტყვი,რომ როცა შენს ნაწერს ვკითხულობ თხემით ტერფამდე ვიკარგები შთაბეჭდილებებში!!!!!!!! 'ქედი ცას მივაბჯინე', 'მატყლივით ჩაფენილი ნისლი' ზაან ლამაზი მხატვრული შედარებებია :!: :!: ისე ერთი იდეა გამიჩნდა თუ გაითვალისწინებ...თუშეთში რომ ჩახვალ,იქაური სიტყვები ჩაინიშნე დიალექტიკურად,ასევე რამე საინტერესო თემაც აარჩიე და მოთხრობის სახით მოგვაწოდე...ძაააან მაგარი იქნება!!!!!!! :wink: :wink: :wink:

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 13 ოქტ 2005, 12:25
by amuri
kotetbeli
სულ დამავიწყდა მეთქვა...ხევსურულის კაბა გამზადებული მაქ და ქორწილში არ გამომტოვო, თორემ.................................თუმცა ისე მოგვდის,მანქანა რომ ჯერ ნაყიდი არა აქვთ და ჩხუბობენ ჩამოდი მე უნდა დავჯდეო.......... :D :D :D

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 17 ოქტ 2005, 18:21
by Mrs. Robinson
kotetbeli
კაი ხანია ასეთი გულის და სულისშემძვრელი არაფერი წამიკითხავს.
აი ახლა კი ნამდვილად გაგიცანი, დიდებული ადამიანი ყოფილხარ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 21 ოქტ 2005, 13:06
by lama
Mrs. Robinson
კოტეტბელი მაგარია მაგარი :lol: :lol: :lol:

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 21 ოქტ 2005, 13:09
by pauna
lama
მაგარი რომ არ იყოს!!!!!! ვერც გადაიღებდა ასეთ ფოტოებს..... კაცი იდეააა!!!!

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 27 ოქტ 2005, 16:10
by kotetbeli
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა :wink:
ubralod მივხვდი, რომ "ბიოლოგი" ხარ :D მაგრად გამიხარდა, რომ შემოხვედი და კომენტარი დამიწერე :wink: მინდა ყველას ვუთხრა, რომ შენ ის ერთ-ერთი გოგო ხარ, რომელიც კამაზით მგზავრობისას დამემგზავრა, ვისაც ბიოლოგიაზე "ვესაუბრებოდი"... :D :D ხო, სულ დამავიწყდა, რომელიც ძალიან ლამაზია :lol: :lol:

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 27 ოქტ 2005, 19:11
by guruli
kotetbeli
დიდ ნისლში უზარმაზარი მთის კონტურები გაურკვევლად ჩანდა. ვაა, რამხელაა-მეთქი და... ჩემმა მეგობარმა გაიცინა, რასაც ხედავ, ეგ ?ცერის? ძირიაო... და მაშინ ვითხოვე პირველი ჭიქა არაყი...
რეზომ, ჩემმა მეგობარმა, აბა ეხლა ძირს გადაიხედეო. წამოვიწიე, გადავიხედე და... მაშინ მივუჯექი სუფრას მეორედ...
შენ მაგ გზაზე ღამით იმგზავრე და შიშიც და სილამაზეც მერე ნახე! :o მე ერთხელ მხვდა ეგ ბედნიერება წილად და მართლა უმშვენიერესი სანახაობა ვნახე. ჟველურთიდან საღამოს წამოვედით - სხვათა შორის, კოკლათელი მძღოლი იყო - თემო ბაშინურიძე, ერთ-ერთი გამოცდილი და საიმედო შოფერი თუშებში. ცოტას იქვე ჟინჟლავდა, ხოლო ცერზე გვარიანად წვიმდა და ციოდა. თან, ძლიერი ნისლი იყო და ისე გვეგონა, თითქოს ღრუბლებში მივცურავდით. ცერზე დაგვაღამდა კიდეც, აქეთ კი დარი დაგვხვდა, მაგრამ ელავდა და სწორედ ეგ იყო ულამაზესი სანახაობა - ღამის სიბნელეში ცის ტაღზე გაკლაკნილი ცეცხლოვანი ზოლი. მაგრამ განცდაც წარმოიდგინე - იმ გზებზე გავლა დღისით როგორია და ღამით რა გრძნობა დაგეუფლება!
თუშეთი მართლა ულამაზესი მხარეა და ნამდვილად ღირს იქ წასვლა, ყველას ვურჩევ. სარისკკო კია, მაგრამ არ წააგებთ. მთაში წასვლის წინ მძღოლების უმეტესობა შეგნებულად სვამს და ნამდვილად მიკვირს იმ მგზავრებისა, რომლებიც მასეთებს უჯდებიან მანქანაში. თუშებში რამდენიმე მძღოლია, რომელიც გზაში არ სვამს და ერთი თემოცაა. თუმცა თუშეთში წასვლა უფრო იოლადაც შეიძლება - როგორც ვიცი, თბილისიდან ყოველ დღე ვერტმფრენი მიფრინავს (ყოველ შემთხვევაში, ზაფხულში) ომალოში, იქ კი ორი სასტუმროა. მე ერთი ვიცი - ზემო ომალოში, თემო არშაულიძის სახლში. კომფორტიც არის და არც ძვირია - კაცი დღეში 20-25 ლარი, მაგრამ სამჯერადი კვებით და თუშეთის სხვადასხვა მხარეებში გასეირნებით. თან, კაპიტალური აბანოც აქვს და აბა, კონდიციონერი არც დაგჭირდებათ. ამასთან, ძალიან კარგი ხალხია, გულს ვერ მოაშორებთ, ისეთი. პლუს, დიასახლისმა უგემრიელესი ხინკალი იცის. ეგეთი არც თუშეთში მიჭამია და სხვაგან ხომ - რაზეა საუბარი.
თუშეთი ყველგან ლამაზია, მაგრამ თუ გინდათ, მისი სილამაზეც და სამშობლოც ბოლომდე შეიგრძნოთ, აუცილებლად ნახეთ დიკლოს ძველი ნაციხარი და საქართველოს სამანთან , ბიჭეხის სალოცავთან მდგარმა იქით ლეკების სოფლებს - წეროს და ინცუხს, აქეთ კიდევ საქართველოს სილამაზეს, შეხედეთ. პრინციპში, ეს სოფლები სადემარკაციო ზოლშია და ოფოციალურად ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ იმ ერთი ბეწო ტაფობს ლეკები იჩემებენ. ყოველ შემთხვევაში, იმ სერზე, სალოცავთან ჩვენი მესაზღვრეები დგანან და იქით არ გიშვებენ. აი, იმ სოფლების ზევით, დიდ ქედზე უკვე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარია, მაგრამ ჩვენთვის საქართველო ბიჭეხის სალოცავთან მთავრდება. როცა იქიდან ლეკების უამურად ჩაჟამებულ მხარეს, აქეთ კიდევ თუშეთის მწვანედ მობიბინე ბუნებას დაინახავთ, საქართველოს სილამაზეს უფრო ცხადად შეიგრძნობთ. იმ სერზე მდგომს დუმბაძის "ნუ გეშინია, დედამ" კინოკადრივით გამირბინა თავში და მთელი არსებით ვიგრძენი სასაზღვრო ზოლში მცხოვრებთა ტვირთი. ეს გრძნობა კიდევ უფრო გამიმძაფრა დიკლოს ნაციხარის ხილვამ. ხომ სანახევროდ ჩაქცეულია, ხომ ქონგურებმორღვეული და კოშკებმოშლილია, ამ ნანგრევებითაც კი საქართველოს ძველი დიდების მოწმედ დგას. სიდიადეს ნანგრევებშიც კი ინახავს და თავის დროზე რა დიდებული რამ იქნებოდა!
დიკლოსკენ მიმავალ გზაზე შენაქოს სილამაზეც მოგხიბლავთ. პირიქითის ალაზანს რომ გადახვალთ და აღმართს აივლით, მერე შენაქომდე თითქმის სწორი გზა მიდის. ერთგან იგი ცოტათი უხვევს და მისი გავლისას სოფელს პირდაპირ გადაადგებით. როცა პირველი მგზავრობისას დაოთხილები მივაქროლებდით ცხენებს და იმ მოსახვევს გავცდით, წინ იმდენად წარმტაცი სოფელი გადაგვეშალა, ცხენი უნებურად შევაჩერე. შენაქოში კიდევ ის მომეწონა, რომ ძველი და ახალი სტილი ერთმანეთშია არეული - ქვით დახურული სახლის გვერდით თუნუქით გადახურული დგას, ქვით ნაშენთან - ფიცრული, იქით ხელით გამოყვანილი რიკულებია, აქეთ - სატელიტური ანტენაც კი (ოღონდ ეს რად უნდოდათ, ვერ მივხვდი - შუქი იქ არაა და ალბათ, დვიჟოკი ჰქონდათ). სოფლის ბოლოში ვრცელი მინდორია, მის განაპირას კი მოუვლელი ეკლესიაა. ეკლესიისადმი თუშთა ზრუნვის ერთადერთი გამოხატულება შესასვლელთან დადებული თეთრი მარმარილოს ფილაა ზედ წარწერით - ვინამ თქვა თუშთა დალევა, / ნაპირ მოტეხა ცისია!

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 29 ოქტ 2005, 01:03
by kotetbeli
guruli
"ჩვენებური" ყოფილხარ :wink: გაიხარე :D იმედია, კარველების უახლოეს შეკრებაზე მოხვალ და... დანარჩენს კოჭებზე შეგატყობთ :D :D ეს ხუმრობით :) ისე კი, დიდი მადლობა ასეთი კომენტარისთვის. შეიძლება ითქვას, ცალკე წერილია უკვე. ძალიან საინტერესოა. იმდღეს ჩემმა მეგობარმა რეზომ დამირეკა ღამის 1 საათზე... ეხლა კამაზის კუზაოზე ვარ და ცერზე მივდივარო:wink: იმედია, კარველები თუშეთს ვესტუმრებით მომავალ ზაფხულს...