მერე მოხდა ძალიან საინტერესო რამ, კარველებმა ძალზე საინტერესო ადამიანი გავიცანით, რომელსაც ალბათ რამდენიმე წელში ლეგენდად აღიარებენ (ჩვენს ლეგენდასთან სად მივა, მაგრამ მაინც

) . ყველაფერი კი ასე დაიწყო, ტბის ნაპირას პოზიორობისას, მტვრის კორიანტელში გახვეული მოტოციკლეტისტი დავინახეთ, აქეთ-იქით ლითონის ყუთები რომ ჰქონდა გადაკიდებული, გოგამ იხუმრა, "ხედავ შენ, პიცის დამტარებელი გამოუძახიათო

","პიცის დამტარებელი" ახლოს რომ მოვიდა, მივხვდით, უცხოელი იყო, გავაჩერეთ, ჩამოვიდა მოგვესალმა, გაგვეცნო (დამავიწყდა გვარი

, მგონი, კემერონ-სმიტი ავსტრალიიდან სახელი კიდევ არ მახსოვს , ის კი თქვა სახელს დედაჩემიც არ მეძახის, ყველა კემერონით მომმართავსო. მოკლედ ეს ადამიანი 5 წელია გზაშია, მოგზაურობს დედამიწის გარშემო ქართველ მოგზაურ ლეჟავასავით, მაგრამ ველოსიპედით კი არა, მოტოციკლეტით. საქართველოში თურქეთიდან შემოსულა და რადგან რუქაზე უნახავს რომ ჯავახეთიდან თბილისისკენ უმოკლესი გზა წალკაზე გადიოდა, ამ გზას დასდგომია, მაგრამ ის კი არ იცოდა როგორი დანგრეული გზა ელოდა წინ.
სურათები გადავიღეთ მასთან:
Photo by Gvalva
მისი ქუდით
მერე პროდუქტის ნაწილი ვუწილადეთ და დავემშვიდობეთ