უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 07 ივლ 2008, 17:49
Mariam wrote:კაროჩე - 21 კაცი - იგივე სასტავი
მარხვის მერე მიცდივართ ხალიანასთან და ტუფლების დახრჩობას გადარჩენის ამბავსა ვზეიმობთ!
თითოს 21- კვერცხიანიდან თითო კვერცხი შეგვხვდება.
არა... უნდა წამოვსულიყავი
მაგრამ დიდი შანსია, რომ მე თვითონ ვყოფილიყავი გადასარჩენი ფეხსაცმლიან-ტანსაცმლიანად და ტორტი კი არა, რესტორანი შემეწერებოდა

მერე და მაგას რა ჯობია.

თან მეორედ...
-
Mariam
- მაწანწალა
- Posts: 521
- Joined: 20 სექ 2007, 22:49
Post
by Mariam » 07 ივლ 2008, 17:54
Tamari-ch. wrote:
მერე და მაგას რა ჯობია.

თან მეორედ...
მოიცა, ჯერ პირველი იყოს

და მერე დახრჩობას უნდა გადამარჩინოთ მეორესთვის

ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით

-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 07 ივლ 2008, 18:15
ხალხ, რა ხდება? 5 გვერდი ისე გაივსო, რომ ჯერ ერთი ეკლესიის ფოტოც არ დაგიდიათ.
იქნებ ჯერ ძეგლების ფოტოები დადოთ და მერე გაგვიზიაროთ თქვენი ფოტოალბომი
-
ჩიტუციო
- მაწანწალა
- Posts: 412
- Joined: 30 ივლ 2005, 09:25
Post
by ჩიტუციო » 07 ივლ 2008, 18:28
Kakha
რომელი წმინდანის სახლობისაა ამაზე, თუ შემჩნიე ნიკა არაფერს წერს.
მგონი დორეთკარის სახელობასთან დაკავშირებით პრობლემა არ უნდა იყოს. აქ წმინდა ბარბარეს ცხოვრების სცენებია გამოსახული.
დასავლეთითაა ის სცენა, როდესაც წმინდა ბარბარემ აბანოს ორი სარკმელი სამ სარკმლად გადააკეთებინა, კომპოზიციის თავზე წარწერაცაა აბანო. მაგის გვერდზე მამაკაცი და წმინდა ბარბარე რომ არიან გამოსახულნი, ალბათ ბარბარე და მამამისი იქნებიან. ესეც ერთ-ერთი სცენაა მოწამის ცხოვრებიდან, როდესაც მამა გაიგებს რომ მისი ქალიშვილი ქრისტიანია ხელს აღმართავს შვილზე. მერე ციკლი გრძელდება სამხრეთ დასავლეთ კედელზე, აქ გამოსახულია ბარბარეს თავის კვეთა და საფლავად დადება. მგონი ტაძრის სახელობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს. : )
* * *
ხო ისე, აი ამ ადგილის ''დასაპყრობად'' გადავლახეთ მდინარე : D

-
ჩიტუციო
- მაწანწალა
- Posts: 412
- Joined: 30 ივლ 2005, 09:25
Post
by ჩიტუციო » 07 ივლ 2008, 18:55
რაც შეეხება თვითონ ტაძარს. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ჩრდილოეთით აქვს მინაშენები. ტაძრის დასავლეთ კედელთან ახლოს კოშკია აღმართული. ეკლესიას შესასვლელი ჩრდილოეთით მიშენებული სათავსოდან აქვს. აღსანიშნავია ის, რომ ტაძარში შემორჩენილია თავდაპირველი კანკელის ფრაგმენტები.

-
ჩიტუციო
- მაწანწალა
- Posts: 412
- Joined: 30 ივლ 2005, 09:25
Post
by ჩიტუციო » 07 ივლ 2008, 19:17
ტაძარი მოხატულია. როგორც ჩანს, ფერწერა XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება, ე.წ. პალეოლოგოსური სტილის ნიშნებს ატარებს. მხატვრობა დაზიანებული სახითაა ჩვენამდე მოღწეული. როგორც ჩანს მხატვრობა ორი რეგისტრისაგან შედგებოდა, ქვემოთ კი ფართე ორნმანეტული ''ფარდა'' მიუყვებოდა.
ყველაზე უკეთ შემორჩენილია დასავლეთი კედლის მხატვრობა, სამხრეთი კედლის დასავლეთი ნაწილი, მცირე ფრაგმენტებია ჩრდილოეთ კედელზე.
დავიწყოთ ტაძრის მთავარი ნაწილიდან, საკურთხევლიდან. აფსიდის კონქში გამოსახულია ე.წ. ნიშიანი ღვთისმშობელი.
ამგვარი იკონოგრაფიული ტიპის გამოსახულების წყაროდ ასახელებენ ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებს ძველი აღთქმიდან: ამისთვის უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა ქალწულმან მუცლად იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ. ისე საინტერესოა, რომ ძველი აღთქმის რუსულ ტექსტში ''სასწაულის'' ნაცვლად გამოყენებულია სიტყვა Знамение და შესაბამისად რუსულად ღვთისმშობლის გამოსახულების ამგვარ ტიპს Богоматерь Знамение ქვია.
ნიშიანი ღვთისმშობლის ქვემოთ ეკლესიის მამებია გამოსახული, სამწუხაროდ დაზიანების გამო ყველა მამის ფიგურა არ იკითხება. ერთ-ერთI მამა წარწერის თანახმად არის იოანე ოქროპირი.

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 07 ივლ 2008, 19:23
Naia wrote:ხალხ, რა ხდება? 5 გვერდი ისე გაივსო, რომ ჯერ ერთი ეკლესიის ფოტოც არ დაგიდიათ.
იქნებ ჯერ ძეგლების ფოტოები დადოთ და მერე გაგვიზიაროთ თქვენი ფოტოალბომი
არაა ბატონო -
აქ აქაური წესია -
ქრონოლოგია არ უნდა დაირღვესო...
არ მივსულვართ ჯერ გავაზამდე და...

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 07 ივლ 2008, 19:44
მივდივართ მთის კენწეროსაკენ და თითქოს გზა არ თავდება...
განწყობა შესანიშნავი -
ბუნება ულამაზესი და გზა და გზა კი სოკოები...

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 07 ივლ 2008, 19:48
ბოლოს გზაზე ასეთ ღობე დაგვხვდა -
ალბათ ეს იმიტომ რომ საქონელი ვერ გადავიდეს სალოცავთან...
ამით მივხვდით, რომ ეკლესია უკვე ახლოს იქნებოდა.
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 07 ივლ 2008, 19:49
სულ მაღლა რომ ავედით -
იქ ასეთი საინტერესო ნიში დაგხვდა -
შიგ კი საბჭოთა ხურდა ეყარა..
ალბათ შესაწირი იყო -

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 07 ივლ 2008, 19:53
ცოტა მოშორებით იყო დიდი მაგიდები
და აი ასეთი ჯაჭვები -
ალბათ იქ შესაწირ კლავდნენ ხოლმე...
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 07 ივლ 2008, 19:54
ორიოდე ნაბიჯში კი პატარა სალოცავი...
აგებული კლდის ქვებით...
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 07 ივლ 2008, 19:55
სამახსოვროდ ჩავაკარტოჩკეთ ბატალიონის წევრები...